სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

ხელბურთის ფედერაციის თასზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, ბოლო დღის წინ ქუთაისი ლიდერობს, თუმცა, ჩემპიონობა არ გაუნაღდებია.

ქუთაისელებმა დღეს დაამარცხეს შევარდენი - 32:15 და 8 ქულა აქვთ. 6-6 დააგროვეს რუსთავმა და წყალტუბომ. ხვალ წყალტუბო ეთამაშება შევარდენს, ვისაც მესამე ადგილის შანსი არ დაუკარგავს, ხოლო ქუთაისი - რუსთავს. ქუთაისელებს ფრეც ყოფნით პირველი ადგილის დასაკავებლად, ხოლო თუ რუსთავმა და წყალტუბომ მოიგეს, მაშინ სამ გუნდს 8 ქულა დაუგროვდება და დაითვლება ბურთების სხვაობა პირად შეხვედრებში. თუ რუსთავმა დაამარცხა ქუთაისი და წყალტუბომ ვერ მოუგო შევარდენს, მაშინ ტურნირის გამარჯვებული რუსთავის გუნდი გახდება.

გუნდებს აკლიათ ბიჭების ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე მოთამაშე. რუსთავს - მეკარე დათო მამულაშვილი, ქუთაისს გარემარბი გიორგი მერკვილაძე, ხოლო შევარდენს - გამთამაშებელი ენრიკე ბაზანოვი და გარემარბი ზაალ ზაალიშვილი.

ფედერაციის თასი. დასკვნითი ტური. გლდანი

25 აპრილი

წყალტუბო - ქარელი 20:7

ქუთაისი - შევარდენი 32:15

ლაგოდეხი - რუსთავი 13:16

მდგომარეობა: ქუთაისი 8 ქულა, წყალტუბო 6, რუსთავი 6, შევარდენი 4, ლაგოდეხი 0, ქარელი 0

26 აპრილი

12:00 ქარელი - ლაგოდეხი

13:30 წყალტუბო - შევარდენი

15:00 რუსთავი - ქუთაისი

ხუთშაბათს გლდანში გაგრძელდება ფედერაციის თასის გათამაშება 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების იმ გუნდებს შორის, ვინც საშემოდგომო ეტაპის შემდეგ პირველ ათეულში ვერ მოხვდა.

ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება შაბათს. ჯერჯერობით ქუთაისისა და რუსთავის გუნდები ლიდერობენ.

ფედერაციის თასი. დასკვნითი ტური. 24-26 აპრილი., გლდანი

24 აპრილი

12:00 შევარდენი - ლაგოდეხი

13:30 ქარელი - ქუთაისი

15:00 რუსთავი - წყალტუბო

25 აპრილი

12:00 წყალტუბო - ქარელი

13:30 ქუთაისი - შევარდენი

15:00 ლაგოდეხი - რუსთავი

26 აპრილი

12:00 ქარელი - ლაგოდეხი

13:30 წყალტუბო - შევარდენი

15:00 რუსთავი - ქუთაისი

მსგომარეობა: ქუთაისი 4 ქულა, რუსთავი 4, შევარდენი 2, წყალტუბო 2, ლაგოდეხი 0, ქარელი 0

 

7 მაისს 75 წელი უსრულდება გამოჩენილ ქართველ ხელბურთელს, ჯემალ ცერცვაძეს. 15-20 მაისს ხელბურთის ფედერაცია ამ თარიღის აღსანიშნავად საერთაშორისო ტურნირს აწყობს.

მონაწილეების ვინაობა თითქმის საბოლოოდაა ცნობილი და ამ დღეებში დაზუსტდება. გვესტუმრებიან პოლონეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები. გასარკვევია მხოლოდ ბელარუსის საკითხი. გოგონებში ალბათ 6 ან 8 გუნდი შეიკრიბება, ბიჭებში - 6. ბიჭების 2 ნაკრებით გამოვა საქართველო, შესაძლოა - გოგონების 2 გუნდითაც. გადაწყვეტილია, რომ ტურნირს უმასპინძლებს ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო სკოლის დარბაზი, გლდანში.

1998-99 წლებში დაბადებულთა ორივე ნაკრები უკვე ინტენსიურად ემზადება. 1 მაისამდე დუშეთში, სამჯერად წვრთნას გადის ბიჭების გუნდი - შეკრებაზე 21 ხელბურთელია გიორგი ქობელაშვილის, გიორგი გვაზავასა და ჯორჯე რაშიჩის მეთვალყურეობის ქვეშ.

