შეცდომა
  • თარგი ამ ჩვენებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გთხოვთ დაუკავშირდით საიტის ადმინისტრატორს.

მთავარი

06/10/14 სამტრედიისა და ზუგდიდის პირველი გამარჯვებები

სენაკში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთი ლიგის ტურნირი 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის.

პირველ დღეს შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა სამტრედიამ 24:18 დაამარცხა ბათუმის გუნდი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორმა, ზუგდიდმა - წყალტუბო, 33:31.

ხვალ ტურნირზე სამი მატჩია, პირველი წრე კი 9 ოქტომბერს დასრულდება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ სამი საუკეთესო გუნდი უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. ბიჭები, 1998-99
დასავლეთის ლიგა: სამტრედია, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი
პირველი წრე, სენაკი. 6 ოქტომბერი

6 ოქტომბერი

წყალტუბო-ზუგდიდი 31:33

წყ: აფხაძე, ჯანელიძე - ხელაძე 11, ბენდელიანი 11, დარსაველიძე 3, ნემსიწვერიძე 3, ჭოლოკავა 2, მეტონიძე 1

ზუგ: ხასია - ხურციძე 14, ბულია 8, ესართია 3, ეხვაია 2, კვარაცხელია 2, ტაბაღუა 1, ძაძამია 1, ყუფუნია 1, შედანია 1

ბათუმი - სამტრედია 18:24

ბათ: დავითაძე, ქათამაძე - მახაჭაძე 5, სიხარულიძე 5, კოტიშაძე 4, მალაყმაძე 2, კეკელიძე 1, დიასამიძე 1

სამ: გაგუა, ქავზინაძე - ანტონოვიჩი 7, ბოცვაძე 7, გ. ცხვარაძე 4, ზურაბიანი 3, ლ. ცხვარაძე 2, გეგია 1

მსაჯები: გია წივწივაძე, გიორგი სამყურაშვილი

7 ოქტომბერი
12:00 ქუთაისი - სამტრედია
13:30
ზუგდიდი - ბათუმი
15:00
ქუთაისი - ბათუმი
8 ოქტომბერი
12:00 ბათუმი - წყალტუბო
13:30
ზუგდიდი - ქუთაისი
15:00
სამტრედია - წყალტუბო
9 ოქტომბერი
14:00
წყალტუბო - ქუთაისი
15:30
სამტრედია - ზუგდიდი

03/10/14 თბილისის ლიგას სამი ლიდერი ჰყავს

გლდანში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, თბილისისა და აღმოსავლეთის ზონებში. თბილისის ლიგას სამი ლიდერი ჰყავს - ქარიშხალა, პეგასი და იმედი. ეს მას შემდეგ  მოხდა, რაც ქვეყნის ჩემპიონი, ქარიშხალა 31:34 დამარცხდა ვერცხლის პრიზიორ პეგასთან.

ტურის ბოლო თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. ქარიშხალას არ ჰყავდა წინა თამაშში დაშავებული ბულბულაშვილი, ხოლო პეგასს - ძირითადი მეკარე ზურაბიშვილი. მისმა შემცვლელმა მჭედლიძემ მარტო პირველ ტაიმში 15 ბურთი მოიგერია და თავისიანებს უპირატესობა შეუქმნა. პეგასი 4:0 დაწინაურდა, ქარიშხალამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა გათანაბრება (7:7) და ტაიმი 14:20 წააგო, მეორეში კი ორჯერ მოახერხა სხვაობის 2 ბურთამდე შემცირება. პეგასს საბოლოო ჯამში მოაგებინა უკეთესმა დაცვამ, ხოლო შეტევაში - ორივე ინსაიდის, ნაზღაიძისა და ცხოვრებაძის, ასევე გარემარბ გაწერელიას კარგმა თამაშმა.

