ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაამტკიცეს

საქართვლოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმმა დაამტკიცა კაცთა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები. 20-წლამდელთა ნაკრებს გიორგი გვაზავა უხელმძღვანელებს, 18-წლამდელთა გუნდს – ტიტე კალანდაძე. ივლის-აგვისტოში ორივე გუნდს ევროპის ჩემპიონატი აქვს. 

ჭაბუკთა, 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი თელავში აქვს, ახალგაზრდულ, 20-წლამდელთა გუნდს – მონტენეგროში. მეტოქეები უკვე ცნობილია.

თბილისის პეგასის მწვრთნელი ტიტე კალანდაძე ამ თაობის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ნაკრებში მეორე სეზონია, მუშაობს და შარშან ეს გუნდი უკვე გამოიყვანა გეტებორგში, შვედეთი, ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. გიორგი გვაზავა 2015-17 წლებში ქალთა და გოგონების ნაკრებთა მთვარი მწვრთნელი იყო და რამდენიმე ოფიციალური საერთაშორისო ტურნირის გამოცდილება აქვს.

ორივე მწვრთნელმა პრეზიდიუმის სხდომაზე წარმოადგინა ნაკრების კანდიდატთა სია და მზადების დეტალური გეგმა. ორივე გუნდის სრული სამწვრთნელო სტაფის შესახებ შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 18წ

ჩემპიონატი საქართველოში  – თელავი, 11 გუნდი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი

B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო

ჯგუფური ტურნირი: 10-16 აგვისტო, ნახევარფინალი 18 აგვისტოს, ფინალი 19 აგვისტოს

ჩემპიონატი ავსტრიაში – ტულნი, 12 გუნდი, 10-19 აგვისტო

A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია

B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი

ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის ევროპის 20წ ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას.

M18 Euro ხორვატიაში: კოპრივნიცა, ვარაჟდინი, 16 გუნდი9-19 აგვისტო

A: ხორვატია, სერბეთი, პორტუგალია, ისრაელი – B: საფრანგეთი, დანია, ნორვეგია, ნორვეგია, რუმინეთი –  C: გერმანია, ესპანეთი, რუსეთი, უნგრეთი – D: სლოვენია, ისლანდია, შვედეთი, პოლონეთი – 15-16 ადგილებზე გასული გუნდები 2020 წლის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებისთვის დაქვეითდებიან მეორე დონეზე

ევროპის ჩემპიონატი 2018. კაცები, 20წ

ჩემპიონატი მონტენეგროში. 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ჩეხეთი, ავსტრია, ჰოლანდია, მოლდოვა, კოსოვო, ბულგარეთი

B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

ჩემპიონატი მაკედონიაში. 20-29 ივლისი, 2018

A ჯგუფი: ბელარუსი, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ლიტვა

B ჯგუფი: შვეიცარია, იტალია, მაკედონია, უკრაინა, ბრიტანეთი

2-2 საუკეთესო გავა ნახევარფინალში

20 Euro, სლოვენიაში. 16 გუნდი, 19-29 ივლისი

A: გერმანია, ისლანდია, შვედეთი, რუმინეთი – B: სლოვენია, სერბეთი, ნორვეგია, ისრაელი

C: ხორვატია, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი –  D: საფრანგეთი, დანია, პორტუგალია, უნგრეთი

Leave a Reply