მსოფლიო ჩემპიონი გავარდნას გადაურჩა
დანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ეტაპი დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონმა ჰოლანდიამ მთავარი რაუნდის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა.
C ჯგუფის პირველ მატჩში ხორვატიამ 25-24 დამარცხა სერბეთი და მეორე ეტაპზე 4 ქულით გავიდა.
სერბეთი – ხორვატია, 24-25: https://www.youtube.com/watch?v=WDMzJmc2aXI
ამის შემდეგ უნგრეთმაც გაინაღდა მთავარ რაუნდში გასვლა, ოღონდ ჰოლანდიასთან მოგება მაინც სჭირდებოდა – ასეთ შემთხვევაში უნგრელები სერბებთან ერთად გადიოდნენ მეორე ეტაპზე და მათთან მოგებასაც (38-26) გაიყოლებდნენ.
უნგრეთი მე-40 წუთამდე წინ იყო, სანამ კელი დულფერი გაათანაბრებდა 20-20. ამის შემდეგ ჰოლანდიამ 28-24 მოიგო და ჯგუფში ასეთი სიტუაცია შეიქმნა: ჰოლანდიამ, უნგრეთმა და სერბეთმა 2-2 ქულა დააგროვეს. ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში უნგრეთს ბურთების სხვაობა +8 ჰქონდა, ჰოლანდიას – 0, სერბეთს -8. სერბეთი გავარდა, უნგრეთი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ მეორე ეტაპს ჰოლანდია დაიწყებს 2 ქულით, უნგრეთთან მოგების წყალობით.
ჰოლანდია – უნგრეთი 28-24: https://www.youtube.com/watch?v=57H0iyWmdrM
A ჯგუფში საქმე უფრო მარტივად იყო. მონტენეგრო და სლოვენია მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ და მონტენეგრომ ძლივს შეინარჩუნა შვიდბურთიანი უპირატესობა, რომელიც 48-ე წუთზე ჰქონდა: 24-17 და 26-25.
მონტენეგრო – სლოვენია 26-25: https://www.youtube.com/watch?v=rSn4u2LI6S4
ბოლო მატჩი იყო დანია საფრანგეთი – ჯგუფში პირველობისა და მეორე ეტაპზე 4 ქულით გასასვლელად. დანიამ ბოლომდე იბრძოლა ევროპოის 2018 წლის ჩემპიონის წინააღმდეგ და ტაიმი 11-12 წააგო, მაგრამ მეორეში ვერაფერი მოუხერხა ფრანგების დაცვასა და მეკარეებს. ამანდინ ლენომ 11 დარტყმა მოიგერია, მისი შემცვლელი კლეოპატრა დარლო კი სულ ორჯერ გავიდა მოედანზე და სამივე დარტყმა აიღო – ორი შვიდმეტრიანი და ერთი დამატება მოგერიების შემდეგ.
საფრანგეთი – დანია 23-20: https://www.youtube.com/watch?v=YNIFUko0NxE
დღეს ჩემპიონატზე დასვენებაა, ხვალიდან კი მთავარი რაუნდის მატჩები იწყება. აქედან ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ფინალი 20 დეკემბერსაა ჰერნინგში.
ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია
პირველი ჯგუფური ეტაპი, 8 დეკემბერი
მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
A ჯგუფი. ჰერნინგი // საფრანგეთი 6, დანია 4, მონტენეგრო 2 – სლოვენია 0
მონტენეგრო – სლოვენია 26-25
მნტ: ბატინოვიჩი (10 სეივი), ბაბოვიჩი (2) – რადიჩევიჩი 9; დესპოტოვიჩი 6; იაუკოვიჩი 5; მეჰმედოვიჩი 3; გრბიჩი 2; რამუსოვიჩი 1
სლნ: პანძიჩი (6), ზეცი (6); გროსი 7; სტანკო 5; სვეტიკი 4; ომორეგი 3; კლემენჩიჩი, ლიეპოია 2; ჩოპი, გომილარი 1
საფრანგეთი – დანია 23-20
საფ: ლენო (11), დარლო (3); ზაადი, კანორი 5; ფოპა 3; კოატანეა, კუიატე, ლაკრაბერი 2; ვალენტინი, დემბელე, სერსიენი, ფლიპი 1
დან: ტოფტი (6), რაინჰარდტი (5); ჰანსენი, იორგენსენი, ბიდსტრუპი 4; ტრანბორგი 3; ნოლსოი, ოსტერგორი 2; ჰაუგსტედი 1
4 დეკემბერი. საფრანგეთი – მონტენეგრო 24-23, დანია – სლოვენია 30-23
6 დეკემბერი. სლოვენია – საფრანგეთი 17-27, მონტენეგრო – დანია 19-28
C ჯგუფი. კოლდინგი // ხორვატია 6, უნგრეთი 2 (+8), ჰოლანდია 2 (0) – სერბეთი 2 (-8)
სერბეთი – ხორვატია 24-25
სრბ: ტომაშევიჩი (8); კრპეჟ-შლეზაკი 5; ლავკო, სტოილიკოვიჩი 4; პოპ-ლაზიჩი, ტრიფუნოვიჩი, ლისცევიჩი 3; რადოსავლიევიჩი 2
ხორ: პიევიჩი (7); კრშნიკი 6; მიჩიევიჩი 5; ლ. კალაუსი 4; მამიჩი 3; დებელიჩი, ს. პოშავეცი 2; პ. პოშავეცი, ბლაჟევიჩი, პრკაჩინი 1
ჰოლანდია – უნგრეთი 28-24
ჰოლ: ვესტერი (9); დულფერი 8; მალესტაინი 5; ჰოუსჰერი, ვან დერ ჰაიდენი, სნელდერი 3; ბონტი, ვან ვეტერინგი 2; აბინგჰი, ნუსერი 1
უნგ: ბირო (8); სოლოში, ჰაფრა, კოვაჩიჩი 4; ლუკაჩი 3; ტოვიზი, მარტონი, კლუიბერი, ჰელემბაი 2; შაცლი 1
4-5 დეკემბერი. უნგრეთი – ხორვატია 22-24, ჰოლანდია – სერბეთი 25-29
6 დეკემბერი. სერბეთი – უნგრეთი 26-38, ხორვატია – ჰოლანდია 27-25
B ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 6, შვედეთი 3, ესპანეთი 3 – ჩეხეთი 0
D ჯგუფი. კოლდინგი // ნორვეგია 6, გერმანია 3, რუმინეთი 2 – პოლონეთი 1
მთავარი რაუნდი. 10-15 დეკემბერი
1 ჯგუფი. ჰერნინგი
რუსეთი 4 ქულა, საფრანგეთი 4, დანია 2, შვედეთი 1, ესპანეთი 1, მონტენეგრო 0
10 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო – რუსეთი, 23:30 საფრანგეთი – ესპანეთი
11 დეკემბერი: 21:15 საფრანგეთი – რუსეთი, 23:30 დანია – შვედეთი
13 დეკემბერი: 21:15 მონტენეგრო – შვედეთი, 23:30 დანია – ესპანეთი
15 დეკ: 19:00 მონტენეგრო – ესპანეთი, 21:15 საფრანგეთი – შვედეთი, 23:30 დანია – რუსეთი
1 ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები: რუს-ესპ 31-22, ესპ-შვდ 23-23, რუს-შვდ 30-26,
საფ-მნტ 24-23, დან-მნტ 28-19, საფ-დან 23-20
2 ჯგუფი. კოლდინგი
ნორვეგია 4, ხორვატია 4, ჰოლანდია 2, გერმანია 2, უნგრეთი 0, რუმინეთი 0
10 დეკემბერი. 21:15 ხორვატია – რუმინეთი, 23:30 ჰოლანდია – ნორვეგია
12 დეკემბერი: 19:00 უნგრეთი – გერმანია, 21:15 ხორვატია – ნორვეგია,
14 დეკემბერი: 21:15 ჰოლანდია – გერმანია, 23:30 უნგრეთი – რუმინეთი
15 დეკ: 19:00 ჰოლანდია – რუმინეთი, 21:15 ხორვატია – გერმანია, 23:30 უნგრეთი – ნორვეგია,
1 ეტაპიდან გადმოყოლილი შედეგები: გერ-რუმ 22-19, ნორ-გერ 42-23, ნორ-რუმ 28-20,
ხორ-უნგ 24-22, ხორ-ჰოლ 27-25, ჰოლ-უნგ 28-24
ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი
18 დეკემბერი: ნახევარფინალი, მატჩი 5-6 ადგილებისთვის
20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის