ახალგაზრდული ნაკრების პირველი მოგება

19 წლამდე ნაკრებმა, რომელმაც ოქტომბერში ევროპის თასი მოიგო, წარმატებით დაიწყო ასპარეზობა კონტინენტთაშორის თასზე და 27:43 დაამარცხა ნიკარაგუა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ შერვაშიძე დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ნიკარაგუას, ტაიტის, ნიგერიას და გვადალუპეს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

გუნდის შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე;
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი;
გარემარბები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე;
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა;
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე;
ექიმი: გიორგი საღინაძე.

📸 International Handball Federation

📌ახალგაზრდული ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply