ფინალური ოთხეულები ცნობილია
ურეკში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური ქვიშის ხელბურთში. ორდღიანი ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები.
კაცებში თბილისის ფაკუნდო ეთამაშება აჭარის გუნდს, ხოლო პირველი ეტაპის გამარჯვებული, ქუთაისი 2015 – შარშანდელ ჩემპიონს, გორს. ქალებში წყვილები ასეთია: ყვარელი – სამტრედია, ფოთი – აჭარა.
კაცებში მოულოდნელობა შემოგვთავაზა აჭარის გუნდმა, ვინც 2-0 დაამარცხა პირველი ტურის ფინალისტი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ და ოთხეულში მოხვდა.
ქალთა ოთხეული ზუსტად ისეთივეა, როგორც პირველ შეჯიბრებაში, რომელიც ურეკში ივლისში გაიმართა. სენსაცია შეეძლო შეესრულებინა ხელბურთის აკადემიის გუნდს, სადაც ძირითადად გოგონათა ნაკრების წევრები თამაშობდნენ: ამ გუნდმა 2-1 დაამარცხა ფოთი, ფოთმა კი მოუგო შარშანდელ ჩემპიონს, ყვარლის „დურუჯს“ 2-1. გადამწყვეტი გამოდგა ყვარლისა და აკადემიის თამაში, რომელიც „დურუჯმა“ 2-0 მოიგო და სეტების უკეთესი სხვაობით გავიდა ნახევარფინალში, ფოთის „ოქროს ვერძთან“ ერთად.
ხვალ თამაშები 9 საათიდან იწყება. 10:45 საათიდან ნახევარფინალებია, ხოლო 16 საათიდან – ფინალები. გადამწყვეტ მატჩებს პირდაპირ ეთერში გადასცემს ტელეკომპანია GMS. სტრიმი იქნება ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზეც.
საქართველოს 2020 წლის ჩემპიონები ორი ტურნირის ჯამში დაგროვილი ქულებით გამოვლინდებიან.
ქვიშის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2020. მეორე ტური. ურეკი, 21-23 აგვისტო
კაცები
A ჯგუფი: ფაკუნდო (თბილისი) 8, ქუთაისი-2015 8 / პრომეთე (წყალტუბო) 6 / ოქროს ვერძი (ფოთი) 6 / ლოკომოტივი (სამტრედია) 2 / მაჭახელა (ხელვაჩაური) 0
ფაკუნდო (თბ) – ფოთი 0-2, ქუთაისი – ფოთი 2-1, ფაკუნდო (თბ) – ლოკომოტივი (სამტ) 2-0, პრომეთე (წყ) – მაჭახელა (ხელვ) 2-0, ქუთაისი – ლოკომოტივი (სამტ) 2-0, ფაკუნდო (თბ) – პრომეთე (წყ) 2-0, მაჭახელა (ხელვ) – ქუთაისი 0-2, ფოთი – მაჭახელა (ხელვ) 2-0, პრომეთე (წყ) – ქუთაისი 0-2, ფაკუნდო (თბ) – მაჭახელა (ხელვ) 2-0, ლოკომოტივი (სამტ) – ფოთი 0-2, პრომეთე (წყ) – ფოთი 2-1, მაჭახელა (ხელვ) – ლოკომოტივი (სამტ) 0-2, ქუთაისი – ფაკუნდო (თბ) 0-2, ლოკომოტივი (სამტ) – პრომეთე (წყ) 0-2
B ჯგუფი: პანდა (გორი) 8, აჭარა 6 / BSB ბათუმი 4 / შადრევანი (წყალტუბო) 2 / აია (ქუთაისი) 0
პანდა (გორი) – აჭარა 2-0, ბათუმი – აია (ქუთ) 2-0, აჭარა – შადრევანი (წყ) 2-0, აია (ქუთ) – პანდა (გორი) 0-2, შადრევანი (წყ) – ბათუმი 0-2, აია (ქუთ) – შადრევანი (წყ) 1-2, აჭარა – ბათუმი 2-0, პანდა (გორი) – შადრევანი (წყ) 2-1, აჭარა – აია (ქუთ) 2-0, ბათუმი – პანდა (გორი) 0-2
ქალები
A ჯგუფი: დურუჯი (ყვარელი) 6, ოქროს ვერძი (ფოთი) 6 / ხელბურთის აკადემია (თბილისი) 6 / არგო (გორი) 2 / თოლია (აჭარა) 0
არგო (გორი) – აკადემია 0-2, თოლია (აჭ) – ფოთი 0-2, ფოთი – არგო (გორი) 2-0, თოლია (აჭ) – აკადემია 1-2, ყვარელი – თოლია (აჭ) 2-0, არგო (გორ) – დურუჯი (ყვარ) 0-2, ფოთი – აკადემია 1-2, დურუჯი (ყვ) – ფოთი 1-2, არგო (გორი) – თოლია (აჭ) 2-0, აკადემია – დურუჯი (ყვ) 0-2
B ჯგუფი: აჭარა 6, სანავარდო (სამტრედია) 4 / BSG ბათუმი 2 / პრომეთე (წყალტუბო) 0
ბათუმი – აჭარა 0-2, სანავარდო (სამტ) – ბათუმი 2-0, აჭარა – პრომეთე (წყ) 2-0, პრომეთე (წყ) – სანავარდო (სამტ) 0-2, ბათუმი – პრომეთე (წყ) 2-0, აჭარა – სანავარდო (სამტ) 2-1
მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, გ. ქავთარაძე, ი. ჭკუასელი, თ. ჩოგოვაძე, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი
დელეგატები: ლ. გელაშვილი, გ. მამაცაშვილი
23 აგვისტო, ფინალები
09:00 (ქალები) აკადემია (თბილისი) – ბსგ ბათუმი 5-6 ადგილები
09:35 ოქროს ვერძი (ფოთი) – შადრევანი (წყალტუბო) 7-8 ადგილები
10:10 (ქალები) არგო (გორი) – პრომეთე (წყალტუბო) 7-8 ადგილები
10:45 ფაკუნდო (თბ) – აჭარა ნახევარფინალი
11:20 (ქალები) დურუჯი (ყვარ) – სანავარდო (სამტ) ნახევარფინალი
11:55 პანდა (გორი) – ქუთაისი 2015 ნახევარფინალი
12:30 (ქალები) აჭარა – ოქროს ვერძი (ფოთი) ნახევარფინალი
13:05 პრომეთე (წყალტუბო) – ბსბ ბათუმი 5-6 ადგილები
13:40 ლოკომოტივი (სამტ) – აია (ქუთაისი) 9-10 ადგილები
16:30 ქალები, ბრინჯაოს ფინალი
17:10 კაცები, ბრინჯაოს ფინალი
18:00 ქალების ფინალი
19:00 კაცების ფინალი
საერთო ჩათვლა, პირველი ეტაპის შედეგები:
ქალები: დურუჯი (ყვ) 70 ქულა, აჭარა 60, სანავარდო (სამტ) 50, ოქროს ვერძი (ფოთი) 40, ბსგ ბათუმი 30, თოლია (აჭ) 20, პრომეთე (წყალტუბო) 10
კაცები: ქუთაისი 2015 – 110 ქულა, ბსბ ბათუმი 100, პანდა (გორი) 90, ფაკუნდო (თბ) 80, ლოკომოტოვი (სამტ) 70, ოქროს ვერძი (ფოთი) 60, აჭარა 50, პრომეთე (წყ) 40, აია (ქუთ) 30, შადრევანი (წყ) 20. მაჭახელა (ხელვ) 10