ბავშვთა ხელბურთს დღე ვაკის პარკში

6 აპრილს საქართველოში სპორტის დღე აღინიშნებოდა. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, სპორტისა და განათლების სამინისტროებთან თანამშრომლობით, ვაკის პარკში ბავშვთა ხელბურთის ღია გაკვეთილი და სახელდახელო შეჯიბრება მოაწყო თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.  ბავშვებს სპორტის თავიანთი სახეობა გააცნეს საქართველოს გოგონათა ნაკრების  ხელბურთელებმა, სკოლების სპორტის მასწავლებლებს კი გადაეცათ ხელბურთის ფედერაციის მიერ გამოცემული ორი სახელმძღვანელო ხელბურთის სწავლების შესახებ სკოლებში.

Leave a Reply