19-წლამდე გოგონათა ნაკრები ერთა თასზე კოსოვოსთან დამარცხდა

პრიშტინაში (კოსოვო) 19-წლამდე გოგონათა შორის ერთა თასის (IHF Trophy – ევროპის ზონა) გათამაშების მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველო მასპინძელ კოსოვოს შეხვდა.

კოსოვოსთან შეხვედრამდე საქართველოს თითო მოგება და წაგება ჰქონდა, მასპინძლებს კი ერთი შეხვედრა წაეგოთ ბულგარეთთან, რომელიც სატურნირო ცხრილს ორიდან ორი მოგებული შეხვედრით ლიდერობს.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მას შემდეგ, რაც ჩვენი შეტევა მოიგერიეს და მალევე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მეტოქემ თავიდანვე მდევრის როლში გვამყოფა, რამაც სამწუხაროდ, საბოლოოს სახე მიიღო.

პირველი ტაიმი ექვსბურთიანი ჩამორჩენით – 12-18 დავთმეთ, ასევე ექვსი ბურთით წავაგეთ შეხვედრაც – 32-38.

5 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ლიდერ ბულგარეთს შეხვდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბულგარეთმა დღეს დაისვენა.

ნატალი საბაშვილი, ანანო გაწერელია; დიანა არაბიძე, თეკლა ძამუნაშვილი, ნატალი გაზაშვილი, ლიზი ჯანდიერი, ანა კოვზირიძე, მარიამ ლაფერაძე, ანასტასია მაჭანკალაძე, მარიამ ოდიკაძე, ლიზი ქაჯაია, მარიამ ქათამაძე, ლიზი კვესელავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელი: მარიამ ჩავჩიძე

ექიმი: არჩილ ლომსაძე

მენეჯერი: ლანა მარგიანი

Leave a Reply