-
Published: სამშაბათი, 03 ივნისი 2014 17:08

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის 2-2 მოგებით ფავორიტები, ქარიშხალა და პეგასი დაწინაურდნენ.
პეგასმა მოუგო გორს - 34:23, ხოლო ქარიშხალამ - იმედს - 39:29. თუ სენსაცია არ მოხდა, საქართველოს ჩემპიონის ვინაობა პარასკევს, ამ ორი გუნდის მატჩში გაირკვევა.
მეორე თამაში წააგო მამულმა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ალბათ ვეღარ ჩაერევა. მამულს დღეს აჯობა ფოთმა - 31:27. მესამე ადგილისთვის ფოთი, გორი და იმედი იბრძოლებენ. ოთხშაბათს ამ ფრონტზე მნიშვნელოვანი თამაშია - იმედი-გორი.
საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99
ფინალური ექვსეული. 2-6 ივნისი, არენა 2
3 ივნისი
ფოთი - მამული 31:27
ფოთი: ზარგინავა, ჯანელიძე - ბიბილეიშვილი 11, მიქაძე 10, ბერაია 7, გურეშიძე 1, მიქაია 1, ჯიქია 1, ბაჯალაძე, გვასალია, დიდია, შარტავა, ლორთქიფანიძე
მამ: დავითაშვილი, წულაია - შევჩენკო 10, ისმაილოვი 8, სხვიტარიძე 3. კორაშვილი 2, ტალახაძე 2, თოდუა 2, არუთინოვი, ძაგანია, სექანია, სამადაშვილი, კელაპტრიშვილი
გორი - პეგასი 23:34
გორი: ვათიაშვილი, ჯაფარიძე - მჭედლიშვილი 6, მურადაშვილი 5, ნიაზაშვილი 3, ტიელიძე 3, დალაქიშვილი 3, ტარუაშვილი 2, ქესანაშვილი 1, თომაშვილი, ღვინიაშვილი, გოზალიშვილი, ბეთლემიშვილი, სამნიაშვილი, ყანჩაველი, გახოკიძე
პეგ: ზურაბიშვილი, მჭედლიძე - ცხოვრებაძე 11, ზარნაძე 9, გოგავა 3, გაწერელია 3, ნაზღაიძე 3, მაისურაძე 3, ხვადაგიანი 1, კაჭკაჭაშვილი 1, ლაპიაშვილი, კალანდაძე, ბაბუციძე, გოგოლაძე, მამაგეიშვილი, პაპუნაშვილი
იმედი - ქარიშხალა 29:39
იმ: ხარაიშვილი, როკაშვილი, კაპანაძე - იობაშვილი 9, ბაინაზიშვილი 4, თურქაძე 3, მღებრიშვილი 3, დვალიძე 3, ჰუსეინოვი 3, რუსტამოვი 2, მელაშვილი 1, საძაგლიშვილი 1, ჯაბანაშვილი, ლ. კვირკველია, ხარძიანი
ქარ: ხანდოლიშვილი, ფარესიშვილი - კბილაშვილი 15, ბულბულაშვილი 9, არსენაშვილი 7, მამულაშვილი 3, ფერაძე 2, გოგუა 2, გ. კვირკველია 1, ჭინჭარაძე, წიკლაური, აროშიძე, ფხაკაძე
მსაჯები: ელენე არაბული-ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე-გიორგი სამყურაშვილი
სამდივნო: მარი ხაჭაპურიძე, ვახტანგ ბერიაშვილი
მდგომარეობა: ქარიშხალა, პეგასი - 4 ქ, გორი, ფოთი - 2, მამული, იმედი - 0
ფოტო: ირაკლი კბილაშვილი, ქარიშხალა
4 ივნისი
15:00 იმედი - გორი
16:30 პეგასი - ფოთი
18:00 ქარიშხალა - მამული
5 ივნისი
15:00 ფოთი - იმედი
16:30 ქარიშხალა - გორი
18:00 მამული - პეგასი
6 ივნისი
15:00 გორი - ფოთი
16:30 მამული - იმედი
18:00 პეგასი - ქარიშხალა
-
Published: შაბათი, 31 მაისი 2014 19:07

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კვირას, კიოლნში ორი გერმანული გუნდი ითამაშებს - კილი და ფლენზბურგი.
