საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები ესპანეთიდან საპრიზო ადგილებით ბრუნდებიან

საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებისთვის (U16) ბორდილსის საშობაო ტურნირი შედეგიანი გამოდგა – ორივე გუნდი შინ საპრიზო ადგილებით ბრუნდება.

საერთაშორისო ტურნირის დასკვნითი დღეს ჭაბუკთა ნაკრები ნახევარფინალში ძლიერ “გრანოლერსს” დაუპირისპირდა და თანაბარი, დაძაბული თამაშიც შედგა. ბოლომდე არ იყო გამოკვეთილი ფავორიტი. ბურთი ბურთზე წარიმართა შეხვედრა, მაგრამ ბოლოსკენ ჩვენს გუნდი ანგარიში გაექცა და შედეგად ხუთი ბურთის სხვაობით – 25-30 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა “ბარბერასთან” გააგრძელა. ბიჭებმა საპრიზო ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენეს. მეტოქე 13-ბურთიანი სხვაობით – 33-20 დაამარცხეს და შედეგად, 8 გუნდს შორის მესამე ადგილი დაიკავეს. გასათვალისწინებელია, რომ პირველი და მეორე ადგილები გრანდებმა, “ბარსელონამ” და “გრანოლერსმა” დაიკავეს (“ბარსამ” პენალტების სერიაში გაიმარჯვა).

ითამაშეს გოგოებმაც. კატალონიის ნაკრების სახით ჩვენს გოგოებს ძლიერი მეტოქე ჰყავდა. სამწუხაროდ, გოგონათა ნაკრებმა კატალონიელებთან საკუთარი თავი ბოლომდე ვერ წარმოაჩინეს. საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშეს და დიდი სხვაობითაც დამარცხდნენ (22-40). იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი გოგოები ამ წაგებიდან გაკვეთილს გამოიტანენ.

როგორც არ უნდა იყოს, ჩვენი გოგოები შინ ხელცარიელი არ ბრუნდებიან. მათაც მესამე ადგილი დაიკავეს. მათზე წინ კი კატალონიის ნაკრები და “გრანოლერსი” გავიდა.

წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირის დასრულების შემდეგ, შედგა სიმბოლური გუნდებიც. ვაჟთა სიმბოლურში საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ანდრეა ბურჯალიანი და ერეკლე იაშვილი შევიდა. ასევე ორი მოთამაშე მოხვდა გოგონათა სიმბოლურშიც – მარიამ ქათამაძე და ნინო მუშკუდიანი.

შედგა გუნდების დაჯილდოების ცერემონიაც. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის განკუთვნილი ჯილდო საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ლევან სალუქვაძემ გადასცა.

Leave a Reply