ევროპის ჩემპიონატი 4 მატჩით გაიხსნა
დანიაში დაწყებულ ევროპის ქალთა ჩემპიონატზე გერმანიამ 22-19 დაამარცხა რუმინეთი, რუსეთმა – ესპანეთი 31-22, ნორვეგიამ – პოლონეთი 35-22, შვედეთმა – ჩეხეთი 27-23.
თამაშები ორ ქალაქში მიმდინარეობს. ჰერნინგში მაყურებლების ლიმიტი 500 ადამიანია, კოლდინგში – ნაკლები. ჩემპიონატის მთავარი მასპინძელი უნდა ყოფილიყო ნორვეგია, მაგრამ პანდემიის გამო მთელ შეჯიბრებას დანია უმასპინძლებს.
ჰერნინგში, B ჯგუფში ევრო 2018-ის ფინალისტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსეთმა მეორე ტაიმში გატეხა მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ესპანეთი, 31-22. რუსებს ჩემპიონატზე აკლიათ ტრავმირებული ლიდერი, ანა ვიახირევა.
რუსეთი-ესპანეთი, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=HZ2Yxs6jvpc
შვედებს სერიოზული ბრძოლა დასჭირდათ ჩეხების დასამარცხებლად. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩეხეთი 17-14 ლიდერობდა (36-ე წუთი), მაგრამ შვედეთმა შემდგომი მონკვეთი 7-1 მოიგო: 21-18 (44-ე წუთი)
შვედეთი-ჩეხეთი, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=GCZIjUFwqRM
კოლდინგში, D ჯგუფში, რუმინეთის ნაკრების ლიდერმა, ქრისტინა ნიაგუმ 14 დარტყმიდან მხოლოდ 4 გოლი შეაგდო გერმანიასთან, მისი გუნდი კი 0-4, 2-6 ჩამორჩა, შემდეგ გაათანაბრა 15-15 (38-ე წუთი), მაგრამ მაინც წააგო, 19-22.
რუმინეთი – გერმანია, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=2DlrNuXVQ2s
ევროპის შვიდგზის ჩემპიონმა, ნორვეგიამ ბრძოლა ტიტულის დასაბრუნებლად უძლიერესი შემადგენლობითა და დამაჯერებელი მოგებით დაიწყო პოლონეთთან: 25-22.
ნორვეგია-პოლონეთი, ყველა გოლი: https://www.youtube.com/watch?v=jfNIrMY_164
დღეს 4 მატჩია A და C ჯგუფებში. ბრძოლაში ჩაერთვებიან ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი და მსოფლიო ჩემპიონი ჰოლანდია.
ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია
პირველი ჯგუფური ეტაპი, 3 დეკემბერი
მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
B ჯგუფი. ჰერნინგი
რუსეთი – ესპანეთი 31-22
რ უ ს: სედოიკინა (9 სეივი), კალინინა (3); დმიტრიევა, ბობროვნიკოვა, სკორობოგატჩენკო, კოჟოკარი 4; ფომინა 3; ვედეხინა, საბიროვა, ილინა, მანაგაროვა, სამოხინა 2; ილარიონოვა, მაკეევა 1
ე ს პ: ნავარო (5), კასტელანოსი (1); მარტინი, გუტიერესი, პენია 4; როდრიგესი 3; ერნანდესი 2; ლოპესი, ლ. გონსალესი, მ. გონსალესი, გასამა, ჩაპჩე 1
შვედეთი – ჩეხეთი 27-23
შ ვ დ: იდენი (4), რუდე (7); ბლუმი 5; გულდენი, ლინდკვისტი, ჰაგმანი 4; სტრომბერგი, რასკი 3; პეტრენი 2; რობერტსი, ტორლეიფსდოტირი 1
ჩ ე ხ: კუდლაჩკოვა (13); იერაბკოვა 8; მალა 4; მარციკოვა 3; კნედლიკოვა, კვასოვა, კორდოვსკა, ჰურიხოვა 2
5 დეკემბერი. 21:15 ჩეხეთი – რუსეთი, 23:30 ესპანეთი – შვედეთი
7 დეკემბერი. 21:15 ესპანეთი – ჩეხეთი, 23:30 რუეთი – შვედეთი
D ჯგუფი. კოლდინგი
რუმინეთი – გერმანია 19-22
რ უ მ: დუმანსკა (15); ნიაგუ 4, ბუჩესკი, ოსტასე, ლასლო 3; იოვანესკუ 2; სერაფიჩიანუ, დინკა, პოპა, იუგანუ 1
გ ე რ: ეკერლე (8); ნაიძინავუჩუსი, ბოლკი, მაიდჰოფი 4; ლაუენროტი 3; ზაპფი, ბერგერი 2; გრიზელსი, შმიტსი, მინევსკაია 1
ნორვეგია – პოლონეთი 35-22
ნ ო რ: სანდო (1), გრანლუნდი (8); რაისტადი, მორკი 6; აუნე, ჰერემი 5; ოფტედალი 3; ბრატსეტი, იაკობსენი, კრისტიანსენი, სკუგრანდი 2; ლოკე, არნცენი 1
პ ო ლ: გავლიკი (6), პლაჩეკი (1); გეგა 6; როსიაკი, ნოცუნი 3; ვაბუდა, ზიხი, დრაბიკი, ნოსეკი 2; გრჟიბი, კოხანიაკი 1
5 დეკემბერი. 19:00 პოლონეთი – რუმინეთი, 21:15 გერმანია – ნორვეგია
7 დეკემბერი. 21:15 გერმანია – პოლონეთი, 23:30 რუმინეთი – ნორვეგია
A ჯგუფი. ჰერნინგი
4 დეკემბერი. 21:15 საფრანგეთი – მონტენეგრო (სილკ 3), 23:30 დანია – სლოვენია (EHF-TV)
6 დეკემბერი. 21:15 სლოვენია – საფრანგეთი, 23:30 მონტენეგრო – დანია
8 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო – სლოვენია, 23:30 საფრანგეთი – დანია
C ჯგუფი. კოლდინგი
4 დეკემბერი. 21:15 უნგრეთი – ხორვატია (სილკ 1), 23:30 ჰოლანდია – სერბეთი (სილკ 3)
6 დეკემბერი. 21:15 სერბეთი – უნგრეთი, 23:30 ხორვატია – ჰოლანდია
8 დეკემბერი. 21:15 სერბეთი – ხორვატია, 23:30 ჰოლანდია – უნგრეთი
მეორე ჯგუფური ეტაპი. 10-15 დეკემბერი
1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი
2 ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი
ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი
18 დეკემბერი: ნახევარფინალი, მატჩი 5-6 ადგილებისთვის
20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის