საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ორი მატჩი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა
ხელბურთში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U18) ჩრდილოეთ მაკედონიური ამხანაგური მატჩების ტურნე, რომელიც თელავის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა, წაუგებლად დაასრულა. ჩვენმა გუნდმა მესამე და დასკვნითი ამხანაგური შეხვედრა „ალკალოიდთან“ ფრედ – 36-36 დაასრულა.
საქართველოს ნაკრებიდან შედეგიანობით გამორჩეული მატჩი ჰქონდათ სანდრო შიოშვილს, რომელმაც რვა ბურთი გაიტანა. შვიდი ბურთით მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ნიკოლოზ მამულაშვილს. ექვსი გოლი გაიტანა საბა ბუიღლიშვილმა.
შოთა თევზაძის მწვრთნელობით, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, პირველ ამხანაგურ შეხვედრაში “ტინეკს პროლეტი“ დაამარცხა (30-27), მეორე მატჩში კი “აეროდრომს” მოუგო (33-25).
საქართველოს ნაკრები: თორნიკე გაგუა, საბა დიასამიძე, გიორგი კენჭაძე, დიმიტრი თორია (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა შუბაშიშვილი (2), ნიკოლოზ მამულაშვილი (7), სანდრო ბოჟაძე (1), გიორგი კაპანაძე (4), საბა ბუიღლიშვილი (6), საბა ფუტკარაძე (2), ალექსანდრე შიოშვილი (8), გიორგი მაზანიშვილი, ვანო გურგენიძე, ნიკოლოზ ბოჟაძე, დავით ხელისუფალი (3).