ხელბურთის ლიდერთა კონფერენცია
25-26 იანვარს კიოლნში გაიმართა ხელბურთის ლიდერთა კონფერენცია, სადაც ფედერაციის დელეგაციის უფროსმა სალომე ონიანმა ისაუბრა ქართული ხელბურთის ისტორიაზე, მიმდინარე მოვლენებზე და მომავალ გეგმებზე. დამსწრეებმა ერთხმად აღნიშნეს ფედერაციის მიღწევები და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცეს.
კონფერენციაში მონაწილეობა დაახლოებით 180-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ყოფილმა სპორტსმენებმა, ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა და სპონსორებმა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაემართათ მოლაპარაკებები და დისკუსიები სხვადასხვა ფედერაციებთან ან კლუბების წარმომადგრნლებთან.
აღნიშნული კონფერენცია ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში სხვა ღონისძიებებთან ერთად ჩატარდა და მომავალში რეგულარულ ხასიათს მიიღებს.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოც მოცემულ ბმულზე: