gnhf-rrr

ბათუმი-თელავი: სამართლიანი ფრე

ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატზე ფრედ, 29-29 დასრულდა ჩემპიონობის მაძიებელთა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებისა და თელავის იმედის მატჩი, რის შემდეგაც ბათუმელებმა იმედთან ერთბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნეს. რეგულარული სეზონის მესამე წრე 21 მარტს დაიწება. 

ფრე ყველაზე  ლოგიკური და სამართლიანი შედეგი იყო მატჩისა, რომლის მარტო მეორე ტაიმში საყაიმო ანგარიში რვაჯერ დაფიქსირდა, ხოლო ერთი გუნდის მაქსიმალური უპირატესობა 3 ბურთი იყო. თავიდან თელავმა წაიყვანა 3-0, მალევე ბათუმი გავიდა წინ, 9-6, და ტაიმი 14-13 მოიგო. ასეთივე მძაფრი იყო მეორე ნახევრის სიუჟეტიც, ბოლო შეტევა იმედს დარჩა, მაგრამ 22 წამში გოლის გატანა ვეღარ მოახერხა, 29-29.

ქვეყნის ჩემპიონის, იმედის გუნდში საუკეთესო ისევ გივი გიორგაძე იყო: მან თამაშიდან ოთხჯერ გაიტანა და შვიდიდან შვიდი შვიდმეტრიანი გამოიყენა. ფლანგებიდან გიორგაძეს კარგად შეეშველნენ ცისკარიშვილი და ალანია (ჯამში – 9 გოლი). ბათუმში შვიდ-შვიდჯერ გამოიჩინეს თავი სტურუამ და გოგოლაძემ,  5-5 გოლი თევზაძის და სურმავას ანგარიშზე იყო.

ბათუმმა სეზონში მეორე მატჩი ითამაშა ფრედ და 14 შეხვედრაში სულ 2 ქულა აქვს დაკარგული. ამ გუნდების პირველი წრის თამაში შავი ზღვის ბიჭებმა დიდი უპირატესობით მოიგო (28-14), მეორის შემდეგ ერთქულიანი სხვაობა შენარჩუნდა და არაა გამორიცხული, რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსნის ვინაობა სულ ბოლო, 21-ე ტურში, ბათუმ-თელავის მესამე მატჩის შემდეგ გაირკვეს.

სხვა მატჩებში: ქუთაისმა მოუგო სტუ-ქარიშხალას (41-33), პეგასმა დაამარცხა სამტრედია (42-31), გორმა – წყალტუბო, 40-37. ჩემპიონატი გაგრძელდება ტყიბულის სპორტის სასახლეში, სადაც 21-23 მარტს დასავლეთის 4 გუნდი შეიკრიბება და მესამე წრეს დაიწყებს. აღმოსავლეთის ოთხეული ერთმანეთში 27-29 მარტს ითამაშებს თბილისში, საერთო ტური 17-20 აპრილსაა, რის შემდეგაც 4 უძლიერესი გუნდი უკვე საჩემპიონო პლეიოფს გამართავს 8-9 მაისს. 

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. თბილისი, არენა 2. 14 ტური, 9 მარტი

სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 33-41

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. კობახიძე 8, ასაბაშვილი 8, მამულაშვილი 7, ეძგვერაძე 5, თიგიშვილი 4, ჩიკვილაძე 1, გურასპაული

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – სიმონია 11, გოგალაძე 7, რუსტამოვი 7, კბილაშვილი 5, გამზარდია 5, გრიშიკაშვილი 4, კობახიძე 1, ლომიძე 1, ჭელიძე, მერკვილაძე, მათნაძე, ფერაძე

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

პეგასი – სამტრედია 42-31

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, ცირეკიძე  – ლაპიაშვილი 13, კალანდაძე 11, კუხალაშვილი 9, გვაზავა 5, დ. ჟვანია 3, ჭანტურია 1, ტაბატაძე, შუბითიძე

სამ: შველიძე – გაგუა 18, მანაგაძე 4, ძნელაძე 4, ადამია 2, ხელისუფალი 2, თევზაძე 1, ნადირაძე,

მსაჯები: ინა ჭკუასელი – ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)

იმედი თელავი – BSB ბათუმი 29-29

თელ: ცინცაძე – გიორგაძე 11, ცისკარიშვილი 5, ალანია 4, ყორიაული 3, მიქავა 2, აბჟანდაძე 2, ბაინაზიშვილი 1, იობაშვილი 1, დოლმაზაშვილი, ბერაძე

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – გოგოლაძე 7, სტურუა 7, სურმავა 5, თევზაძე 5, ხაჟომია 2, წივწივაძე 2, აბრამიშვილი 1, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი

მსაჯები: პიოტრ ვოიდირ – ლუკაშ კამროვსკი (პოლონეთი)

წყალტუბო – გორი 37-40

წყ: სილაგაძე, აფხაძე –  ხელაძე 9, მ. გველესიანი 7, გელა გველესიანი 7, მეტონიძე 4, ჯიმშელეიშვილი 3, გიორგაძე 3, შვანგირაძე 2, გიორგი გველესიანი 2, კუხალაშვილი, ჩაკვეტაძე

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – გაგლოშვილი 10, ტიელიძე 10, მჭედლიშვილი 9, ზუბიაშვილი 6, დალაქიშვილი 3, ანტონოვიჩი 2, ახალბედაშვილი, ტერუნაშვილი

მსაჯები: კრიშტოფ ალტმარ – მარტონ ჰორვატ (უნგრეთი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი, ლ.მარგიანი, მ. ჩიხლაძე

————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ

BSB ბათუმი——–14–12—2—0–533-399–26

იმედი თელავი—-14–12—1—1–471-385–25

ქუთაისი————14–10—1—3–514-408–21

პეგასი—————14—8—0—6–522-481–16

გორი—————-14—6—0—8–475-524–12

სტუ-ქარიშხალა—14—4—0–10–427-540—8

წყალტუბო———14—2—0–12–410-537—4

სამტრედია———14—0—0–14–357-535–0

ტყიბული, 21-23 მარტი: მესამე წრე, დასავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები

თბილისი, 27-29 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები

17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები

ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი

Leave a Reply