სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

ქალთა ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა მეორე ჯგუფური ეტაპის 8 მონაწილიდან 6. სათამაშოა ბოლო ტური.

პირველ ჯგუფში უპირობოდ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრულმა დიორი ეტომ, მეორე საგზურისთვის კი დანარჩენი სამი გუნდი იბრძვის. მომავალ შაბათ-კვირას ითამაშებენ დიორი - ბაია მარე, ტიურინგერი - ჰიპო.

მეორე ჯგუფში დანიურმა მიდტიულანდმა სტუმრად დაამარცხა უნგრეთის ფერენცვაროში და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურის მფლობელი გაირკვევა ფერენვაროშისა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტის თამაშში, ოღონდ უნგრელები უკვე სტუმრად თამაშობენ.

დანარჩენ 2 ჯგუფში ყველაფერი ცხადია. სლოვენიის კრიმმა და შვედეთის სევეფოფმა ერთმანეთში ფრედ ითმაშეს და ოფიციალურად გაიფორმეს მეორე ეტაპზე გასვლა, ხოლო დანიურ ლარვიკსა და მაკედონიურ ვარდარს საგზური აქამდე ჰქონდათ განაღდებული.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

5 ტური. 9-10 ნოემბერი

A ჯგუფი

ბაია მარე (რუმ) - ტიურინგერი (გერ) 20:19

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – დიორი ეტო (უნგ) 27:28

დიორი 10, ჰიპო 4 / ბაია მარე 4, ტიურინგერი 2

B ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22:30

ფერენცვაროში (უნგ) – მიდტიულანდი (დან) 25:26

მიდტიულანდი 8, ბუდუჩნოსტი 6 / ფერენცვაროში 6, ლიუბლინი 0

C ჯგუფი

ლაიპციგი (გერ) - მეცი (საფ) 22:25

სევეჰოფი (შვდ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 25:25

კრიმი 7, სევეჰოფი 7 / მეცი 4, ლაიპციგი 2

D ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ) - ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) 30:20

პოდრავკა (ხორ) - ლარვიკი (ნორ) 19:24

ვარდარი 9, ლარვიკი 9 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

 

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

 

ფოტოზე: ფერენცვაროში - მიდტიულანდი

საქართველოს ნაკრები თავის მორიგ მატჩს 2 იანვარს გამართავს თურქეთში, იქამდე კი სახელბურთო ცხოვრება საკმაოდ ინტენსიურად გრძელდება.

ნოემბერში გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურები აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში. თავისი რიგით გაგრძელდება ასაკობრივი პირველობებიც.

სადღეისოდ კი ორი მოვლენაა აქტუალური. საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსულია ორი ნორვეგიელი სპეციალისტი, ბენტ დალი და იგორ შესტაკოვი.

ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი ბენტ დალი დუშეთშია, სადაც 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად აქვს საწვრთნელი სემინარი-შეკრება. ნორვეგიელი წლეულს უკვე მეორედ ჩამოვიდა ოლიმპიურ ნაკრებთან სამუშაოდ. სწორედ ამ გუნდს უწევს თამაში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე და 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე. ორივე ეს ტურნირი საქართველოში გაიმართება.

თბილისში, სპორტკომპლექს არენაში კი ქართველი მწვრთნელებისთვის სემინარს ატარებს ცნობილი ექსპერტ-მეთოდისტი, იგორ შესტაკოვი. სემინარი 12 ნოემბრამდე გასტანს და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს წვრთნის თანამედროვე მეთოდიკის შესახებ.

 

ფოტოებზე:

ბენტ დალი მეორედ ჩამოვიდა ოლიმპიურ ნაკრებთან სამუშაოდ

იგორ შესტაკოვის სემინარი სპორტკომპლექს არენაში


 

საქართველოს ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები მორიგ შეკრებას გადის დუშეთში, სადაც გუნდთან ერთად არის ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი, ნორვეგიელი ბენტ დალი.

ბენტ დალი, საქართველოსა და ნორვეგიის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, მეორედ ატარებს საწვრთნელ სესიას ჭაბუკთა ნაკრებთან, რომლის მთავარი მწვრთნელია დიმიტრი აბესაძე. პირველად ის აგვისტოში გვეწვია.