გოგონები გუშინ გაემგზავრნენ აზერბაიჯანში, სადაც შეკრებასთან ერთად საკონტროლო თამაშები ექნებათ ამ ქვეყნის ნაკრებთან. მაია კარბუნარისა და ელისო ჟურულიშვილის განკარგულებაში 16 მოთამაშეა.

შეკრებების შემდეგ, ცერცვაძის თასამდე ორივე გუნდს თითო საერთაშორისო ტურნირი უწევს. მაისის დასაწყიშში გოგონები გაემგზავრებიან გომელში (ბელარუსი), ხოლო ბიჭები - ბროვარიში (უკრაინა).

ემზადება საქართველოს კიდევ ერთი ნაკრები - 20-წლამედელთა გუნდს ბექა ორჯონიკიძე და ლევან გელაშვილი ამზადებენ ახალი ტურნირის, IHF მსოფლიო თასის ევროპის ზონალური პირველობისთვის, რომელიც მაისის ბოლოს იმართება ანდორაში. გამარჯვებული 2015 წლის მსოფლიო პირველობაზე გავა.

ფოტო: ბიჭების ნაკრების დღევანდელი ვარჯიში დუშეთში

ბიჭების (16წ) ნაკრები დუშეთში

მეკარეები: დათო მამულაშვილი (რუსთავი), გიორგი ხარაიშვილი (იმედი), სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა)

მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი, ლევან მამულაშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა), გიორგი მიქაძე, გიორგი ბიბილეიშვილი (ფოთი), ბექა დანელიშვილი (თელავი), ლუკა გაწერელია, ზურაბ გოგავა, მიზეილ ნაზღაიძე (პეგასი), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ზაალ ზაალიშვილი, ენრიკე ბაზანოვი (შევარდენი), ხაზეინ რუსტამოვი, ზეზვა იობაშვილი (იმედი),გიორგი ტიელიძე (გორი), გიორგი შევჩენკო (მამული)

მწვრთნელები: გიორგი ქობელაშვილი, გიორგი გვაზავა, ჯორჯე რაშიჩი

გოგონათა (16წ) ნაკრები აზერბაიჯანში

მეკარეები: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თამარ ჩაჩუა (პეგასი), ლედი მაზმიშვილი (მამული)

მოთამაშეები: თათია გადელია, ანა ხურცილავა (ფოთი), თინა ქიტესაშვილი, ქეთი კუნელაშვილი, მარი მიხელიძე (ყვარელი), მედეა ჩოხელი, თამარ ჩოგოვაძე, ქეთევან ვენეცკი (პეგასი), სოფი ნარიმანიძე, ნინო გაბისონია, ანა ყველაშვილი, ქრისტინე ღვალაძე, თეონა ჯაღათაშვილი (მამული)

მწვრთნელები: მაია კარბუნარი, ელისო ჟურულიშვილი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი წრის ბოლო მატჩში გერმანიის ფლენზბურგმა შინ 24:22 დაამარცხა მაკედონიის ვარდარი.

სკოპიელებმა მოიგეს პირველი ტაიმი (14:13), მაგრამ მეორეში ფლენზბურგის უპირატესობა აშკარა იყო. დასრულებამდე 3 წუთით ადრე ისინი 24:20 იგებდნენ და მხოლოდ ბოლოში გაუშვეს 2 გოლი.

გერმანულ კლუბში ყველაზე შედეგიანები იყვნენ დანიელები - ანდერს ეგერტი (6 გოლი, 3 პენალტით) და ლასე სვანი (5), სტუმართაგან - ხორვატი იგორ კარაჩიჩი (9).

საპასუხო მატჩები 26-27 აპრილს გაიმართება. გამარჯვებულები გადიან ოთხთა ფინალში, რომელსაც უმასპინძლებს კიოლნი, 31 მაისსა და 1 ივნისს.

ფოტო: ანდერს ეგერტი

ჩემპიონთა ლიგა. კაცები მეოთხედფინალის პირველი მატჩები

21 აპრილი

ფლენზბურგი (გერ) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 24:22

20 აპრილი

ლიოვენი (გერ) - ბარსელონა (ესპ) 38:31

19 აპრილი

პსჟ (საფ) - ვესპრემი (უნგ) 26:28

მეტალურგ სკოპიე (მკდ) - კილი (გერ) 21:31

საპასუხო მატჩები - 26-27 აპრილს

გლდანში მიმდინარე ხელბურთის ფედერაციის თასზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, დღეს ერთპიროვნული ლიდერი გამოვლინდა. ესაა ქუთაისის გუნდი, რომელსაც 6 ქულა აქვს.

