აჭარამ ისევ ბოლო წუთზე მოიგო

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში აჭარამ ბოლო წუთზე 21-20 მოუგო პეგასს, ქარიშხალამ დაამარცხა სამტრედია 18-16. ხვალ სპორტკომლექს არენაში კიდევ 5 მატჩია.   

21 ქულით ლიდერობს ფოთის ოქროს ვერძი, რომელიც ხვალ მესამე ადგილზე მყოფ ქარიშხალას ეთამაშება. მეორე ადგილზეა აჭარა და ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ყვარელთან აქვს სათამაშო. ხვალ მატჩები 11 საათიდან იწყება.

დღეს კი 3 დაძაბული შეხვედრა გაიმართა. სამტრედია პირველ ტაიმში 4 ბურთით უგებდა ქარიშხალას , შესვენებაზე ანგარიში 9-8 იყო, დასრულებამდე 7 წუთით ადრე კი – 15-13, მაგრამ თბილისელებმა დაბოლოება 5-1 მოიგეს და ორი ქულაც ჩაიწერეს – 18-16.

კიდევ უფრო საინტერესო იყო აჭარა-პეგასის თამაში. პეგასი თითქმის ბოლომდე ლიდერობდა და დასრულებამდე 9 წუთით ადრეც წინ იყო – 18-15. ლიზა ჩხაიძემ 14 გოლი გაიტანა, ხოლო მეკარე  ჯიქურაშვილმა მინიუმ ამდენივე რთული ბურთი მოიგერია. ამის მიუხედავად, შარშანდელმა ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა, მაინც მოახერხა მოგება – თავისიანები პირველად ბოლოსწინა წუთზე დააწინაურა  დვალიშვილმა, შემდე ჩხაიძემ გაათანაბრა, თუმცა, კომახიძემ მაინც გაიტანა გამარჯვების გოლი – 21-20. აჭარამ მეორე მატჩი მოიგო მინიმალური სხვაობით (ქარიშხალათან 22-21), ხოლო პეგასი პირიქით, მეორედ დამარცხდა 1 ბურთით (ფოთთან, 18-19).

სამტრედიაც აგებდა ყვარელთან, რომლის ლიდერმა სურამლიშვილმა 9 გოლი გაიტანა, მაგრამ სამტრედიელებმა გუნდური თამაშის წყალობით გარდატეხეს მატჩი – 22-16 და თბილისის ტური ოთხიდან სამი მოგებით დაასრულეს. ფოთმა დაამარცხა მამული (24-7), ყვარელმა მოუგო ბათუმს, 17-9.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 17 წლამდე

24 ნოემბერი, არენა 2

ქარიშხალა – სამტრედია 18-16

ბათუმი – ყვარელი 9-17

აჭარა – პეგასი 21-20

ფოთი – მამული 24-7

სამტრედია – ყვარელი 22-16

მსაჯები: ი. ჭკუასელი, თ. ქიტესაშვილი, მ. ჩავჩიძე

—————-თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ფოთი———11–10—1—0–194-127–21

აჭარა———-10—8—0—2–204-144–16

ქარიშხალა—10—7—1—2–245-202–15

სამტრედია—12—7—1—4–206-167–15

ყვარელი——10—6—1—3–180-145–13

პეგასი———10—3—0—7–180-186—6

ბათუმი——-11—2—1—8–131-186—5

წყალტუბო—11—1—1—9–123-216—3

მამული——–9—0—0—9–134-224—0

25 ნოემბერი, არენა 2

11:00 ყვარელი – აჭარა

12:00 წყალტუბო – პეგასი

13:00 ბათუმი – მამული

14:00 ფოთი – ქარიშხალა

15:00 მამული – აჭარა

Leave a Reply