2014 წელს ბენტ დალი კიდევ ორჯერ, მარტსა და ივნისში ჩამოვა საქართველოში და იმუშავებს გუნდთან, რომელსაც 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ხოლო 2017 წელს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე უწევს თამაში. ორივე ეს ტურნირი საქართველოში გაიმართება.

საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები წელიწადზე მეტია, გეგმაზომიერად ემზადებიან 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის.

ჭაბუკთა ნაკრებს 2014 წელს ექნება 7 საწვრთნელი შეკრება საქართველოში, საკონტროლო მატჩები კიევსა და მინსკში და 5 საერთაშორისო ტურნირი: პრაღაში (მარტი), ქუთაისში (მაისი), გიოტებორგსა და დრონებერგში (შვედეთი, დანია - ივლისში) და ვეშპრემში (უნგრეთი, აგვისტო).

ასეთივე დატვირთული სეზონი ექნება იმავე ასაკის, 1998-99 წლებში დაბადებულთა გოგონათა ოლიმპიურ ნაკრებს (მთავარი მწვრთნელი მაია კარბუნარი, უკრაინა) - 2014 წელს ისინი ითამაშებენ უკრაინაში, ჩეხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და შვედეთში.

საქართველოს ნაკრები (1998-99)

პირველ რიგში: ხაზეინ რუსტამოვი - 7, გიორგი ბიბილეიშვილი - 5, გიგა ბაინაზაშვილი - 9, ირაკლი კბილაშვილი - 10, გიორგი ვათიაშვილი - 2, სანდრო ხანდოლიშვილი - 1, ლუკა გაწერელია - 14, ვუსალ ჰუსეინოვი 6, გიორგი ცხოვრებაძე - 2

მეორე რიგში: გიგი ფერაძე - 20, ერეკლე არსენაშვილი 11, ლუკა ბულბულაშვილი- 13, ზეზვა იობაშვილი - 15, გიორგი ტიელიძე - 17, ზურა გოგავა - 19, მიხეილ ნაზღაიძე - 8, ბექა დანელიშვილი - 18, გიორგი დოლმაზაშვილი - 4 

მარცხნივ - ბენტ დალი, მარჯვნივ - დიმიტრი აბესაძე

 

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/media/set/?set=a.379788232154619.1073741886.153041141495997&type=1

 

თბილისი 3000, ბუქარესტი 1800, ციურიხი 1300, დობელე (ლატვია) 1150, რიშონ ლეზიონი (ისრაელი) 1000, სარაევო 100, ათენი 1000, ზაპოროჟიე 800, ანკარა 600, ნიქოზია 300.

ეს არის მაყურებელთა ოფიციალური, ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე დაფიქსირებული მაყურებლების რიცხვი მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ 10 საკვალიფიკაციო შეხვედრაზე.

თამაშის წინადღეს, სავარჯიშოდ მოსულ ფინელებზე სპორტის სასახლემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ იკითხეს, რამდენი კაცი ეტევა ტრიბუნებზე და რამდენი ქომაგის მოსვლა იყო სავარაუდო. როგორც აღმოჩნდა, არცთუ უმიზეზოდ.

კვირადღის დიდებული სანახაობა დიდწილად სწორედ „ქართული სპორტის ქომაგთა“ ჯგუფისა და მსაჯ–ინფორმატორის მიერ შეგულიანებულმა მაყურებელმა განაპირობა. ამას მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ გატანილი 8 ბურთით უპასუხა და ვითარება სპორტის სასახლეში საზეიმო გახდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ტურნირში და კვალში უდგას ლიდერს, ლიტვის გუნდს. ანკარაში თურქეთმა ტაიმი 11:9 მოუგო ლიტველებს, მეორეშიც კარგახანს ლიდერობდა და რომ მოეგო, ოთხივე გუნდს 2–2 ქულა გაუხდებოდა, მაგრამ ბალტიელებმა თამაშის მიწურულს გამოგლიჯეს გამარჯვება მასპინძლებს – 23:20.

საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩი 2 იანვარს აქვს თურქეთში, შემდეგ კი მიყოლებით, 12 იანვრამდე მასპინძლობს თურქებს, ლიტვას და სტუმრობს ფინელებს.

