გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ბურთი გაიტანა და ერთი ასისტი შეასრულა

„ზაგრები“ და მისი ქართველი ლეგიონერი, გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერაც უქულოდ არის და B ჯგუფის ცხრილის ბოლო ადგილზეა.

ხორვატები პირველი გამარჯვების მოპოვებას შინაურ კედლებში „მაგდებურგთან“ განმეორებით შეხვედრაში შეეცადნენ, მაგრამ წარმატებას ვერც ამჯერად მიაღწიეს. ხორვატიის საუკეთესო გუნდი „ზაგრებ არენაზე“, ცხრილის ლიდერთან და ამავე გათამაშების მოქმედ ჩემპიონთან რვა ბურთიანი სხვაობით, 35-43-დამარცხდა.

ცხრილში მდგომარეობა არ შეცვლილა. „მაგდებურგი“ ქულათა მაქსიმუმით (16) ჯგუფს უდგას სათავეში, „ზაგრები“ კი ბოლო საფეხურზეა.

ითამაშა ზაგრებელთა ქართველმა ლეგიონერმაც, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი შეასრულა.

„ზაგრები“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-9 ტურის შეხვედრას 27 ნოემბერს, უნგრულ „სეგედთან“ ჩაატარებს, მანამდე კი, 22 ნოემბერს ხორვატიის პრემიერ ლიგის მატჩი აქვს ჩანიშნული „გორიცასთან“.

Leave a Reply