ბათუმის მოგება და სამტრედიის სუპერგოლი
საქართველოს ჩემპიონატზე ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 32-28 დამარცხა მთავარი კონკურენტი, ქუთაისი. სამტრედიამ 38-33 მოუგო ქარიშხალას.
ბოლო წლების ორი უძლიერესი ქართული კლუბის მატჩი ახალ სეზონში მეორე იყო – ერთი თვის წინ ბათუმმა საქართველოს თასის ფინალში გაიმარჯვა, 30-25.
ქუთაისმა რიხიანად დაიწყო: პირველივე შეტევისას სიმონიამ ზონაში დაუკიდა ბურთი გამზარდიას, უჩამ ჰაერში დაიჭირა და კუთხიდან დაარტყა, 1-0.
გამზარდიას გოლი: https://youtu.be/hnWHTXbv4aI?t=298
ამას ორი გოლით უპასუხა ბათუმის გამთამაშებელმა ბაინაზიშვილმა, რომელიც იმითაც გამოირჩა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში კარგი კავშირი ჰქონდა ხაზის მოთამაშე მაისურაძესთან.
ერთი პირობა ფრე იყო დ შემდეგ ქუთაისი 7-5 დაწინაურდა, ძირითადად სიმონიას შორეული დარტყმებით. ბათუმმა მალე გაათანაბრა, წინაც გავიდა და ტაიმი 17-13 მოიგო. ორივე გარემარბმა, აბრამიშვილმა და ახალბედაშვილმა, კარგად ირბინა სწრაფ გარღვევაში, თავისი 5 გოლი შეაგდო მსხვილიძემ, მეკარე ტორონჯაძეც ოდნავ უკეთესი იყო, ვიდრე მისი ქუთაისელი კოლეგები და გუნდი დაცვაშიც უკეთესად იდგა.
მაგრამ, ქუთაისს ჰქონდა გარდატეხის მომენტი მეორე ნახევარში. სიმონიას კარგად შეეშველა სტურუა, სხვაობა შემცირდა, წითელი ბარათი მიიღო ბერძენიშვილმა, ბათუმელთა მეორე ცენტრალური მცველი, მაისურაძე კი ორწუთიანში წავიდა – გუნდი 5 კაცით დარჩა და სტურუამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა: 26-27 და რჩებოდა ათიოდ წუთი. მაგრამ, აქ უკვე ქუთაისი დააღალატა უდისციპლინობამ – წითელი ბარათი მიიღო მწვრთნელმა გობეჯიშვილმა, მსხვილიძემ სხვაობა ისევ აიყვანა სამამდე (29-26), შემდეგ კი ახალბედაშვილმა, მაისურაძემ და აბრამიშვილმა მოათავეს საქმე – ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა 32-28 მოიგო და ოთხიდან 4 მოგებით პირველ ადგილზეა.
არანაკლებ საინტერესო იყო მეორე მატჩი. სამტრედიამ 16-13 მოუგო ტაიმი ქარიშხალას, მაგრამ მეორე ნახევარში თბილისელებმა სპურტი მოაწყვეს და ორი ბურთითაც გავიდნენ წინ – 20-18, 38-ე წუთზე. მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია შემდეგმა ეპიზოდმა: ქარიშხალას მეკარე ალიევმა ზონა დატოვა და მეტოქის სწრაფი შეტევა სუფთად ჩაშალა, მაგრამ ამის შემდეგ ოდნავ შეეხო სამტრედიელ ვახტანგ ხელისუფალს – მსაჯებმა აამოქმედეს წესი, რომელიც ასეთ შემთხვევებში სახიფათოდ მოთამაშე მეკარეს ამტყუნებს და ალიევი მოდნიდან გააძევეს.
სამტრედიამ სწრაფად დაიბრუნა უპირატესობა და 38-33 მოიგო, მატჩის მშვენება კი იყო სამტრედიელების სწრაფი გარღვევა მეკარე ჩხიკვაძისა და გარემარბ ადამიას შესრულებით – მალხაზ ადამიამ ზედ ექვსმეტრიან ხაზთან დაიჭირა გადაცემა და, ამბერკი ტაბიძის სტილში, მყისიერად გაუშვა კარში:
ადამიას გოლი: [Y-https://www.youtube.com/watch?v=-E0DwBJBGhg&feature=youtu.be&t=5290]
ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი იხილეთ ხელბურთის ფედერაციის არხზე:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2020-21
უმაღლესი ლიგა, კაცები
თბილისის ოლიმპიური სასახლე, 13 დეკემბერი
ქარიშხალა – სამტრედია 33-38
ქარ: ალიევი, ქირია, გაბიდაური – ჩაფიძე 12, ლ. მუკბანიანი 8, გ. მუკბანიანი 4, თურქაძე 4, ფანჩვიძე 2, მიხელიძე 1, გურასპაული 1, ბეინაშვილი 1, ძაგნიძე, შარიფაშვილი, თხილავა
სამ: ჩხიკვაძე, გოგუა – ვ. ხელისუფალი 15, ადამია 11, ხომერიკი 7, აფრიდონიძე 4, ბერიძე 1, დ. ხელისუფალი, კიკაბიძე, ხონელიძე, მანია
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, დელეგატი ლ. მარგიანი
ბათუმი – ქუთაისი 32-28
ბათ: ტორონჯაძე – აბრამიშვილი 7, ახალბედაშვილი 6, მსხვილიძე 5, მაისურაძე 4, გიორგაძე 4, ბაინაზიშვილი 3, ლაპიაშვილი 2, ბერძენიშვილი 1
ქუთ: მაისურაძე, რუხაძე – გოგოლაძე 7, სიმონია 6, მერკვილაძე 4, სტურუა 4, ხაჟომია 2, გამზარდია 2, სურმავა 2, ფერაძე 1, ჯუღელი
მსაჯები: გ.გველესიანი, თ. ბჟალავა; დელეგატი ლ. გელაშვილი
13 დეკ. |
თ | მ | ფ | წ | გატ-გაშ | ქ | ||||||||||||
BSB ბათუმი | 4 | 4 | 0 | 0 | 148-87 | 8 | ||||||||||||
ქუთაისი | 3 | 2 | 0 | 1 | 124-79 | 4 | ||||||||||||
სამტრედია | 2 | 1 | 0 | 1 | 63-71 | 2 | ||||||||||||
წყალტუბო | 3 | 1 | 0 | 2 | 72-89 | 2 | ||||||||||||
ფოთი | 3 | 1 | 0 | 2 | 71-91 | 2 | ||||||||||||
ქარიშხალა | 4 | 1 | 0 | 3 | 107-153 | 2 | ||||||||||||
პეგასი | 1 | 0 | 0 | 1 | 27-42 | 0 |
10 დეკემბერი
ქარიშხალა – წყალტუბო 27-26
BSB ბათუმი – ფოთი 38-14
პეგასი – ქუთაისი 27-42
11 დეკემბერი
BSB ბათუმი – წყალტუბო 40-20
ქარიშხალა – ფოთი 27-35
12 დეკემბერი
ქარიშხალა – ქუთაისი 20-54
BSB ბათუმი – სამტრედია 38-25
განახლდება იანვარში
ფოტო: მალხაზ ადამია, სამტრედია