EHF სეზონის დასრულების გეგმას აქვეყნებს
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა 2019-20 სეზონის დასრულების გეგმა. აპრილსა და მაისში ყველა სანაკრებო და საერთაშორისო საკლუბო მატჩი გაუქმებულია. თუ შესაძლებელი გახდა, თამაშები განახლდება ივნისში, ხოლო ევროტურნირების ფინალები აგვისტო-სექტემბერში გაიმართება.
უპირველესად, ინფორმაცია, რომელიც ქართულ გუნდებს ეხება. ამ ზაფხულს საქართველოს სამ ასაკობრივ ნაკრებს უწევს ევროპის ჩემპიონატი. 16-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის (გეტებორგი, შვედეთი, 29 ივნისი – 3 ივლისი) ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია – მიმდინარეობს მოლაპარაკება ორგანიზატორებთან; აქამდე ივლისში დანიშნული 20-წლამდელ კაცთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება აგვისტოში, ზუსტად იმ ვადებში, რომელშიც – 18-წლამდელ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი. შესაბამისად, ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრები ითამაშებს 13-23 აგვისტოს ლატვიაში, ხოლო 18-წლამდელები – 17-23 აგვისტოს მაკედონიაში.
EHF გეგმაში ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი ქვიშის ხელბურთის შეჯიბრებებზე, შესაბამისად, არც – ევროპის ჩემპიონატზე ქალთა და კაცთა გუნდებს შორის, რომელიც 2-5 ივლისსაა დანიშნული ბათუმში.
სეზონის განახლებისა და დასრულების გეგმა 25 მარტის მდგომარეობით
აპრილი, მაისი – ყველა საერთაშორისო მატჩი გადატანილია
1-7 ივნისი
კაცები. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი (1 წრე ოთხ/ხუთ – 2 წრე შაბ/კვი)
კაცები. EHF თასის ჯგუფური რაუნდი (5 ტური ოთხ/ხუთ – 6 ტური შაბ/კვი)
კაცები. ჩელენჯ კაპის მეოთხედფინალი (1 წრე ოთხ/ხუთ – 2 წრე შაბ/კვი)
ქალები. ევრო 2020 კვალიფიკაცია (3-6 ტური, ოთხ/კვი, ერთი ჯგუფი ერთ არენაზე)
ამ მატჩების გაუქმების ბოლო ვადაა 15 მაისი
15-21 ივნისი
კაცები. მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის პირველი ფაზა (1 წრე ოთხ/ხუთ – 2 წრე შაბ/კვი)
თურქეთი – რუსეთი, რუმინეთი – ბოსნია, პოლონეთი – ლიტვა, ისრაელი – ლატვია
ქალები. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი (1 წრე ოთხ/ხუთ – 2 წრე შაბ/კვი)
ქალები. EHF თასის ფინალური ოთხეული. ოდენსე (დან), შიოფოკი (უნგ), ჰერნინგი (დან), პოდრავკა (ხორ)
ქალები. ჩელენჯ კაპის ფინალური ოთხეული. ლოკომოტივა (ხორ), ნისი (სრბ), გრანოლერსი, ვალიადოლიდი (ესპ)
ამ მატჩების გაუქმების ბოლო ვადაა 29 მაისი
22-28 ივნისი
კაცები. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი (1 წრე ოთხ/ხუთ – 2 წრე შაბ/კვი)
კაცები. EHF თასის მეოთხდფინალი (1 წრე ოთხ/ხუთ – 2 წრე შაბ/კვი)
კაცები. ჩელენჯ კაპის ფინალური ოთხეული
ამ მატჩების გაუქმების ბოლო ვადაა 5 ივნისი
29 ივნისი – 5 ივლისი
მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის მეორე ფაზა (10 წყვილი, 1 წრე ოთხ/ხუთ – 2 წრე შაბ/კვი)
ევროპის ჩემპიონატი, ქალები, 16 წ (გეტებორგი, ჯერჯერობით გაურკვეველია)
გაუქმების ბოლო ვადა – 12 ივნისი
13-23 აგვისტო
ევროპის ჩემპიონატი. კაცები, 20 წ, 18 წ
22-23 აგვისტო
კაცები. ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეული (კიოლნი, გერმანია)
29-30 აგვისტო
კაცები. EHF თასის ფინალური ოთხეული (მასპინძელი ჯერ უცნობია)
5-6 სექტემბერი
ქალები. ჩემპიონთა ლიგის ფინალური ოთხეული (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
თუ ივნის-ივლისში დანიშნული მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა, EHF უფლებას იტოვებს ფინალური ეტაპებისთვის გუნდების კვალიფიკაცია მოახდინოს იქამდე ნაჩვენები სპორტული შედეგების/რეიტინგის მიხედვით.