IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები IHF-ის თასზე დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 33:25 დაამარცხა.
ქართველმა ხელბურთელებმა მეტოქეს ამჯერადაც აჯობეს, 34:27 გაიმარჯვეს და ტურნირზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულეს.
ქართველი ჭაბუკები თავიდანვე დაწინაურდნენ და შეხვედრის ბოლომდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
საქართველოს ნაკრებში 9 გატანილი გოლით საუკეთესო ალექსანდრე შიოშვილი იყო, ხოლო მეკარე თორნიკე გაგუამ 17 სეივის შესრულება მოახერხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი გურული
თორნიკე გაგუა 17 სეივი
ალექსანდრე შიოშვილი 9 გოლი
გიორგი კაპანაძე 7
ვახტანგ ხარებაშვილი 6
დავით გრიშიკაშვილი 4
დავით ხელისუფალი 1
საბა ფუტკარაძე 3
საბა ბუიღლიშვილი 2
ნიკოლოზ მამულაშვილი 2
ნიკოლოზ ნარიმანიძე
გიორგი მაზანიშვილი
ალექსანდრე ბოჟაძე
ნიკოლოზ ბოჟაძე