ქალების ლიგა განახლდა
განახლდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ქალთა შორის. ჯგუფური ეტაპის ბოლომდე 4 ტური და 15 გადადებული მატჩია სათამაშო. დაუმარცხებლად 2 გუნდია – უნგრეთის დიორი და ნორვეგიის კრისტიანსანდი.
მე-10 ტურის მთავარ მატჩში საფრანგეთის მეცმა პირველი დამარცხება აგემა რუსეთის როსტოვს, 27-26. მეორე ფრანგულ-რუსულ დაპირისპირებაში კი ბრესტ-ბრეტონმა წააგო ცსკა-სთან 24-25.
დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა ნორვეგიის კრისტიანსანდმა და ფრედ, 28-28 დასრულა თამაში დანიის ესბიერგთან. 10 გოლი ევროპის ბოლო ჩემპიონატის მთავარმა ბომბარდირმა ნორა მორკმა გაიტანა. კრისტიანსანდს ყველაზე ნაკლები, 5 მატჩი აქვს ნათამაშები და ყველაზე ნაკლები, 2 ქულა ქვს დაკარგული. 2 თამაში დასრულა ფრედ ბოლო 3 გათამაშების გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორმაც.
პლეიოფში გასვლის შანსი 16 გუნდიდან ჯერ არცერთს არ დაუკარგავს. მე-11 ტური 16-17 იანვარსაა დანიშნული, 13 იანვარს კი მნიშვნელოვანი გადადებული მატჩია: კრისტიანსანდი – როსტოვი. ამავე დღეს, ოთხშაბათს, ეგვიპტეში კაცების მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო, 2019-20 სეზონი პანდემიის გამო შეწყდა და გამარჯვებული არ გამოვლენილა.
ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები.
ჯგუფური ეტაპი, 10 ტური, 9-10 იანვარი
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში
A ჯგუფი. როსტოვი 13 ქულა (8 თამაში), ბუკურეშტი 11 (9) – მეცი 10 (7), ფერენცვაროში 10 (8), კრისტიანსანდი 8 (5), კრიმი 5 (9) – ესბიერგი 4 (9), ბიტიგჰაიმი 3 (9)
ფერენცვაროში (უნგ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 31-27
ბოლკი, ჰაფრა, კლუიბერი 5 – ნიაგუ 9, ლაზოვიჩი 5, პინტეა 4
კრისტიანსანდი (ნორ) – ესბიერგი (დან) 28-28
მორკი 10, ლუნდე (9 მოგერიება) – პენია, იაკობსენი 7
ბიტიგჰაიმი (გერ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 22-22
სმიტსი 6, ნაიძინავიჩუსი 5 – გომილარი 5, რისოვიჩი (15)
მეცი (საფ) – როსტოვი (რუს) 27-26
ო. კანორი 6, ნოკანდი 5 – ვიახირევა 5
B ჯგუფი. დიორი 16 (9), ბრესტი 14 (10) – ცსკა 13 (8), ოდენსე 12 (10), ბუდუჩნოსტი 7 (8), დორტმუნდი 2 (8) – კოპრივნიცა 2 (7), ვილჩა 0 (6)
ცსკა (რუს) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 25-24
ილინა 7, გორშკოვა 6 – იაუკოვიჩი 6, გროსი 5, ტოფტი (16 მოგერიება)
ოდენსე (დანია) – პოდრავკა კოპრივნიცა (ხორ) 35-20
ბიდსტრუპი 9, ივერსენი 5, რაინჰარდტი (10) – მილოსავლიევიჩი 5
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ბორუსია დორტმუნდი (გერ) 31-27
რადიჩევიჩი 10, პინო, მეჰმედოვიჩი 5 – გრიზელსი 6, ვან დერ ჰაიდენი, დულფერი 5
რიმნიკუ ვილჩა (რუმ) – დიორი (უნგ) 20-37
მინევსკაია 4 – კრისტიანსენი 9, ამორიმი 6, ფოდორი 6, სოლბერგი (15)
ჯგუფური ეტაპის ბოლომდე:
11 ტური: 16-17 იანვარი, 12 ტური: 23-24 იანვარი, 13 ტური: 6-7 თებერვაალი, 14 ტური: 13-14 თებერვაალი
15 გადადებული მატჩი: 13 იანვარი. კრისტიანსანდი – როსტოვი, 20 იანვარი. ფერენცვაროში – მეცი, რიმნიკუ ვილჩა – ბუდუჩნოსტი, 27 იანვარი. კრისტიანსანდი – ფერენცვაროში, 30 იანვარი. ბუკურეშტი – ბიტიგჰაიმი, კრისტიანსანდი – მეცი, 31 იანვარი. კოპრივნიცა – ცსკა, 3 თებერვალი. მეცი – კრისტიანსანდი, 9 თებერვალი. როსტოვი – კრისტიანსანდი, რიმნიკუ ვილჩა – ბორუსია, გამოცხადდება: რიმნიკუ ვილჩა – კოპრივნიცა, ცსკა – კოპრივნიცა, ბორუსია – რიმნიკუ ვილჩა; კრიმი – ესბიერგი, ბუდუჩნოსტი – დიორი
მერვედფინალი: 6-13 მარტი, მეოთხედფინალი: 3-10 აპრილი, ფინალური ოთხეული: 28-20 მაისი, ბუდაპეშტი