ukr

ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე შეკრება დაასრულა  

მეორე საწვრთნელი შეკრება გამართა ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც 2020 წლის ივლისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი აქვს ლატვიაში. 6-16 თებერვალს ნაკრების ოცმა კანდიდატმა მცხეთის სპორტკომპლექსში ივარჯიშა.

ახალგაზრდულ გუნდს ევროპის ჩემპიონატი 3-12 ივლისს, ლატვიაში აქვს.  გუნდის  რამდენიმე წევრმა პირველი შეკრება ნოემბერში, ეროვნული ნაკრების კანდიდატებთან ერთად გაიარა. ამის შემდეგ, დეკემბერში, 20-წლამდელთა ნაკრებს შეკრება ჰქონდა ოლიმპიურ სასახლეში, სადაც ტიტე კალანდაძესთან და გიორგი სახვაძესთან ერთად ვარჯიშებს უძღვებოდა ფიზმომზადების სპეციალისტი მარკო შეშუმი.

ამჯერად ახალგაზრდული ნაკრების შეკრების ადგილი იყო სასტუმრო მცხეთა პალასი და ქალაქის ახალი სპორტკომპლექსი, სადაც გუნდს 11 დღის განმავლობაში ჰქონდა ორჯერადი ვარიშები და ორი საწვრთნელი მატჩი: ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებთან“ (24-24) და სტუ-იმედთან (29-19).

ამ შეკრებაზე აქცენტი სათამაშო კომპონენტებზე გაკეთდა. სამწვრთნელო შტაბში იყვნენ სერბი დამირ სტოიანოვიჩი, კალანდაძე, სახვაძე და მეკარეების მწვრთნელი, ბერძენი ვასილის ანასტასელოსი. ახალგაზრდულ გუნდთან ერთად იყო ჭაბუკთა, 18 წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრიც – უმცროსი ასაკის გუნდსაც უწევს ევროპის ჩემპიონატი აგვისტოში, მაკედონიაში.

ახალგაზრდული გუნდისთვის მზადების მორიგი ეტაპი აპრილშია დაგეგმილი. გუნდი ჯერ თბილისში შეიკრიბება, 17-19 აპრილის პერიოდში კი დაგეგმილია ამხანაგური მატჩები ან, შესაძლოა, ტურნირიც შესაბამისი ასაკის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ. ეს პერიოდი, 17-19 აპრილი, ოფიციალურ სანაკრებო პაუზას ემთხვევა, შესაბამისად, იქნება საშუალება, გუნდთან ერთად იყოს უცხოეთში მოთამაშე 3 ხელბურთელიც: გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფ), ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფ) და კახა ჩადუნელი (ლემგო, გერ).

ევროპის ჩემპიონატზე, ლატვიაში, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ბრიტანეთი და ბელგია. მეორე გუფში არიან: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო. ნახევარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გადიან.

ხელბურთი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

საწვრთნელი შეკრება. მცხეთა, 6-16 თებერვალი

მეკარეები: ირაკლი დიხამინჯია (2000, პეგასი), იური სილაგაძე (2001, წყალტუბო), ლუკა გორგოძიანი (2002, პეგასი), ნაზიმ ალიევი (2002, ქარიშხალა)

მოთამაშეები: ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), ჯემალ იმნაძე (2001, სპორტუნი), გიორგი ქათამაძე (2000, პეგასი), გიორგი შუბითიძე (2002, პეგასი) – გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი-სტუ), რამაზ ზურაბიანი (2000, სპორტუნი), თორნიკე მდივანი (2002, პეგასი), აკაკი პატაშური (2002, პეგასი) – გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი), ლევან იმნაძე (2001, ქუთაისი), ანდრო ერისთავი (2001, იმედი-სტუ), დავით ნიაზაშვილი (2000, გორი) – გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), დავით ჟვანია (2002, პეგასი)

მწვრთნელები: დამირ სტოიანოვიჩი (სრბ), ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე; მეკარეების მწვრთნელი: ვასილის ანასტასელოსი (საბ); ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი

აპრილში დაემატებიან: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), კახა ჩადუნელი (2001, ლემგო, გერ); ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ)

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი, 2020. კაცები, 20 წ. 3-12 ივლისს, ლატვიაში

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო

Leave a Reply