მაკედონიის სუპერლიგას სამი ქართველი დაემატა
ხელბურთელთა ნაკრების სამი წევრი, ზურაბ ცინცაძე, ხაზეინ რუსტამოვი და მირიან გავაშელიშვილი მაკედონიის სუპერლიგის კლუბ პრილეპში გადავიდა. ახალ გუნდში ისინი შეურეთდებიან რევაზ ჭანტურიას, რომელიც მაკედონიისვე მეტალურგიდან გადავიდა პრილეპში.
ცინცაძის, რუსტამოვისა და გავაშელიშვილისთვის პრილეპი პირველი უცხოური კლუბია.
24 წლის მეკარე ზურაბ ცინცაძე 2016 წლიდან თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. საკლუბო დონეზე მას თბილისის პეგასსა და იმედში უთამაშია, სადაც 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მარცხენა გარემარბი ხაზეინ რუსტამოვი 22 წლისაა. უთამაშია ჭაბუკთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპპიონატებზე, ეროვნულ გუნდში დებიუტი კი მასაც 2016 წელს ჰქონდა. საქართველოს ჩემპიონატში ის ჯერ იმედის, შემდეგ კი ქუთაისის შემადგენლობაში გამოდიოდა. რუსტამოვმა და ცინცაძემ 2019 წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში IHF თასი მოიგეს.
20 წლის უკანახაზელი მირიან გავაშელიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ეროვნული გუნდის კანდიდატია. რუსთავის ხელბურთის სკოლის აღზრდილია, უმაღლეს ლიგაში კი იმედის ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება 38 წლის ვეტერანს, რევაზ ჭანტურიას, ის 2004 წლიდან მაკედონიაშია. იქაურ გრანდში, სკოპიეს მეტალურგში უთამაშია ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე გამოდიოდა ვარდარში, პელისტერსა და სტრუმიცაში, ხოლო წინა სეზონი მეტალურგში გაატარა ირაკლი კბილაშვილთან ერთად. ახალ კლუბში ჭანტურია მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ახლა კი პრილეპის მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა გორან კუზმანოვსკიმ მიიწვია.
პრილეპი მაკედონიის ბოლო, შეწყვეტილ ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იყო. ამ კლუბში 2016-17 სეზონში თამაშობდა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, რომელმაც თავისი უცხოური კარიერა სწორედ პრილეპში დაიწყო.
მაკედონიის 2020-21 წლების ჩემპონატი ახალი ფორმატით გაიმართება. სუპერლიგას 4 ახალი გუნდი დაემატა. პირველ ეტაპზე 2 ჯგუფად გაყოფილი ითამაშებს 14 გუნდი.
A ჯგუფი: ოჰრიდი, სტრუგა, პროლეტი, რადოვიში, ასტარიონი, კისელა ვოდა, კლუბ 7
B ჯგუფი: პრილეპი, მეტალურგი, რაბოტნიჩკი, ბუტელ სკოპიე, მლადოსტ ბოგდანცი, ტიკვეში, ეუროფარმ პელისტერ-2.
თითო ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას აგრძელებს ჩემპიონობისთვის. ამ 6 გუნდს დაემატება სკოპიეს ვარდარი და ეუროფარმ რაბოტნიკი და საჩემპიონო პლეიოფს შექმნის. დანარჩენი 8 გუნდი პლეიაუტში ითამაშებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.
თითო ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას აგრძელებს ჩემპიონობისთვის. ამ 6 გუნდს დაემატება სკოპიეს ვარდარი და ეუროფარმ რაბოტნიკი და საჩემპიონო პლეიოფს შექმნის. დანარჩენი 8 გუნდი პლეიაუტში ითამაშებენ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.