ნახევარფინალში, მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ (17:18), ჩემიონთა თასის რვაგზის მფლობელმა ბარსელონამ თითქოს გატეხა ფლენზბურგი და 53-ე წუთზე 32:26 უგებდა, მაგრამ დარჩენილ 7 წუთში კატალონიელებმა გოლი ვეღარ გაიტანეს. ბოლო შეტევაში, დასრულებამდე 10 წამით ადრე ბარსელონას ბურთი ჩამოერთვა, ხოლო სწრაფ შეტევაში ჰოლგერ გლანდორფმა ბოლო წამზე გაათანაბრა - 32:32.
დამატებით დროში ბარსა ისევ დაწინაურდა 2 ბურთით, მაგრამ ფლენზბურგმა აქაც გააყაიმა ანგარიში, ხოლო ნიკოლა კარაბატიჩის ბოლო ტყორცნა დასრულებამდე 3 წამით ადრე მეკარე რასმუსენმა მოიგერია - 36:36.
დაინიშნა შვიდმეტრიანების სერია, რომელშიც ერთადერთმა მოთამაშემ ვერ გაიტანა - ეს იყო ბარსელონას ფრანგი ლიდერი კარაბატიჩი, ვისაც მათიას ანდერსონმა აუღო. ფლენზბურგმა ჯამში 41:39 გაიმარჯვა.
კილი პირველ ტაიმში სამი ბურთით აგებდა უნგრულ ვესპრემთან, მაგრამ შესვენებისთვის ანგარიში გაათანაბრა - 13:13, ხოლო ამის შემდეგ გერმანული კლუბის მეორე მეკარემ ანდრეას პალიჩკამ 12 ბურთი მოიგერია. მის გარდა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ისლანდიურმა დუეტმა - გამთამაშებელმა პალმარსონმა და გარემარბმა სიგურდსონმა, ასევე დაცვის ბურჯმა, პატრიკ ვინჩეკმა, ხოლო უნგრელების ლიდერმა, ლასლო ნადმა ათი დარტყმიდან მხოლოდ 4 ბურთი შეაგდო. კილმა 29:26 მოიგო.
ამგვარად, ფინალში ითამაშებენ გერმანიის ჩემპიონი კილი და ფლენზბურგი, რომელსაც ჩემპიონთა თასის 2 ფინალი აქვს წაგებული, მათ შორის - 2007 წელს - კილთან. კილი ტურნირის სამგზის გამარჯვებულია და სამი ფინალი აქვს წაგებული. 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ლიგაში ოთხთა ფინალის ფორმატი შემოიღეს, კილმა ორჯერ, 2010 და 2012 წლებში მოიგო ტურნირი.
ფოტო: ბარსელონა - ფლენზბურგი
ჩემპიონთა ლიგა. კაცები. ნახევარფინალი.
31 მაისი, კიოლნი, ლანქსეს არენა. 20 000 მაყურებელი
ვესპრემი (უნგ) - კილი (გერ) 26:29
ვეს: ალილოვიჩი, ფაზეკაში - ილიჩი 5, უგალდე 4, ნადი 4, რუესგა 3, როდრიგესი 2, ვილოვშკი 2, სულიჩი 2, გ. ივანჩიკი 2, ტ. ივანჩიკი 1, გუიაში 1, შუხი, მოჩაი, ჯამალი, ტერზიჩი
კილ: შოსტრანდი, პალიჩკა - პალმარსონი 7, სიგურდსონი 6, იხა 4, ვინჩეკი 3, ეკბერგი 3, შპრენგერი 2, ვუინი 2, ტოფტი 1, ზაიცი 1, ლაუგე, იალუზი, კლაინი
ბარსელონა (ესპ) - ფლენზბურგი (გერ) 39:41 (32:32, 36:36, 3:5 პენ)
ბარ: სარიჩი, შტერბიკი - ლაზაროვი 6, კარაბატიჩი 6, ტომასი 6, ხუანინი 5, ნოდესბო 5, რუტენკა 4, ენტრერიოსი 4, სორენდო 2, მოროსი 1, გურბინდო, სარმიენტო, საუბიჩი, სტრანოვსკი, ბენგოეჩეა
ფლ: ანდერსონი, რასმუსენი 1 - გლანდორფი 8, ვაინჰოლდი 8, მოგენსენი 6, ეგერტი 6, ვანე 3, ნენადიჩი 2, სვანი 2, გოტფრიდსონი 2, რადივოევიჩი 2, კნუდსენი 1, კარლსონი, ჰაინლი, გუსტავსონი, ბოგუნოვიჩი
1 ივნისი. მესამე ადგილისთვის
17:15 ბარსელონა - ვესპრემი
ფინალი, 20:00
კილი - ფლენზბურგი