ცსკა დანიაში დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურის მთავარ მატჩში დანიის ოდენსემ პირველი დამარცხება აგემა რუსეთის ცეესკას – 26-25.
ცსკა ბოლო 5 წუთის წინ 24-21 წინ იყო, მაგრამ დაბოლოება 1-5 წააგო, რაც ოდენსეს ჰოლანდიელი ბომბარდირის, ლუის აბინგჰის 9 გოლისა და დანიელი მეკარის, ალთეა რაინჰარდტის 11 სეივის დამსახურებაა.
მეორე დანიურ-რუსულ მატჩში ესბიერგი ბოლომდე ებრძოლა სევე დაუმარცხებელ როსტოვს და სფინაო სირენის შემდეგ გათანაბრების შანსიც მიიღო, მაგრამ მარიტ იაკობსენმა შვიდმეტრიანი ვერ გაიტანა, 24-25.
როსტოვთან ერთად წაუგებელია კიდევ ორი გუნდი, რომელსაც აამ ტურში არ უშამაშია – უნგრეთის დიორი და ნორვეგიის კრისტიანსანდი.
მომდევნო უქმეებზე მეცხრე ტურია, რის შემდეგაც ქალთა ლიგა იანვრამდე არდდეგებზე გავა, დეკემბერში კი ევროპის ჩემპიონატის დანიასა და ნორვეგიაში.
ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 8 ტური. 15-17 ნოემბერი
1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში
A ჯგუფი. ბუკურეშტი 11 ქულა (7 თამაში), როსტოვი 11 (6), კრისტიანსანდი 7 (4), მეცი 6 (5), ფერენცვაროში 6 (6), კრიმი 4 (7), ესბიერგი 3 (7), ბიტიგჰაიმი 2 (8)
CSM ბუკურეშტი (რუმ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 22-22
ლაზოვიჩი 8, მარტინი 7 – სერსიენი 6, პლეტიკოშიჩი 6
ესბიერგი (დან) – როსტოვი (რუს) 24-25
ბრაისტოლი 6, პოულსენი (11) – მანაგაროვა 6, კალინინა (14)
ბიტიგჰაიმი (გერ) – ფერენცვაროში (უნგ) 25-29
სმიტსი 6, მაიდჰოფი 6, სანდო (15) – კლუიბერი 8, კოვაჩიჩი 5, შაცლი 5
მეცი (საფ) – კრისტიანსანდი (ნორ) – გადაიდო
B ჯგუფი. დიორი 12 (7), ბრესტი 12 (8), ცსკა 11 (7), ოდენსე 10 (8), ბუდუჩნოსტი 5 (6), პოდრავკა 2 (6), დორტმუნდი 2 (7), ვალჩეა 0 (5)
პოდრავკა ვეგეტა (ხორ) – ბრესტ–ბრეტონი (საფ) 29-33
მილოსავლიევიჩი 12 – პოპ-ლაზიჩი 8, გროსი 8, ნიაკატე 7
ბუდუჩნოსტი (მნტ) – რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 29-28
ლეკიჩი 7, ვუკჩევიჩი 6 – ელღაუი 8 ლოპესი 6, ბატინოვიჩი (10)
ოდენსე (დან) – ცსკა (რუს) 26-25
აბინგჰი 9, რაინჰარდტი (11 სეივი) – ილინა 6, დმიტრიევა 5
7 ტურიდან: ბრესტ–ბრეტონი (საფ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 32-25
ნიაკატე 6, ტუბლანი 6, დარლო (12) – მილოსავლიევიჩი 11, დუმანსკა (11)
9 ტური: 21-22 ნოემბერს