სხვა დღევადელი შეხვედრებიდან აღსანიშნავია უკრაინის გამარჯვება შინ სლოვენიასთან – 32:28.

2 და 3 ნოემბერი საკლუბო ხელბურთის დღეც იყო. ქალებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური გამართეს. ტურნირზე დაუმარცხებელი მხოლოდ შარშანდელი გამარჯვებული, უნგრეთის დიორი ეტოა. ქალებს მომდევნო ტური 9–10 ნოემბერს აქვთ, ხოლო 14–17 ნოემბერს მეხუთე ტურს კაცები გამართავენ.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ეტაპი. 2 ტური, 3 ნოემბერი

პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული

1 ჯგუფი

საქართველო - ფინეთი 26:19

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - ჭანტურია 6, დათუკაშვილი 5, მსხვილიძე 5, ჩიქოვანი 4, რუსია 4, გამზარდია 2, გვაზავა, გოგალაძე, მაისურაძე, ორჯონიკიძე, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია

ფინეთი: ნორდკვისტი, მიაკელა 1 - ტამინენი 4, სუნდბერგი 4, . ბრომანი 3, კილსტედტი 2, ვალო 2, . ბრომანი 1, კორპიმიაკი 1, რონბერგი 1, კოლიონენი, ოიალა, აუერი, სიომანი

თურქეთი – ლიტვა 20:23

 

ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი

კვიპროსი – იტალია 29:36, რუმინეთი – სლოვაკეთი 32:24

რუმინეთი 4 / სლოვაკეთი 2, იტალია 2, კვიპროსი 0

3 ჯგუფი

შვეიცარია – ლუქსემბურგი 32:23, უკრაინა – სლოვენია 32:28

უკრაინა 4 / შვეიცარია 2, სლოვენია 2, ლუქსემბურგი 0

4 ჯგუფი

ისრაელი – ჰოლანდია 28:26, საბერძნეთი – ბელგია 31:25

ჰოლანდია 2 / ისრაელი 2, საბერძნეთი 2, ბელგია 2

5 ჯგუფი

ლატვია – ესტონეთი 35:25, ბოსნია – პორტუგალია 31:29

ლატვია 4 / ბოსნია 4, პორტუგალია 0 , ესტონეთი 0


ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

4 ტური. 2-3 ნოემბერი

A ჯგუფი

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – ბაია მარე (რუმ) 23:20

დიორი ეტო (უნგ) – ტიურინგერი (გერ) 29:20

დიორი 8, ჰიპო 4 / ტიურინგერი 2, ბაია მარე 2

B ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ) – ფერენცვაროში (უნგ) 24:26

ბუდუჩნოსტი (მნტ) – მიდტიულანდი (დან) 22:15

ფერენცვაროში 6, მიდტიულანდი 6 / ბუდუჩნოსტი 4, ლიუბლინი 0

C ჯგუფი

სევეჰოფი (შვდ) – ლაიპციგი (გერ) 30:23

კრიმ მერკატორი (სლნ) – მეცი (საფ) - 27:21

კრიმი 6, სევეჰოფი 6 / მეცი 2, ლაიპციგი 2

D ჯგუფი

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) – ვარდარ სკოპიე (მკდ) 17:35

ლარვიკი (ნორ) – ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) 29:21

ვარდარი 7, ლარვიკი 7 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

საქართველოს ნაკრებისა და სტუ-ს მეკარე, გიგა ტორონჯაძე უახლოეს დღეებში გააფორმებს კონტრაქტს თურქეთის სუპერლიგის კლუბ ტრაბზონსფორთან.

ტრაბზონი თურქეთის 14-გუნდიან სუპერლიგაში ამჟამად მე-9 ადგილზეა 5 თამაშიდან 2 მოგებით, ხოლო 24 წლის ქართველი მეკარისთვის ეს პირველი უცხოური კლუბი იქნება. ტორონჯაძე 2005 წლიდან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სტუ-ს ღირსებას იცავს.

