ევროპის თასისთვის ორი ქართველი იბრძოლებს
ნოემბერში, ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალში ორი ქართველი ხელბურთელი ითამაშებს – ქეთევან ვენეცკი და მედეა ჩოხელი.
ჩოხელის მაკედონიური გუნდი, კუმანოვო ამ ეტაპზე პირდაპირ დაუშვეს, ხოლო ვენეცკის ისტოგუმ კვალიფიკაციის მეორე მატჩიც მოუგო ვუშტრიას 31-24. ორი კოსოვოური კლუბის პირველი თამაშიც ისტოგუს გამარჯვებით დასრულდა, 26-21. ვენეცკიმ პირველ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მეორეში – 4.
მეთექვსმეტედფინალის წილისყრა მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს, თამაშები კი 14-15 და 21 -22 ნოემბერსაა დანიშნული.
ევროპის თასი წლეულს პირველად იმართება. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ახალ სეზონში ევროტურნირების სტრუქტურა შეცვალა – ჩემპიონთა ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-მდე შემცირდა, დანარჩენი კლუბები კი გადანაწილდნენ ევროპის ლიგასა და ევროპის თასზე.
17 ოქტომბერი, ევროპის თასი. ისტოგუ (კოს) – ვუშტრია (კოს) 31-24 (პირველი მატჩი 26-21)
ისტ: აჰმეტჯეკაი, შენდადი – მურატოვიჩი 10, რუგოვა 9, ვენეცკი 4, უიკიჩი 3, ჰეტემი 2, ფეიზაი 1, შათრი 1, ბერიშა 1, ფერატაი, რეჯაი, ჰალიტაი, მილატოვიჩი
მეთექვსმეტედფინალის მონაწილეები: ელჩე (ესპ), ლოკომოტივა ზაგრები (ხორ), იაგოდინა (სრბ), უნირეკი (ჰოლ), იალიკავაკი (თურ), ტოიოტა (პორ), ვიქტორია (ბლრ), აზერიოლი (აზე), კუმანოვო (მკდ), პაოკი (საბ), ფერიზაი (კოს), ნოიშტადტი (ავს), გრუდე (ბოს), ცუგი (შვც), სალერნო (იტა), სლავია (ჩეხ), კერიენგი (ლუქ), რუდარი (მნტ), პორი (ისლ), კავალიერი (მლტ), ჰალიჩანკა (უკრ), ატლეტიკო გვარდესი (ესპ), ბელოვარი (ხორ) – ისტოგუ (კოს), მესტრინო (იტა), ნიში (სრბ), მურატფაშა (თურ), იზმირი (თურ), მალაგა (ესპ), გრანოლერსი (ესპ), იგლზი (შვც), ვესტფრიზლანდი (ჰოლ)/გრან კანარია (ესპ)
თამაშები: 14-15, 21-22 ნოემბერს