ოქროს ვერძის პირველი გამარჯვება
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 40-20 დამარცხა წყალტუბოს პრომეთე და 4 ქულით ლიდერობს. ფოთის ოქროს ვერძმა მოუგო თბილისის ქარიშხალას, 35-27.
ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა გუშინდელი სცენარით ითამაშა: პირველ ტაიმში სასტარტო შემადგენლობამ დიდი სხვაობით მოიგო, 26-8, მეორეში კი ახალგაზრდებმა უპირატესობა ცოტათი გაზარდეს, 40-20.
უაღრესად საინტერესო იყო ფოთი ოქროს ვერძისა და თბილისის ქარიშხალას მატჩი. ერთი თვის წინ, საქართველოს თასზე ფოთმა 33-28 მოიგო, დღეს კი თავიდან ქარიშხალა დაწინაურდა. თბილისელთა უპირატესობა ერთი პირობა 4 ბურთამდე ავიდა – 14-10. ქარიშხალას მწვრთნელები დაცვაში 4-2 განლაგებას იყენებდნენ და ამან პირველ ტაიმში გაამართლა. შეტევაში საუკეთესოები იყვნენ უკანახაზელი გიორგი მუშკუდიანი და ხაზის მოთამაშე ლაშა გურასპაული. ქარიშხალა სულ წინ იყო და ტაიმი 18-16 მოიგო.
მაგრამ დაიწყო მეორე ნახევარი და მეტოქის დაცვით განლაგებას კარგად აუღო ალღო სწრაფმა გამთამაშებელმა რევაზ დიდიამ, რომელმაც რამდენჯერმე ეფექტურად გაარღვია ქარიშხალას დაცვის ოთხკაციანი მწყობრი. ფოთი მალევე წამოეწია მეტოქეს, თავად გავიდა წინ 4 ბურთით და დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამარჯვებულის ვინაობა იოლი გამოსაცნობი იყო – ფოთმა 35-27 მოიგო. ოქროს ვერძში დიდიას გარდა გამოირჩეოდნენ ომიკო ალანია 11 გოლით, გელა ჟვანია (7) და 16 წლის გიგა მელიავა (7). ქარიშხალაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა 16 წლის ცაციამ, ლუკა მუკბანიანმა.
მესამე დღევანდელი თამაში, პეგასი-სამტრედია გადაიდო და მომდევნო ორი დღის კალენდარიც შეიცვალა. ხვალ თამაშობენ ფოთი – წყალტუბო, ქარიშხალა – ქუთაისი და BSB ბათუმი – სამტრედია. კვირას ოლიმპიურ არენაზე ჯერ გამოვლენ ქარიშხალა და სამტრედია, ხოლო 14 საათზე პირველი წრის მთავარი მატჩია: BSB ბათუმი – ქუთაისი.
5 ნათამაშები მატჩის შემდეგ ბათუმს 2-2 ქულით მიჰყვებიან ქუთაისი, ქარიშხალა და ფოთი.
ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი იხილეთ ხელბურთის ფედერაციის არხზე:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2020-21
უმაღლესი ლიგა, კაცები
თბილისის ოლიმპიური სასახლე, 11 დეკემბერი
BSB ბათუმი – პრომეთე წყალტუბო 40-20
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – აბრამიშვილი 10, მაისურაძე 6, თურმანიძე 6, ახალბედაშვილი 4, ბერძენიშვილი 3, ფარტენაძე 3, გიორგაძე 2, კაკულია 2, ცხადაია 2, მსხვილიძე 1, ბაინაზიშვილი 1, ლაპიაშვილი
წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ი. ქაშიბაძე 7, ფანცხავა 6, გველესიანი 5, კოვზირიძე 2, ასათიანი, კირთაძე, ს. ქაშიბაძე, აფხაძე, მუკბანიანი
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი; დელეგატი გ. ბროლაძე
ქარიშხალა – ოქროს ვერძი ფოთი 27-35
ქარ: ალიევი, ქირია, გაბიდაური – გ. მუკბანიანი 6, გურასპაული 6, ლ. მუკბანიანი 5, მიხელიძე 4, თურქაძე 3, ჩაფიძე 2, ფანჩვიძე 1, ბეინაშვილი, ძაგნიძე, თხილაფა, შარიფაშვილი
ფოთ: ცერცვაძე, ბ. კეკუა, გოგოხია, თ. კეკუა – ალანია 11, მელიავა 7, ჟვანია 7, დიდია 6, ფანცულაია 2, ბერაია 1, ბჟალავა 1, სიორდია
მსაჯები: ი. ჭკუასელი, თ. კევლიშვილი, დელეგატი ლ. მარგიანი
12 დეკემბერი
12:00 ფოთი – წყალტუბო
14:00 ქარიშხალა – ქუთაისი
16:00 BSB ბათუმი – სამტრედია
13 დეკემბერი
12:00 ქარიშხალა – სამტრედია
14:00 BSB ბათუმი – ქუთაისი
// 10 დეკემბერი
ქარიშხალა – წყალტუბო 27-26
BSB ბათუმი – ფოთი 38-14
პეგასი – ქუთაისი 27-42