gggg

ბათუმისა და ქუთაისის მეორე მოგება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებმა“ 37-23 დაამარცხა სამტრედია, ხოლო ქუთაისმა – წყალტუბო, 47-26. ხვალ ქუთაისის სპორტის სასახლეში კიდევ ორი მატჩია.

14 საათზე ითამაშებენ წყალტუბო და სამტრედია. ორივე გუნდს 2 წაგება აქვს. ამის შემდეგ, 15:50 გაიმართება მთავარი შეხვედრა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, „შავი ზღვის ბიჭები“ შეხვდება თასის წლევანდელი გათამაშების ფინალისტ ქუთაისს. ჯერჯერობით 3 თამაშიდან 6 ქულით თბილისის „პეგასი“ ლიდერობს, ქუთაისსა და ბათუმს 2 მატჩის შემდეგ 4-4 ქულა აქვთ.

უმაღლესი ლიგის ფორმატი ტრადიციულია: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 12 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

სამტრედია – BSB ბათუმი 23-37

სამ: ფახურიძე, დუნდუა – ძნელაძე 10, ჟვანია 4, ხომერიკი 3, აფრიდონიძე 2, ხელისუფალი 2, მანაგაძე 1, ადამია 1, ქავზინაძე, ნადირაძე

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – აბრამიშვილი 8, მიქავა 6, ტალახაძე 6, გოგოლაძე 5, ტიელიძე 5, გიორგაძე 3, ბერძენიშვილი 1, თურმანიძე 1, მჟავანაძე 1, სტოლბოვი 1, ლაპიაშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი

წყალტუბო – ქუთაისი 26-47

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ჯიმშელეიშვილი 7, მ. გველესიანი 6, გ. გველესიანი 4, მეტონიძე 3, აფხაძე 3, რ. ბაბუნაშვილი 1, ნ. ბაბუნაშვილი 1, კოვზირიძე 1, მუკბანიანი, გოდოლაძე, ფანცხავა, ჩავჩიძე

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე – ხაჟომია 6, მერკვილაძე 5, გამზარდია 5, ლომიძე 5, ჯუღელი 5, ზარნაძე 4, რუსტამოვი 4, სტურუა 4, ფერაძე 3, სურმავა 3, იმნაძე 2, კობახიძე 1, აბულაძე  

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

 12 ნოემ.
                სხვ          
  პეგასი 3     3     0     0     100-79     6      
  ქუთაისი 2 2 0 0 89-53 4  
  BSB ბათუმი 2 2 0 0 70-45 4  
  იმედი სტუ 3 2 0 1 67-55
4  
  გორი 3     1     0     2     78-85     2      
  სპორტუნი 3 0 0 3 95-121 0  
  სამტრედია 2 0 0 2 50-79 0  
  წყალტუბო 2 0 0 2 48-80 0  

 

 

 

 

 

 

 

 

13 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 წყალტუბო – სამტრედია

15:50 BSB ბათუმი – ქუთაისი

გაგრძელდება 26 ნოემბერს

Leave a Reply