სიახლეები
სპორტის საერთაშორისო დღე
6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველო მეშვიდედ უერთდება. გაეროს ინიციატივა მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება, როგორც სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით – „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ (‘International day of Sport for Peace and Development’).
ამასთან დაკავშირებით: საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ვერის პარკში “გოალჩას” ფესტივალი მოაწყო, რომელშიც ჩართულები იყვნენ გოგონათა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშეები.