თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას ოჰრიდში გააგრძელებს
27 წლის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიურ კლუბ HC Ohrid-ში განაგრძობს. გასულ სეზონში იგი ფინური კოკსის ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე უნგრეთისა, მაკედონიისა და რუმინეთის ჩემპიონატებში უასპარეზია.
HC Ohrid 2011 წელს შეიქმნა და პირველი ორი სეზონის შემდგომ პირველი ლიგიდან სუპერლიგაში გადავიდა. გუნდმა ამ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და მომდევნო წელს მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.
“მოხარული ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაში დავბრუნდი, ეს ხელბურთის ქვეყანაა და მოხარული ვარ, რომ აქ ვითამაშებ. ოჰრიდს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მიხარია, რომ მისი ნაწილი ვიქნები. იმედი მაქვს, მომავალი სეზონი წარმატებული იქნება და ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ!” – განაცხადა თეიმურაზმა.
📸 HC Ohrid
საქართველოს ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava