gnhf-rrr

აჭარის გუნდი ჩემპიონი ვადამდე გახდა

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მეორე ადგილზე მყოფი თბილისის ქარიშხალა მოულოდნელად, 10-17 დამარცხდა სამტრედიასთან, ხოლო  ლიდერმა აჭარის გუნდმა 14-12 მოუგო ყვარელს და დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.  მესამე ადგილი დაიკავა ფოთის ოქროს ვერძმა, რომელმაც მოუგო პეგასს, 14-9.

სამტრედიის გოგონათა გუნდი მეორე წელია, რაც შეიქმნა. მას ამ ქალაქის უმაღლესი ლიგის კლუბისვეტერანი მეკარე, ალექსანდრე ხონელიძე ავარჯიშებს. გუნდი ბოლო ტურზე სულ ერთი მოგებითა და 2 ქულით ჩაამოვიდა, აქ კი მოუგო თბილისის სამივე გუნდს – მამულს, პეგასსა და ქარიშხალას და თუ ხვალაც გაიმარჯვებს, ჩემპიონატს მეოთხე ადგილზე დაასრულებს. 

ჩემპიონი კი გახდა აჭარის გუნდი (მწვ. მაია შალამბერიძე), რომელიც ასევე მეორე წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატზე თამაშობს და წლეულს თერთმეტივე მატჩი მოიგო. ვერცხლის მედლები ხვალ გადაეცემა თბილისის ქარიშხალას (მწვ. ირმა ციცქიშვილი) – ამ კლუბს პირვლობის შანსი ქალთა ჩემპიონატშიც აქვს, სადაც თბილისის მამულთან ერთდ ლიდერობს.

ხვალ, ჩემპიონატის ბოლო დღეს, სპორტკომპლექს არენაში თამაშობენ: სამტრედია – ყვარელი, ფოთი – მამული, ქარიშხალა – აჭარა.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. გოგონები, 2002-03

დასკვნითი ტური. 9-12 მატჩები. 30 აპრილი-3 მაისი, არენა2

2 მაისი

პეგასი – ფოთი 9-14

სამტრედია – ქარიშხალა 17-10

აჭარა – ყვარელი 14-12

——————–თ—მ—ფ–წ——ბ——-ქ

აჭარა———–11–11–0–0–146-86–22

ქარიშხალა—-11—9–0–2–173-138–18

ფოთი———-11—6–1–4–130-107–13

ყვარელი——-11—4–1–6–116-120—9

პეგასი———-12—4–0–8–140-153—8

სამტრედია—-11—4–0–7–111-151—-8

მამული——–11—0–0-11—74-135—0

3 მაისი

12:00 სამტრედია – ყვარელი

13:00 ფოთი – მამული

14:00 ქარიშხალა – აჭარა

Leave a Reply