არსენაშვილის ორი გამარჯვება

პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ 2 მატჩი მოიგო საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის კლუბმა, ბრაგამ, რომელიც ფინალურ ექვსეულში გასასვლელად იბრძვის. 

სანაკრებო შესვენების შემდეგ ბრაგამ შინ დაამარცხა მადეირა 25-24, სტუმრად მოუგო ბოავიშტას 26-19, რის შემდეგაც ზუსტად მეექვსე ადგილზეა. რეგულარული ტურნირის დასრულებამდე 5 ტურია და მნიშვნელოვანია, რომ ქართველის კლუბს აღარ დარჩა სათამაშო პორტუგალიის გრანდებთან – პორტუსთან, სპორტინგთან და ბენფიკასთან. პირველი ეტაის ბოლომდე ბრაგას მეტოქეები იქნებიან ჰორტა, აგუაშ სანტაში, ბოა ჰორა, ვიტორია და მაია-ისმაი.

ბოლო ორ მატჩში არსენაშვილმა 4 გოლი გაიტანა, ხოლო მთელ ჩემპიონატში, 21 მატჩში მეტოქეთა კარი 57 დარტყმიდან 46-ჯერ აიღო. ამ მხრივ, ქართველი ხაზის მოთამაშის ეფექტურობის კოეფიციენტი 81 პროცენტია. 

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).

1. სპორტინგი 68 ქულა (23 თამაში), 2. პორტუ 65 (22), 3. ბენფიკა 57 (22), 4. გაია 45 (22), 5. ბელენენსეში 44 (21), 6. ბრაგა 43 (21) – 7. აგუაშ სანტაში 43 (21), 8. მადეირა 41 (22), 9. მაია-ისმაი 39 (21), 10. ავანკა 36 (20), 11. ჰორტა 35 (22), 12. ბოა ჰორა 34 (21), 13. ბოავიშტა 28 (22) , 14. ვიტორია 26 (22) – ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

Leave a Reply