დასკვნითი ამხანაგური მატჩი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუვეითი 34-30 (პირველი ტაიმი 14-13) დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატამდე მატჩების სერია გამარჯვებით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული იყო მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი), ხოლო მასთან ერთად კარგი მატჩი ქონდა გუნდის კაპიტან თეიმურაზ ორჯონიკიძეს (6 გოლი) და ხაზეინ რუსტამოვს (5 გოლი).
სტატისტიკა
ზურაბ ცინცაძე 1, მირიან გავაშელიშვილი 7, თეიმურაზ ორჯონიკიძე 6, ხაზეინ რუსტამოვი 5, ზურიკო სიმონია 4, გიორგი დიხამინჯია 3, გიორგი ლაპიაშვილი 2, ზურაბ გოგავა 2, ირაკლი გოგოლაძე 2, გიორგი ცხოვრებაძე 1, ზურაბ აბრამიშვილი 1
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც შვედეთს, ნიდერლანდებს და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.
დღეს შვედეთმა, რომელიც მოქმედი ევროპის ჩემპიონია წლის პირველ მატჩში 42-30 დაამარცხა იაპონია. შვედეთიდან 8-8 გოლით გამოირჩნენ ჰამპუს ვანე და ლუკას პელასი.
ნიდერლანდების ნაკრები Golden League-ს ფარგლებში გუშინ ეგვიპტესთან 30-28 დამარცხდა და ხვალ ნორვეგიას, ხოლო ზეგ დანიას დაუპირისპირდება.
ბოსნია-ჰერცეგოვინა Yellow Cup-ზე ასპარეზობს, სადაც პირველ მატჩში 32-23 დამარცხდა არგენტინასთან და დღეს შვეიცარიას დაუპირისპირდება, ხოლო ხვალ ბოლო მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.