ურეკის ტურნირი ქუთაისმა და ყვარელმა მოიგეს

ურეკში გაიმართა ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტურის პირველი შეჯიბრება, რომელიც მოიგეს ქუთაისის კაცთა და ყვარლის ქალთა გუნდებმა. 

ეს იყო პირველი სახელბურთო შეჯიბრება, რომელიც პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ გაიმართა. პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტური ზედიზედ მეექვსედ ეწყობა. ურეკის მოედანზე ქალთა 7 და კაცების 11 გუნდი შეიკრიბა.

ქალთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა შარშანდელმა ჩემპიონმა, ყვარლის გუნდმა, რომელიც თავიდანვე ფავორიტი იყო. ყვარლელებს ეროვნული ნაკრების რამდენიმე ხელბურთელის (ქიტესაშვილი, კუნელაშვილი, თეთრაშვილი) გარდა, ჰყავდათ მაკედონიის კუმანოვოს ლიდერი მედეა ჩოხელი და ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს, ხოლო თინა ქიტესაშვილმა ფინალში 16 ქულა დააგროვა. მეორე-მესამე ადგილზე გავიდნენ აჭარისა და სამტრედიის გუნდები.

კაცების ფინალში ქართული ხელბურთის ბოლოდროინდელი ლიდერები, ქუთაისი და ბათუმის შავი ზღვის ბიჭები გავიდნენ. ქუთაისი საბრძოლო შემადგენლობით იყო, ხოლო ბათუმელები მთლიანად ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდით თამაშობდნენ და მათი გამარჯვება ნახევარფინალში, თბილისის ფაკუნდოსთან (2-1) სენსაცია იყო.

ფაკუნდო სპეციალურად ქვიშის ხელბურთისთვის შეკრებილი გუნდია და იქ ბევრი იყო ეროვნული ნაკრების მოთამაშე (დიხამინჯია, აბრამიშვილი, მაისურაძე, მიქავა, ტორონჯაძე, წითელიშვილი…). თბილისელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, და ჯგუფურ რაუნდში ყველა მატჩი მოიგეს, მაგრა ნახევარფინალი ბათუმთან დათმეს მესამე სეტში, შუთაუტში, შემდეგ კი დამარცხდნენ მესამე ადგილისთვის მატჩში, ტურის შარშანდელ გამარჯვებულ გორის  გუნდთან. ფინალში ქუთაისმა ბათუმს ორივე ხელი, 19-16, 22-17 მოუგო.

დასკვნითი მატჩების სტრიმინგი მოეწყო ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკსა და იუთუბზე, ასევე ტელეკომპანია GMS-ის პირდაპირ ეთერში. ეროვნული ტური მეორე შეჯიბრების გამართვა აგვისტოშია დაგეგმილი. ჩემპიონი 2 ტურნირის ჯამში გამოვლინდება.

ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტური 2020. პირველი შეჯიბრი. ურეკი, 25-26 ივლისი

კაცები

ჯგუფი: გორი 8 ქულა, ბსბ ბათუმი 6 / სამტრედია 4, წყალტუბო-1 2 / ქუთაისი-2 0

გორი – ბსბ ბათუმი 2-0, ქუთაისი-2 – გორი 0-2, წყალტუბო – სამტრედია 0-2, ქუთაისი-2 – ბსბ ბათუმი 0-2, სამტრედია – ქუთაისი-2 2-1, სამტრედია – ბსბ ბათუმი 0-2, გორი – წყალტუბო 2-1, წყალტუბო – ქუთაისი-2 2-0, სამტრედია – გორი 0-2, წყალტუბო – ბსბ ბათუმი 0-2

ჯგუფი: ფაკუნდო (თბ) 10, ქუთაისი-1 8 / ფოთი 6, აჭარა 4 / წყალტუბო-2 2, ხელვაჩაური 0

ფაკუნდო – აჭარა 2-0, ქუთაისი-1 – ფოთი 2-0, ფაკუნდო – წყალტუბო-2 2-0, ხელვაჩაური – ფაკუნდო 0-2, ფოთი – წყალტუბო-2 2-0, ფოთი – აჭარა 2-1, აჭარა – წყალტუბო-2 2-0, ქუთაისი-1 – ხელვაჩაური 2-0, აჭარა – ქუთაისი-1 0-2, ქუთაისი – წყალტუბო-2 2-0, ფაკუნდო – ფოთი 2-1, ხელვაჩაური – აჭარა 0-2, ფოთი – ხელვაჩაური 2-0 ქუთაისი-1 – ფაკუნდო 0-2, წყალტუბო-2 – ხელვაჩაური 2-1

ნახევარფინალი: ქუთაისი – გორი 2-0, ფაკუნდო – ბსბ ბათუმი 1-2

ფინალი: ქუთაისი – ბსბ ბათუმი 2-0 (19-16, 22-17), 3-4. გორი – ფაკუნდო 2-1 (19-18, 18-25, 9-5)

5-6. სამტრედია – ფოთი 2-0, 7-8. წყალტუბო – აჭარა 2-0, 9-10. ქუთაისი-2 – წყალტუბო-2 2-1, 11. ხელვაჩაური

ქალები

ჯგუფი: ყვარელი 4 ქულა, სამტრედია 2 / აჭარა-2 0

ყვარელი – აჭარა-2 2-0, სამტრედია – ყვარელი 1-2, აჭარა – სამტრედია 0-2

ჯგუფი: აჭარა-1 6 ქულა, ფოთი 4 / ბსბ ბათუმი 2, წყალტუბო 0

ფოთი – აჭარა-1 0-2, წყალტუბო – ბსბ ბათუმი 0-2, ფოთი – ბსბ ბათუმი 2-0, აჭარა-1 – წყალტუბო  2-0, ბსბ ბათუმი – აჭარა-1 0-2, ფოთი – წყალტუბო 2-0

ნახევარფინალი: ყვარელი  – ფოთი 2-0, აჭარა-1 – სამტრედია 2-1

ფინალი: ყვარელი – აჭარა 2-0 (12-9, 13-8), 3-4. სამტრედია – ფოთი 2-1 (17-8, 7-10, 3-1)

5-6. ბსბ ბათუმი – აჭარა-2 2-0. 7. წყალტუბო

მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, გ. ქავთარაძე, ი. ჭკუასელი, თ. ჩოგოვაძე

დელეგატები: ლ. გელაშვილი, გ. მამაცაშვილი

Leave a Reply