დანიამ მსოფლიო ჩემპიონობა შეინარჩუნა
დანიის ნაკრებმა 26-24 დაამარცხა შვედეთი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. მესამე ადგილზე ესპანეთი გავიდა.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი
ფინალი, 31 იანვარი
დანია – შვედეთი 26-24
დან: ნ. ლანდინი (15 მოგერიება), მიოლერი – ჰანსენი 7, ორისი 5, ჰოლმი 4, საუგსტრუპი 3, მოლგორი 2, მ. ლანდინი 2, გიდსელი 1, ანდერსონი 1, მენსა 1, ოლსენი, სვანი, ზახარიასენი, ჰალდი, იაკობსენი
შვდ: პალიჩკა (6), აგეფორსი (3) – ვანე 5, ლაგერგრენი 4, სანდელი 2, გოტფრიდსონი 2, პელასი 2, კლაარი 2, ფ. პეტერსონი 2, დ. პეტერსონი 2, კარლსბოგარდი 1, დარი 1, ხრინცი 1, იონსონი, ლინდსკოგი, ედვარდსონი
დანია ფავორიტად ითვლებოდა. მწვრთნელ ნიკოლაი იაკობსენს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 11 გამარჯვებული ჰყავდა შემადგენლობაში, ხოლო გლენ სოლბერგის გუნდში დიდი სანაკრებო ტურნირების 10 დებიუტანტი იყო.
დანია 1-2 ბურთით წინ იყო, როდესაც პრობლემები შეექმნა: ძირითადი შვიდეულიდან ოლსენი მწვრთნელმა სკამზე დასვა, ხოლო ლასე სვანმა ტრავმა მიიღო. მოედანზე გამოსულმა ცაციამ, ნიკოლაი ორისმა ზედიზედ გაიტანა 3 ბურთი, მაგრამ შვედებმა 25-ე წუთისთვის უპირატესობა მიიღეს: 12-10. დანიამ შესვენების წინ მაინც გაათნაბრა, 13-13.
შვედეთი კიდევ გვიდა წინ მეორე ტაიმში: 19-18, 41-ე წუთი. და აქ თამაში მოულოდნელად გარდატეხა არა ლიდერმა, მიქელ ჰანსენმა, არამედ მის პოზიციაზე დროებით შემოსულმა იაკობ ჰოლმმა, რომელმაც ზედიზედ 4 გოლი გაიტანა 5 წუთში, მალე კი მსოფლიო ჩემპიონი სამითაც დაწინაურდა – 23-20.
შვედებმა ბოლომდე იბრძოლეს. სირენამდე 2 წუთი და 12 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ჰამპუს ვანეს სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა შეეძლო, მაგრამ მისი შვიდმეტრიანი ნიკლას ლანდინმა აიღო, ანგარიში 23-25 დარჩა, რამდენიმე წამში კი მეკარის ძმამ, მაგნუსმა, დანიის მოგება და ჩემპიონობა დააფიქსირა.
ბრინჯაოს ფინალი. ესპანეთი – საფრანგეთი 35-29
ა. დუიშებაევი 8, დ. დუიშებაევი 6, კორალესი (16) – დესკა 7, ჟერარი (12)
All-star Team: GK ანდრეას პალიჩკა, შვდ – LW ჰამპუს ვანე, შვდ – LB მიქელ ჰანსენი, დან – CB ჯიმ გოტფრიდსონი, შვდ – RB მათიას გიდსელი, დან – RW ფერან სოლე, ესპ – LP ლუდოვიკ ფაბრეგასი, საფ
ბომბარდირი ფრანკის მარზო, ყატ 58 გოლი