ამგვარად, სამმა ლიდერმა ერთმანეთს თითო თამაში მოუგო, ხოლო ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე ქარიშხალაა. აღმოსავლეთის ლიგაში ლიდერობს გორი, ხოლო დასავლეთი (სამტრედია, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი) პირველ წრეს 6 ოქტომბრიდან, სენაკში დაიწყებს.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემია, 3 ოქტომბერი

აღმოსავლეთის ლიგ

გორი - ლაგოდეხი 10:0

ლაგოდეხი არ გამოცხადდა

რუსთავი - ქარელი 36: 8

რუს: მამულაშვილი, ქამუშაძე - ჩუთლაშვილი 7, ლურსმანაშვილი 7, ბალუხაშვილი 6, ბუიშვილი 4, ეგაძე 3, სამხარაძე 2, კანდელაკი 1,  ლ. ბაბუნაძე 1, შუშანაშვილი 1, ზედელაშვილი 1, ეძგვერაძე 1, გ. ბაბუნაძე 1, სალუქვაძე 1

ქარ: ნ. ლომიტაშვილი - ელბაქიძე 3, ქოთუაშვილი 2, ცერცვაძე 1, გოგიჩაშვილი 1, დანდლიაშვილი 1, კოშკაძე, ჭავჭავაძე, გ. ლომიტაშვილი, ნონაშვილი

პირველი წრის შემდეგ: გორი 8 ქულა, კახეთი 6, რუსთავი 4, ქარელი 2, ლაგოდეხი 0

თბილისის ლიგა

მამული - იმედი 20:38

იმ: ხარაიშვილი, ზარგინავა, როკაშვილი  - მიქავა 9 , რუსტამოვი 7, ბერაია 6, გოგუა 4, საძაგლიშვილი 2, თურქაძე 2, მელაშვილი 2, ბაინაზიშვილი 2, იობაშვილი 2, მღებრიშვილი 2

მამ: დავითაშვილი - სხვიტარიძე 7, კორაშვილი 5, შევჩენკო 4, თოდუა 1, ტალახაძე 1, ფიჩხაია 1, ბიჭიაშვილი 1, წულიაშვილი, ნოზაძე, სამადაშვილი

ქარიშხალა - პეგასი 31:34

ქარ: ხანდოლიშვილი (9 მოგერიება), ფარესიშვილი (1)  - ფერაძე 9, მამულაშვილი 6, კბილაშვილი 6, არსენაშვილი 5, ჯინჭარაძე 3, ბიბილეიშვილი 2, კვირკველია

პეგ: მჭედლიძე (22) - ნაზღაიძე 9, ცხოვრებაძე 9,  გაწერელია 6, მაისურაძე 5, ზარნაძე 4, ბაჯალაძე 1, კაჭკაჭაშვილი

მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე

პირველი წრის შემდეგ: ქარიშხალა 6 ქულა (+5), პეგასი 6 (0) , იმედი 6 (-5),  მამული 2, შევარდენი 0

05/10/14 სამივე ფრანგულმა გუნდმა მოიგო

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა. თასის შარშანდელმა მფლობელმა, გერმანიის ფლენზბურგმა პირველ ტურში, დანიაში განცდილი საზარელი მარცხის შემდეგ 31:21 დაამარცხა შვედეთის ალინგსასი, ხოლო გამარჯვებულთაგან თომას მოგენსენმა 8 გოლი შეაგდო.

ფინალისტმა, ასევე გერმანულმა კილმა, შინ მძიმე ბრძოლაში მოუგო ესპანეთის ლა რიოხას - 34:32, ისლანდიელი დანიელ პალმარსონის ანგარიშზე კი 12 ბურთი იყო. ოთხთა ფინალის კიდევ ერთმა მონაწილემ, უნგრეთის ვესპრემმა შინ ასევე მძიმე ბრძოლა გადაიხადა  გერმანიის ლიოვენთან - 27:24. 9-9 გოლი შეაგდეს უნგრული გუნდის სერბმა მომირ ილიჩმა და გერმანელთა გარემარბმა უვე გენსჰაიმერმა.

ბარსელონამ შინ, მეორე ტაიმში გატეხა პლოცკის ვისლა - 30:25, კირილ ლაზაროვმა 9 ბურთი გაიტანა, ნიკოლა კარაბატიჩმა - 7.

მოიგო სამივე ფრანგულმა გუნდმა. პარი სენ ჟერმენმა მიქელ ჰანსენის 8 გოლით აჯობა ზაგრებს - 27:22, მონპელიემ - სლოვენიის ცელიეს - 35:29, ხოლო დიუნკერკმა - ზაპოროჟიეს, 23:21.

მესამე ტური ხუთშაბათს დაიწყება და კვირას დასრულდება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4-4 გუნდი მერვედფინალში გადის.

ფოტო: პსჟ - ზაგრები

ჩემპიონთა ლიგა. 2014-15. კაცები. ჯგუფური ტურნირი, 2 ტური

2, 4, 5 ოქტომბერი

A ჯგუფი

კილი (გერ, 2 ქულა) - ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ, 2) 34:32

მეშკოვ ბრესტი (ბლრ, 2) - მეტალურგ სკოპიე (მკდ, 0) 28:24

პსჟ (საფ, 4) - ზაგრები (ხორ, 2) 27:22

B ჯგუფი

ბარსელონა (ესპ, 4) - ვისლა პლოცკი (პოლ, 2) 30:25

ბეშიქთაში (თურ, 0) - კოლდინგი (დან, 4) 24:33

ფლენზბურგი (გერ, 2) - ალინგსასი (შვდ, 0) 31:21

C ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ, 4) - ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 0) 39:28

ვესპრემი (უნგ, 4) - ლიოვენი (გერ, 2) 27:24

მონპელიე (საფ, 2) - ცელიე (სლნ, 0) - 35:29

D ჯგუფი

კელცე (პოლ, 4) - პიკ სეგედი (უნგ, 2) 37:32

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 0) - დიუნკერკი (საფ, 2) 21:23

ოლბორგი (დან, 3) - შაფჰაუზენი (შვც, 1) 23:23

02/10/14 ქარიშხალა ამარცხებს იმედს

გლდანში, საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, ქვეყნის ჩემპიონმა ქარიშხალამ 37:29 დაამარცხა იმედი და თბილისის ლიგაში ლიდერობა შეინარჩუნა.

იმედმა წინადღით ვერცხლის პრიზიორს, პეგასს მოუგო და ქარიშხალასაც ებრძოლა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩემპიონმა იმძლავრა. ხვალ ქარიშხალა პეგასის დამარცხების შემთხვევაში პირველ წრეს ლიდერად დაასრულებს, ხოლო თუ პეგასმა მოიგო, მაშინ სამი გუნდი თანაბრად იქნება.

აღმოსავლეთის ლიგაში გორმა 35:24 მოუგო კახეთის გუნდს და პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ თბილისის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგების 5-5 გუნდი გამოავლენს მეორე ეტაპზე გამსვლელი 10 კლუბის ვინაობას, ხოლო საქართველოს ჩეპიონობისთვის ბრძოლა 2015 წელს განახლდება.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემია

ბიჭები. 1998-99. პირველი ტური. თბილისი, 2 ოქტომბერი

აღმოსავლეთის ლიგა: კახეთი, გორი, რუსთავი, ქარელი, ლაგოდეხი

ლაგოდეხი - რუსთავი 0:10

ლაგოდეხი არ გამოცხადდა

გორი - კახეთი 35:24

გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე - დალაქიშვილი 11, ტარუაშვილი 6, მჭედლიშვილი 4, ტიელიძე 4, ნიაზაშვილი 4, მურადაშვილი 3, ქესანაშვილი 2, ყანჩაველი 1

კახ: ლილუაშვილი, ერგემლიძე - დანელიშვილი 6, დოლმაზაშვილი 6, ჯიქურიშვილი 6, ყორიაული 2, ბაჩიაშვილი 2, კაიშაური 1, გიგაური 1

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

მდგომარეობა: გორი 8 ქულა (4 თამაშიდან), კახეთი 6 (4),   რუსთავი 2 (3), ქარელი 2 (3), ლაგოდეხი 0 (4)

თბილისის ლიგა: ქარიშხალა, პეგასი, იმედი, მამული, შევარდენი

იმედი - ქარიშხალა 29:37

იმ: ხარაიშვილი, ზარგინავა - რუსტამოვი 12, მიქავა 7, გოგუა 4, იობაშვილი 3, ბაინაზიშვილი 2, ჰუსეინოვი 1, მღებრიშვილი , ბერაია, დვალიძე

ქარ: ქარ: ხანდოლიშვილი - არსენაშვილი 9, მამულაშვილი 8, კბილაშვილი 8, ფერაძე 5, ბულბულაშვილი 3, ჯინჭარაძე 3, ბიბილეიშვილი 1

პეგასი - შევარდენი 43:22

პეგ: მჭედლიძე - ცხოვრებაძე 16,  ზარნაძე 10, კაჭკაჭაშვილი 5, ხვადაგიანი 4, ბაჯალაძე 4, მიქაძე 2, მამაგეიშვილი 2, გოგოლაძე

შევ: შაქარაშვილი  - ზაალიშვილი 7, ინანიშვილი 5, ბაზანოვი 5, მიჩილაშვილი 3, ბულია 2, თიგიშვილი 5, გოროზია, აგაჯანოვი

მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე

მდგომარეობა: ქარიშხალა 6 ქულა (3 თამაშიდან), იმედი 4 (3),  პეგასი 4 (3), მამული 2 (3), შევარდენი 0 (4)

3 ოქტომბერი, პარასკევი

გორი - ლაგოდეხი 10:0

13:30 რუსთავი - ქარელი

15:00 მამული - იმედი

16:30 ქარიშხალა - პეგასი

 

ფოტო: ლევან მამულაშვილი, ქარიშხალა

05/10/09 ჭაბუკთა ჩემპიონატი სენაკში გრძელდება

საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის საქმეში დასავლეთის ხუთეული ერთვება. სამტრედიის, ზუგდიდის, წყალტუბოს, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები ორშაბათს სენაკში პირველ წრეს დაიწყებენ.

წლევანდელ გათამაშებაში არ მონაწილეობს დასავლეთის შარშანდელი ჩემპიონი, ფოთის გუნდი. ფოთელები ამ სეზონში უმაღლესი ლიგის გუნდის გამოყვანას აპირებენ და მთელი ძალები აქეთ მიმართეს, ჭაბუკთა გუნდის მოთამაშეები კი სხვადასხვა კლუბებში გადანაწილდნენ.

თბილისისა და აღმოსავლეთის ლიგის ხუთეულებმა პირველი წრე უკვე გამართეს თბილისში. სამივე ლიგა ორწრიან შეჯიბრებას წლის ბოლომდე დაასრულებს და გამოავლენს აღმოსავლეთის, დასავლეთისა და თბილისის ჩემპიონებსა და პრიზიორებს. 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი გავა მეორე ეტაპზე. ერთწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ექვსეული. ყოველ ეტაპზე ქულათა ათვლა ნულიდან დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. ბიჭები, 1998-99

დასავლეთის ლიგა: სამტრედია, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი

პირველი წრე, სენაკი. 6-9 ოქტომბერი

6 ოქტომბერი

14:00 წყალტუბო-ზუგდიდი

15:30 ბათუმი - სამტრედია

7 ოქტომბერი

12:00 ქუთაისი - სამტრედია

13:30 ზუგდიდი - ბათუმი

15:00 ქუთაისი - ბათუმი

8 ოქტომბერი

12:00 ბათუმი - წყალტუბო

13:30 ზუგდიდი - ქუთაისი

15:00 სამტრედია - წყალტუბო

9 ოქტომბერი

14:00 წყალტუბო - ქუთაისი

15:30 სამტრედია - ზუგდიდი

განაცხადები

სამტრედია

1.ლაშა ქავზინაძე 12. ტატო გაგუა - 2. გიორგი ბოცვაძე 3. გიორგი წითელიშვილი 4. გიორგი გეგია 5. გიორგი ანტონოვიჩი 6. ზურაბ გოგავა 7. ჯონი გოგოხია 8. ბექა დუნდუა 9. გია ცხვარაძე 10. ლაშა ცხვარაძე 11. რობერტ ხვიცია 13. რამაზ ზურაბიანი 14. ნიკოლოზ ძნელაძე

მწვრთნელები: ავთო ქავზინაძე, ალექსანდრე ხონელიძე, ლექსო წითელიშვილი

ზუგდიდი

1.მურმან ხასია - 4. გიგა ტაბაღუა 5. არჩილ ძაძამია 6. ნიკა ჩახაია 7. ნოდარ კვარაცხელია 8. დავით ჭკადუა 9 ლაშა ყუფუნია 10. სანდრო შედანია 11. ზაურ ბულია 12. დავით ესართია 13. დემურ ხურციძე 14. ირაკლი გოგოხია 15. ლუკა ეხვაია 20. ილია ჭანტურია

მწვრთნელები: ნელი ფარცვანია, ეკა გვარამია

წყალტუბო

1.გიორგი აფხაძე 16. შოთ ჯანელიძე - 2. ლაშა ჭოლოკავა 3. ნოდარ ბაბუნაშვილი 4. გიორგი მეტონიძე 5. გიგა ნემსიწვერიძე 6. გიორგი აფხაძე 7. ლუკა ბენდელიანი 8. რომან ბაბუნაშვილი 9. თორნიკე დარსაველიძე 10. გიორგი ხელაძე 11. რევაზ კუჭავა

მწვრთნელები: ნოე გოგავა, გელა ჯანელიძე

ქუთაისი

1.შალვა ფაილოძე 12. გიორგი კუპატაძე - დემურ ნოდია 3. ბიძინა გიორგაძე 4. თორნიკე სულაბერიძე 5. ივერი თოდაძე 7. გიგა მამისეიშვილი 9. გიორგი იაშვილი 11. შოთა არსენიძე   13. ზაურ რობაქიძე 17. ნოდარ ეგუტიძე 20. გიორგი მერკვილაძე 22. ვახტანგ ჯავახაძე 23. სანდრო კვიცარიძე

მწვრთნელები: გია თავხელიძე, დავით გობეჯიშვილი, ალექსანდრე ბოყოჩაძე

ბათუმი

1.ალეკო დავითაძე 12. გიორგი კოკაშვილი 16, ნიკა ქათამაძე - 3. დავით კეკელიძე 4. ლევან დიასამიძე 6. გიორგი ქათამაძე 7. ნიკა მახაჭაძე 8. მამუკა სიხარულიძე 9. გიორგი კოტიშაძე 10. მანუჩარ მალაყმაძე 11. სულხან ბოლქვაძე 13. ლაშა მამულაძე 14. საბა ბიბილეიშვილი

მწვრთნელი: მაია შალამბერიძე

01/10/14 იმედმა ვერცხლის პრიზიორი დაამარცხა

გლდანში, ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. მესამე დღის მთავარ მატჩში იმედმა 36:33 დაამარცხა პეგასი.

 

პეგასი შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია და შარშან ოთხჯერვე მოუგო მესამეადგილოსან იმედს. პირველი ტაიმის შემდეგ პეგასი წინ იყო - 18:16, მაგრამ შესვენების შემდეგ იმედმა გარდატეხა თამაში და ბოლო წუთების წინ გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო - 35:29, საბოლოოდ კი 36:33.