ქუთაისელებმა 26:3 დაამარცხეს ქარელი, ხოლო რუსთავმა, ვინც აქამდე უდანაკარგოდ იყო, წყალტუბოს გუნდთან წააგო - 14:23. შევარდენმა 20:14 მოუგო ლაგოდეხის გუნდს, რის შემდეგაც 3 შევარდენს, რუსთავსა და წყალტუბოს 4-4 ქულა დაუგროვდათ. სამივე გუნდი იბრძვის პირველი ადგილისთვის.

პარასკევს ლიდერთა ოთხეულიდან ერთმანეთს ეთამაშებიან ქუთაისი და შევარდენი. შეჯიბრება შაბათს დასრულდება.

ფედერაციის თასი. დასკვნითი ტური. გლდანი

24 აპრილი

შევარდენი - ლაგოდეხი 20:14

ქარელი - ქუთაისი 3:26

რუსთავი - წყალტუბო 14:23

მდგომარეობა: ქუთაისი 6 ქულა, წყალტუბო 4, რუსთავი 4, შევარდენი 4, ლაგოდეხი 0, ქარელი 0

25 აპრილი

12:00 წყალტუბო - ქარელი

13:30 ქუთაისი - შევარდენი

15:00 ლაგოდეხი - რუსთავი

26 აპრილი

12:00 ქარელი - ლაგოდეხი

13:30 წყალტუბო - შევარდენი

15:00 რუსთავი - ქუთაისი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 13 000 მაყურებლის თვალწინ, ბარსელონა 31:38 დამარცდა გერმანიის ჩემპიონატის ლიდერ ლიოვენთან - 31:28. საპასუხო შეხვედრა 26 მაისს გაიმართება.

საწყისი შვიდი შეტევიდან მასპინძლებმა გაიტანეს 7 გოლი, ხოლო ბარსას 7 დარტყმიდან 5 მოიგერია ლიოვენის დანიელმა მეკარემ ნიკლას ლანდინმა - 7:2. ბარსელონამ რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა 3 გოლამდე, მაგრამ ტაიმის ბოლოს ლიოვენი 8 ბურთით დაწინაურდა - 22:14.

გერმანულ გუნდში საუკეთესოები იყვნენ ლანდინი (35% მოგერიება), ნორვეგიელი პივოტი ბიარტე მირჰოლი (6 გოლი). რომელსაც პასებით ამარაგებდა შვეიცარიელი გამთამაშებელი ანდრე შმიდი (3 გოლი, 7 პასი), და, რა თქმა უნდა, მარცხენა გარემარბი უვე გენსჰაიმერი, რომელმაც პირველ ტაიმში ყველა ხერხით (კუთხიდან შეტევა, სწრაფი გარღვევა, ძალისმიერი გარღვევა, შვიდმეტრიანი) ათი ცდიდან 10 გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში სხვაობა 11 გოლამდეც ავიდა (30:19, 40 წუთი), მაგრამ ბარსელონამ ბოლოსკენ გაიბრძოლა - 31:38. ბოლო წამზე კირილ ლაზაროვმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ დროს გადააცილა. ლაზაროვმა 10 გოლი შეაგდო (7 შვიდმეტრიანი), ხოლო გენსჰაიმერი 14 გოლამდე ავიდა (3 პენალტი). საბოლოოდ, ლიოვენის 38 გოლიდან უკანა სამეულმა მხოლოდ 13 შეაგდო.

ორშაბათს მეოთხედფინალის ბოლო წყვილი თამაშობს - ფლენზბურგი - ვარდარი.

ფოტო: უვე გენსჰაიმერი

ჩემპიონთა ლიგა. კაცები მეოთხედფინალის პირველი მატჩები

20 აპრილი

ლიოვენი (გერ) - ბარსელონა (ესპ) 38:31

21 აპრილი

21:00 ფლენზბურგი (გერ) - ვარდარი (მკდ)

19 აპრილი

პსჟ (საფ) - ვესპრემი (უნგ) 26:28

მეტალურგ სკოპიე (მკდ) - კილი (გერ) 21:31

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal