ლეგიონერები/ ზურაბ ცინცაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ დასახელდა, რუმინეთში კი ქართული დერბი შედგა

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.

ზურაბ ცინცაძემ და „ლეგიონოვომ“ პოლონეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს. ქართველი ლეგიონერის გუნდმა ცხრილის ბოლო საფეხურზე მყოფ „ზაგლემბესთან“ გასვლით შეხვედრაში 31-24 (15-10) გაიმარჯვა.

„ლეგიონოვოს“ წარმატებაში 14 სეივით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ნაკრების მეკარე ზურაბ ცინცაძეს, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში 30 სეივი შეასრულა და ორჯერ გახდა მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე.

პოლონეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურში მირიან გავაშელიშვილმა და „ოსტროვიამ“ საკუთარ კედლებში ჩემპიონატის ლიდერ, „კელცეს“ უმასპინძლეს და 24-38 დამარცხდნენ.

პოლონელთა ქართველმა ლეგიონერმა ერთი ბურთი გაიტანა და ერთი ასისტი შეასრულა.

„ტრამბლე“ და ერეკლე არსენაშვილი სტარ ლიგის მერვე ტურში „ნანტს“ ეწვია და 32-41 დამარცხდა.

ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 25 წუთზე მეტი დრო გაატარა და ორი მცდელობიდან ორი გოლი გაიტანა.

ასევე წარუმატებელი ტური ჰქონდა ნიკოლოზ კალანდაძეს და „პროვანს-ექსს“, რომელიც „მონპელიესთან“ ერთი ბურთის სხვაობით – 29-30 დამარცხდა. კალანდაძემ მოედანზე 50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ბურთი გაიტანა და 9 ასისტი შეასრულა.

ქართული დერბი შედგა რუმინეთის ეროვნული ლიგის მე-7 წრეში. ირაკლი კბილაშვილის „პოტაისამ“ ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტას“ უმასპინძლა და 31-26 დაამარცხა.

კბილაშვილმა „კონსტანტას“ ხუთი ბურთი გაუტანა, რუსტამოვმა კი მას მხოლოდ ორი გოლით უპასუხა.

„ზაგრები“ პრემიერლიგის მე-8 წრის შეხვედრაში „ტროგირს“ ეწვია და დაძაბულ შეხვედრაში 33-31 მოუგო. ითამაშა ზაგრებელთა 11-მა ნომერმა გიორგი ცხოვრებაძემ, თუმცა მისი შედეგიანობა მხოლოდ ორ ასისტში აისახა.

ისლანდიის პრემიერლიგაში შედეგიანი თამაში ჰქონდა გიორგი დიხამინჯიას. გასვლით ტურში IBV-ის ხუთი ბურთი გაუტანა. ეგ არის, მისი გუნდი, „აკიურეირი“ ორი ბურთის სხვაობით – 34-36 დამარცხდა.

ფინეთის ხელბურთის ლიგაში ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ  ეიფსა და IFK-ს შორის შეხვედრა ფრედ – 28-28 დასრულდა. ეიფ-ის ქართველმა ლეგიონერმა გუგა უთმელიძემ ორი გატანილი ბურთით გამოიჩინა თავი.

Leave a Reply