მით უფრო საინტერესო იქნება ხვალინდელი მატჩი იმედსა და ქარიშხალას შორის, ასევე ბოლო დღის თამაში - ქარიშხალა-პეგასი, რის შემდეგაც გაირჯვევა ლიდერის ვინაობა თბილისის ლიგაში.

ხვალვე, ხუთშაბათს, გორისა და კახეთის გუნდები გაარკვევენ აღმოსავლეთის ლიგის ლიდერს. ორივე გუნდი ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდის. ლაგოდეხის გუნდი ტურზე არ ჩამოვიდა და ოთხივე მატჩში წაგება მიესაჯა - 0:10.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ თბილისის, აღმოსავლეთისა და დასაvლეთის ლიგების 5-5 გუნდი გამოავლენს მეორე ეტაპზე გამსვლელი 10 კლუბის ვინაობას, ხოლო საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა 2015 წელს განახლდება.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15

გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემია

ბიჭები. 1998-99. პირველი ტური. თბილისი, 1 ოქტომბერი

აღმოსავლეთის ლიგა: კახეთი, გორი, რუსთავი, ქარელი, ლაგოდეხი

კახეთი - რუსთავი 45:31

კახ: ლილუაშვილი, ერგემლიძე - დანელიშვილი 23, კაიშაური 7, დოლმაზაშვილი 6, ჯიქურიშვილი 4, ყორიაული 3, ხაჩიშვილი 2

რუს: მამულაშვილი, ქამუშაძე - ლურსმანაშვილი 9, ზედელაშვილი 5, ლ. ბაბუნაძე 4, ბუიშვილი 4, შუშანაშვილი 3, ბალუხაშვილი 3, ეგაძე 2, სამხარაძე 1

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

ქარელი - ლაგოდეხი 10:0

ლაგოდეხი არ გამოცხადდა

მდგომარეობა: კახეთი 6 (3 თამაშიდან), გორი 6 (3), რუსთავი 2 (3), ქარელი 2 (3), ლაგოდეხი 0 (4)

თბილისის ლიგა: ქარიშხალა, პეგასი, იმედი, მამული, შევარდენი

შევარდენი - მამული 23:32

შევ: სადირინი, კოპალიანი - ზაალიშვილი 7, თიგიშვილი 5, ინანიშვილი 5, ბაზანოვი 3, მიჩილაშვილი 3

მამ: დავითაშვილი - სხვიტარიძე 11, შევჩენკო 9, კორაშვილი 5, თოდუა 3, , წულიაშვილი 1, ტალახაძე 1, ფიჩხაია 1, სამადაშვილი 1

პეგასი - იმედი 33:36

პეგ: ზურაბიშვილი - გაწერელია 10, ნაზღაიძე 7, ზარნაძე 7, ცხოვრებაძე 5, ბაჯალაძე 3, კაჭკაჭაშვილი 1

იმ: ხარაიშვილი, ზარგინავა - რუსტამოვი 10, ბაინაზიშვილი 8, იობაშვილი 8, ჰუსეინოვი 5, მიქავა 4, მღებრიშვილი 1

მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე

მდგომარეობა: ქარიშხალა 4 ქულა (2 თამაშიდან), იმედი 4 (2), პეგასი 2 (2), მამული 2 (3), შევარდენი 0 (3)

2 ოქტომბერი, ხუთშაბათი

ლაგოდეხი - რუსთავი 0:10

13:30 გორი - კახეთი

15:00 იმედი - ქარიშხალა

16:30 პეგასი - შევარდენი

3 ოქტომბერი, პარასკევი

გორი - ლაგოდეხი 10:0

13:30 რუსთავი - ქარელი

15:00 მამული - იმედი

16:30 ქარიშხალა - პეგასი

ფოტო: ხაზეინ რუსტამოვი, იმედი