ხუთნი მეორე რაუნდში
მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში, ხუთმა გუნდმა უკვე გაინაღდა მეორე ეტაპზე გასვლა.
E ჯგუფში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, საფრანგეთმა მეორე მატჩი მოიგო, თუმცა, მთავარ რაუნდში თამაში ჯერ არ გაუნაღდებია. მეორე ტურში გუნდმა 35-28 დაამარცხა ავსტრია. ფრანგებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ – გიიომ ჟილი, ორ-ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. ნორვეგიამ მოუგო შვეიცარიას, 31-25.
ანალოგიური სიტუაციაა F ჯგუფში, სადაც 4 ქულით პორტუგალია ლიდერობს. გუნდი თავიდან 2-7 ჩამორჩა მაროკოს, მაგრამ მეორე ტაიმში ზედიზედ 9 გოლი გაუტანა და საბოლოოდ 33-20 გაიმარჯვა. ისლანდიმ მოუგო ალჟირს, 39-24.
G ჯგუფში ჩილეს და ეგვიპტეს 4-4 ქულა აქვთ და მესამე ტურში ერთმანეთში გარკვევენ, ვინ გავა მთავარ რაუნდში ქულათა მაქსიმუმით. მესამე საგზურს ჩილე და მაკედონია გითამაშებენ.
H ჯგუფიდან 3-3 ქულა და მეორე რაუნდის განაღდებული საგზური აქვთ რუსეთის ხელბურთის ფედერაციის გუნდსა და ბელარუსს. უკვე ცნობილია, რომ რუსეთის გუნდი მეორე რაუნდს 3 ქულით დაიწყებს. სლოვენიაც მეორე რაუნდშია, კორეა კი პირველი გუნდია, ვინც შანსი დაკარგა და მეორე ეტაპზე პრეზიდენტის თასისთვის, ანუ 25-ე ადგილისთვის იბრძოლებს.
კვირას წინასწარი რაუნდის მეორე ტურია A-D ჯგუფებში.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი
წინასწარი რაუნდი, 16 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)
E ჯგუფი. საფრანგეთი 4 ქულა, ნორვეგია 2, შვეიცარია 2, ავსტრია 0
ავსტრია – საფრანგეთი 28-35
ვაგნერი 7, ჰუტეჩეკი 6 – გიგუ 4, ფაბრეგასი 4, დესკა 4, ჟერარი (17 მოგერიება)
შვეიცარია – ნორვეგია 25-31
ლირი 7, მილოშევიჩი 7 – საგოსენი 11, იოჰანესენი 6, რაინკინდი 5
18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი – შვეიცარია, 23:30 ნორვეგია – ავსტრია
14 იანვარი. ავსტრია – შვეიცარია 25-28, ნორვეგია – საფრანგეთი 24-28
F ჯგუფი. პორტუგალია 4, ისლანდია 2, ალჟირი 2, მაროკო 0
მაროკო – პორტუგალია 20-33
ჰარშაუი 5, იდრისი (15) – პორტელა 9, გომესი (16)
ალჟირი – ისლანდია 24-39
აიუბი 5 – ელისონი 12, გუდმუნდსონი 6, გუსტავსონი (12)
18 იანვარი. 21:00 პორტუგალია – ალჟირი, 23:30 ისლანდია – მაროკო
14 იანვარი. ალჟირი – მაროკო 24-23, პორტუგალია – ისლანდია 25-23
G ჯგუფი. ეგვიპტე 4, შვედეთი 4, ჩილე 0, მაკედონია 0
ეგვიპტე – ჩრდ. მაკედონია 38-19
მამდუ 8, სანადი 5 – ლაზაროვი 3, პეშევსკი 3, მარკოსკი 3
ჩილე – შვედეთი 26-41
ე. ფოიხტმანი 7, რ. სალინასი 6 – პელასი 12, სანდელი 6
18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია – ჩილე, 23:30 შვედეთი – ეგვიპტე
13 იანვარი. ეგვიპტე – ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი – ჩრდ. მაკედონია 32-20
H ჯგუფი. ბელარუსი 3, რხფ 3, სლოვენია 2, კორეა 0
ბელარუსი – კორეა 32-24
ვაილუპაუ 8, კარალეკი 6, მაროზი (11) – კიმ ინიონი 8, ლი ჩანგვუ (12)
რხფ – სლოვენია 31-25
სოროკა 6, კოსოროტოვი 6, კისელევი 6 – დოლენეცი 6, გაიჩი 5
18 იანვარი. 18:30 კორეა – რხფ, 21:00 სლოვენია – ბელარუსი
14 იანვარი. ბელარუსი – რხფ 32-32, სლოვენია – კორეა 51-29
A ჯგუფი. გერმანია 2, უნგრეთი 2, კაბო ვერდე 0, ურუგვაი 0
17 იანვარი. 21:00 კაბო ვერდე – გერმანია, 23:30 უნგრეთი – ურუგვაი
19 იანვარი. 21:00 ურუგვაი – კაბო ვერდე, 23:30 გერმანია – უნგრეთი
15 იანვარი. გერმანია – ურუგვაი 43-14, უნგრეთი – კაბო ვერდე 34-27
B ჯგუფი. პოლონეთი 2, ბრაზილია 1, ესპანეთი 1, ტუნისი 0
17 იანვარი. 21:00 ტუნისი – ბრაზილია, 23:30 პოლონეთი – ესპანეთი
19 იანვარი. 21:00 ესპანეთი – ტუნისი, 23:30 ბრაზილია – პოლონეთი
15 იანვარი. ესპანეთი – ბრაზილია 29-29, ტუნისი – პოლონეთი 28-30
C ჯგუფი. ყატარი 2, ხორვატია 1, იაპონია 1, ანგოლა 0
17 იანვარი. 18:30 ყატარი – იაპონია, 21:00 ანგოლა – ხორვატია
19 იანვარი. 18:30 იაპონია – ანგოლა, 21:00 ხორვატია – ყატარი
15 იანვარი. ყატარი – ანგოლა 30-25, ხორვატია – იაპონია 29-29
D ჯგუფი. დანია 2, არგენტინა 2, დრ კონგო 0, ბაჰრეინი 0
17 იანვარი. 21:00 არგენტინა – ბაჰრეინი, 23:30 დრ კონგო – დანია
19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი – დრ კონგო, 23:30 დანია – არგენტინა
15 იანვარი. არგენტინა – დრ კონგო 28-22, დანია – ბაჰრეინი 34-20