საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩით შეუდგა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩების ორ სერიანი დაპირისპირებით შეუდგა. პირველ შეხვედრაში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ მოედანზე საქართველოს B ნაკრები გაიყვანა და რამდენიმე კომბინაციაც გამოცადა.

მატჩი, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, ანგარიში არაბებმა გახსნეს და უპირატესობაც იგდეს ხელთ. საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო და გარდატეხის შეტანა გაუჭირდა. შედეგად, 23-37 (9-17) გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

საქართველოს ნაკრებიდან ექვსი გოლით ყველაზე შედეგიანი იყო ნიკოლოზ მამულაშვილი. სამ-სამი ბურთით მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ გიორგი არეშიძეს და დავით გრიშიკაშვილს.
საქართველოს ნაკრები მეორე საკონტროლო შეხვედრას 29 დეკემბერს ჩაატარებს, მთლიანობაში კი ევროპის ჩემპიონატამდე, ჩვენი გუნდი კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა ექნება ქუვეითთან და ალჟირთან.
საქართველოს ნაკრები: მაზანაშვილი, ლაპიაშვილი, შუბაშიშვილი (1), გურგენიძე, ხელისუფალი (1), ნ. ბოჟაძე, ხარებაშვილი (1), არეშიძე (3), ა. ბოჟაძე, ზარნაძე (1), მამულაშვილი (6), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, ბუიღლიშვილი (1), კაპანაძე (1), გრიშიკაშვილი (3), ნარიმანიძე (1), მელიავა (1), შიოშვილი (2).
