ukr

აჭარამ 12 მოგებით დაასრულა

გლდანის ხელბურთის აკადემიაში, საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე, აჭარის გუნდმა 27-23 მოუგო თბილისის პეგასს და უდანაკარგოდ, 24 ქულით ლიდერობს. 

ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს, აჭარის გუნდს 12 მოგებული მატჩი დაუგროვდა და თამაშში საშუალოდ 42 გოლი გააქვს. დაკარგული ქულებით მეორე ადგილზე პეგასია.

დღესვე ფოთის ოქროს ვერძმა 16-12 მუგო ლიდერთა გუფის კიდევ ერთ წევრს, ქარიშხალას. პირველი წრის დასკვნით ტურში დღეს ჩაერთვნენ სამტრედია, ქუთაისი, წყალტუბო და ზუგდიდი, მათგან სამტრედიამ და ქუთაისმა თავისი მატჩები მოიგეს.

პირველი წრე 10-11 თებერვლის მატჩების შემდეგ დასრულდება, საქართველოს ჩემპიონი კი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05). 7-11 თებერვალი, გლდანი

9 თებერვალი

ფოთი – ქარელი 25-7

აჭარა – პეგასი 27-23

ფოთი – ქარიშხალა 16-12

ქუთაისი – თელავი 23-15

აჭარა – ქარელი 48-22

სამტრედია – თელავი 27-20

ზუგდიდი – ქარიშხალა 16-18

წყალტუბო – პეგასი 19-25

მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, მ. ცინცაძე, ა. ჩხაიძე

 9 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  პეგასი 9   8   0   1 190-105 16  
  სამტრედია 8   6   0   2 209-149 12  
  ქარიშხალა 9   6   0   3 173-136 12  
  წყალტუბო 8   4   0   4 173-174 8  
  თელავი
10   4   0   6 163-229 8  
  ზუგდიდი 8   3   0   5 141-138 6  
  ქუთაისი 8   3   0   5 125-155 6  
  რუსთავი 8   3   0   5 118-158 6    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 8   1   0   7 110-137 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10 თებერვალი

11:00 სამტრედია – რუსთავი

12:00 წყალტუბო – ქარელი

13:00 ქუთაისი – რუსთავი

14:00 სამტრედია – ქარელი

15:00 ზუგდიდი – თელავი

16:00 ქუთაისი – ქარიშხალა

17:00 წყალტუბო – თელავი

18:00 ზუგდიდი – პეგასი

11 თებერვალი

11:00 წყალტუბო – ქარიშხალა

12:00 ზუგდიდი – რუსთავი

13:00 ქუთაისი – ქარელი

14:00 სამტრედია – ქარიშხალა

15:00 ქუთაისი – პეგასი

16:00 წყალტუბო – რუსთავი

17:00 ზუგდიდი – ქარელი

18:00 სამტრედია – პეგასი

Leave a Reply