ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბორდილსი დაამარცხა და საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ჟირონაში Helvetia Bordils International Tournament-ზე იმყოფებოდა ბოლო მატჩში ბორდილსის გუნდი 25-18 დაამარცხა და ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი გუნდები, როგორიცაა: ბარსელონა, კილი (გერმანია), გრანოლერსი, კატალონია, საგუნტო, ბონანოვა, ბორდილსი და სხვა.
ტურნირის შემდგომ გამოვლინდა საუკეთესო შვიდეული, რომელშიც ორი ქართველი მოხვდა: ვახტანგ ხარებაშვილი და საბა ბუიღლიშვილი.
ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
ალექსანდრე ტაბიძე (პეგასი-შევარდენი)
საბა დიასამიძე (ბსბ)
ლევან ტვილდიანი (შევარდენი-პეგასი)
ნიკოლოზ ბერიძე (ქარიშხალა)
საბა დოლაბერიძე (პეგასი-შევარდენი)
გიორგი თავართქილაძე (ბსბ)
საბა შუბაშიშვილი (ქარიშხალა)
მათე გიორგობიანი (ყვარელი)
ვანო გურგენიძე (ქარიშხალა)
ნიკოლოზ ბოჟაძე (პეგასი-შევარდენი)
ნიკოლოზ მამულაშვილი (ქარიშხალა)
ალექსანდრე ბოჟაძე (პეგასი-შევარდენი)
გიორგი მაზანიშვილი (პეგასი-შევარდენი)
გიორგი კაპანაძე (პეგასი-შევარდენი)
ვახტანგ ხარებაშვილი (ყვარელი)
საბა ბუიღლიშვილი (ქარიშხალა)
ანდრია ჟღენტი (ბსბ)
ნიკოლოზ ნარიმანიძე (პეგასი-შევარდენი)
ოფიციალური პირები:
გიორგი ქობელაშვილი
გიორგი გვაზავა
ბექა ორჯონიკიძე