IHF-ის თასის პირველ მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა IHF-ის თასის პირველ მატჩში კვიპროსის ნაკრები იოლად დაამარცხა – 44:24.
ქართველმა ჭაბუკებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, პირველივე ნახევარში სოლიდურ უპირატესობას დაეუფლნენ და ტაიმი 25:19 მოიგეს.
თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა და საბოლოოდ შეხვედრა საქართვლოს ნაკრებმა 20 ბურთის სხვაობით მოიგო – 44:24.
ჩვენი გუნდიდან ყევლაზე მეტი ბურთი ალექსანდრე შიოშვილმა (9) გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ალექსანდრე შიოშვილი – 9 გოლი
გიორგი კაპანაძე – 7
ვახტანგ ხარებაშვილი – 5
ნიკოლოზ ბოჟაძე – 4
საბა ბუიღლიშვილი – 4
დავით გრიშიკაშვილი – 4
საბა ფუტკარაძე – 3
გიორგი მაზანიშვილი – 3
დავით ხელისუფალი – 3
ნიკოლოზ ნარიმანიძე – 1
ნიკოლოზ მამულაშვილი – 1
თორნიკე გაგუა
ირაკლი გურული
ალექსანდრე ბოჟაძე
საქართველოს ნაკრების დარჩენილი თამაშების განრიგი:
15 იანვარი, 14:00 | ალბანეთი – საქართველო
16 იანვარი, 16:00 | საქართველო – დიდი ბრიტანეთი
ქართველი ხელბურთელები A ჯგუფში თამაშობენ, სადაც მათი მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, კვიპროსისა და ალბანეთის ნაკრებები არიან. B ჯგუფში ბულგარეთი, კოსოვო და მოლდოვა მოხვდნენ.
ნახევარფინალები 17 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი – 18 იანვარს. ტურნირის გამარჯვებული IHF-ის თასის საკონტინენტთაშორისო ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას, რომლის გამარჯვებულიც ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.