ukr

ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც 2020 წლის ივლისში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი აქვს ლატვიაში.

ვარჯიშებს ხელმძღვანელობენ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები ტიტე კალანდაძე და გიორგი სახვაძე, ასევე ფიზმომზადების სპეციალისტი მარკო შეშუმი, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში ორ-ორი ვარჯიში აქვს – ჯერ ეროვნულ ნაკრებთან მუშაობს, შემდეგ კი ახალგაზრდულთან.

ასაკობრივი გუნდების შეკრებაზე 20 მოთამაშეა. მათგან 12 უფროსი ასაკის, 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატია, მათ კი დაემატა 8 ხელბურთელი 18-წლამდელთა გუნდიდან. ჭაბუკებს გაისად ასევე უწევთ ევროპის ჩემპიონატი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში და ის აგვისტოში, მაკედონიაში იმართება.

ახალგაზრდულ გუნდს ამ შეკრებაძე რამდენიმე მოთამაშე აკლია. 3 მათგანი – იური სილაგაძე, გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო კახა ჩადუნელი, გერმანიაში, ბუნდესლიგის კლუბ ლემგოს ახალგაზდრულ გუნდში თამაშობს. ამ ოთხეულიდან კალანდაძეს, რომელიც ჯერ 17 წლისაა, ახალგაზრდულ გუნდშიც შეუძლია თამაში და ჭაბუკთა ნაკრებშიც.

ზედა ასაკობრივი კატეგორიის, 2000-01 წელს დაბადებულთა ნაკრებმა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი უკვე ითამაშა 2018 წელს, თბილისში და იქ მეშვიდე ადგილი დაიკავა, უმცროსი ასაკის გუნდი კი 2019 წელს, გეტებორგში, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოვიდა.

ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრმა პირველი შეკრება ნოემბერში, მწვრთნელ დამირ სტოიანოვიჩთან გაიარა. ახლა გუნდთან მუშაობს ფიზმომზადების სპეციალისტი მარკო შეშუმი. ორივე გახლავთ საქართველოს ნაკრებთა სამწვრთნელო სტაფის წევრი, რომელსაც სათავეში უდგას ტექნიკური დირექტორი დრაგან ჯუკიჩი. ერთიანი სისტემა გულისხმობს ყველა ნაკრების საერთო კონცეპციით მომზადებასა და თამაშს.

ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი უწევს 3-12 ივლისს, ლატვიაში. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ბრიტანეთი და ბელგია. ჭაბუკთა ნაკრები ითამაშებს 17-23 აგვისტოს, მაკედონიაში და ჯგუფში მეტოქეებად ეყოლება შვეიცარია, უკრაინა და ბოსნია. ორივე ტურნირზე ნახევარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გადიან.

საქართველოს ასაკობრივი გუნდები. საწვრთნელი შეკრება. თბილისი, 23-28 დეკემბერი

ახალგაზრდული ნაკრები, 20 წ

მეკარე: ირაკლი დიხამინჯია (2000, პეგასი), ეროვნულ ნაკრებშია: იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

მოთამაშეები: ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია), ჯემალ იმნაძე (2001, სპორტუნი), გიორგი ქათამაძე (2000, პეგასი), რევაზ დიდია (2001, იმედი-სტუ), მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი-სტუ), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო), გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი), დავით ნიაზაშვილი (2000, გორი), ლევან იმნაძე (2001, ქუთაისი), ანდრო ერისთავი (2001, იმედი-სტუ), მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), კახა ჩადუნელი (2001, ლემგო, გერ); ეროვნულ ნაკრებში არიან: გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), ნიკოლოზ კალანდაძე (2002, შამბერი, საფ)

ჭაბუკთა (18 წ) ნაკრებიდან

ლუკა გორგოძიანი (GK, 2002, პეგასი), ნაზიმ ალიევი (GK, 2002, ქარიშხალა), გიორგი შუბითიძე (2002, პეგასი), ვახტანგ ხელისუფალი (2005, სამტრედია), თორნიკე მდივანი (2002, პეგასი), გოჩა თურმანიძე (2002, BSB ბათუმი), აკაკი პატაშური (2002, პეგასი), დავით ჟვანია (2002, პეგასი)

მწვრთნელები: მარკო შეშუმი (ფიზმომზდება), ტიტე კალანდაძე, გიორგი სახვაძე; ჯუმბერ ყარყარაშვილი (ექიმი)

ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, 2020

კაცები, 20 წ. 3-12 ივლისს, ლატვიაში

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო

კაცები, 18 წ. 17-23 აგვისტოს, მაკედონიაში

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

Leave a Reply