გიგა ტორონჯაძე საქართველოს ნაკრების უცხოეთში მოთამაშე მეექვსე ხელბურთელი გახდება. რუმინეთში ასპარეზობენ შოთა თევზაძე, ვლადიმერ რუსია (სტიინტა ბაკაუ) და ირაკლი ჩიქოვანი (პოლიტექნიკა ტიმოშოარა), რევაზ ჭანტურია მაკედონიური სტრუმიცას წევრია, ხოლო სერგო დათუკაშვილი ლიბანის ას სადის მოთამაშეა.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ის 13 ნოემბერს განახლდება. 13, 14 და 15 ნოემბერს თბილისში ითამაშებს აღმოსავლეთის ქვეჯგუფის 4 გუნდი (სტუ, პეგასი, იმედი, თელავი), ხოლო 19, 20 და 21 ნოემბერს დასავლეთის ქვეჯგუფი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს სენაკში გამართავს, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი. მდგომარეობა

სტუ------------4 0 0 129-105 8

ბათუმი--------3 0 1 151-122 6

სამტრედია----3 0 1 135-116 6

იმედი----------2 0 2 122-133 4

ქუთაისი-------1 1 2 112-126 3

ჭაბუკები-------0 2 2 107-115 2

პეგასი----------0 2 2 124-141 2

თელავი--------0 1 3 104-126 1

 

საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში 26:19 დაამარცხა ფინეთი და განაგრძობს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას.

პირვლი ტაიმი ძალიან მძიმე ბრძოლაში გაილია. ფინეთი სულ ლიდერობდა, ერთი ხანობა 3 ბურთით და ტაიმი 10:8 მოიგო. გარდატეხა მოხდა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, როდესაც 11:11-ის მერე საქართველომ ზედიზედ 8 გოლი გაიტანა და 19:11 დაწინაურდა, მერე კი სხვაობა 10 ბურთამდეც გაზარდა.

ჩვენი ჯგუფის ლიდერია ლიტვა, რომელმაც თურქეთში 23:20 დაამარცხა მასპინძლები და 4 ქულა აქვს, 2-2 ქულით საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები არიან.

მომდევნო მატჩი 2 იანვარს გვექნება თურქეთში. პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ჯგუფი (პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული)

საქართველო - ფინეთი 26:19

3 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)

დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)

3 000 მაყურებელი

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - ჭანტურია 6, დათუკაშვილი 5, მსხვილიძე 5, ჩიქოვანი 4, რუსია 4, გამზარდია 2, გვაზავა, გოგალაძე, მაისურაძე, ორჯონიკიძე, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია (მწ. რასიჩი)

ფინეთი: ნორდკვისტი, მიაკელა 1 - ტამინენი 4, სუნდბერგი 4, . ბრომანი 3, კილსტედტი 2, ვალო 2, . ბრომანი 1, კორპიმიაკი 1, რონბერგი 1, კოლიონენი, ოიალა, აუერი, სიომანი (მწ. ტულანდერი)

ლიტვა 4 ქულა, საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

2 ჯგუფი: სლოვაკეთი 2 / რუმინეთი 2, იტალია 0, კვიპროსი 0

(სლკ-კვი 35:14, იტა-რუმ 22:23 - 03/11 კვი-იტა, რუმ-სლკ)

3 ჯგუფი: უკრაინა 2 / სლოვენია 2, შვეიცარია 0, ლუქსემბურგი 0

(ლუქ-უკრ 34:38, სლნ-შვც 33:30 – 03/11 შვც-ლუქ, უკრ-სლნ)

4 ჯგუფი: ჰოლანდია 2 / ბელგია 2 ისრაელი 0, საბერძნეთი 0

(ჰოლ-საბ 25:20, ბელ-ისრ 29:28 – 03/11 ისრ-ჰოლ, საბ-ბელ)

5 ჯგუფი: ბოსნია 2 / ლატვია 2, ესტონეთი 0, პორტუგალია 0

(პორ-ლატ 26:29, ესტ-ბოს 26:29 – 03/11 ლატ-ესტ, ბოს-პორ)

მსოფლიო ჩემპიონატი: იანვარი, 2015, ყატარში. მონაწილეობს 24 გუნდი. მასპინძელი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი შერჩევის გარეშე ითამაშებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს. 3 საგზურს მიიღებს ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი (იანვარი, 2014, დანია. მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში, შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს კიდევ 9 ფინალისტს.

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

 

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal