ყვარელი ახალი ლიდერია

ქალთა უმაღლეს ლიგაში ყვარელმა 40-35 დაამარცხა ქარიშხალა და საქართველოს ჩემპიონატის ახალი ლიდერი გახდა. პეგასმა 37-22 მოუგო მამულს. 

ქარიშხალას ცხრიდან 9 მოგება ჰქონდა, მათ შორის ყვარელთან, პირველ წრეში, 32-30. პირველი ტაიმი ფრედ მორჩა (19-19), მაგრამ მეორე ნახევარში ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონმა აჯობა 2018 წლის პირველობის გამარჯვებულს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

დღეს კიდევ ერთი რევანში შედგა. პეგასს პირველ წრეში 23-27 ჰქონდა წაგებული მამულთან, დღეს კი 37-22 დაამარცხა, ქულებით დაეწია და მეშვიდიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩემპიონატი გაგრძელდება 19-21 ნოემბერს სენაკში, სადაც ერთმანეთში ითამაშებენ სამტრედია, ფოთის ოქროს ვერძი, აჭარა და წყალტუბო პრომეთე. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2020 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 14 თებერვალი, მცხეთა

ქარიშხალა – ყვარელი 35-40

ქარ: არაბაჯევი – ი. ჩხაიძე 9, ა. ჩხაიძე 9, მ. ცინცაძე 7, ქ. ცინცაძე 6, ციცქიშვილი 2, ხმელაძე 2, კირვალიძე, რაზმაძე, კვეკვესკირი, სოლოღაშვილი, ოსიაშვილი

ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 18, თეთრაშვილი 9, სურამლიშვილი 6, თავღორაშვილი 3, სმოიანი 2, ტეტოშვილი 1, აფციაური 1, იოსებაშვილი, ქოჩორაშვილი

მამული – პეგასი 22-37

მამ: გორჯოლაძე – ე. ბერიკაშვილი 8, მურჯიკნელი 5, ველიჯანაშვილი 4, ჯოხაძე 3, ჩუხატურიანი 2, ქობალია, ბერიძე, ა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე, ა. ბერიკაშვილი

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი – ჩხაიძე 10, საბაშვილი 7, კორძაია 6, ტარტარაშვილი 6, ნეფარიძე 3, პაპუაშვილი 2, ე. მაკარაშვილი 2, ქ. მაკარაშვილი 1, ქებაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

გაგრძელდება 19-21 თებერვალს სენაკში

 14 თებ.
      სხვ  
  ყვარელი 10   9   0   1 357-242 18  
  ქარიშხალა 10   9   0   1 299-258 18  
  სამტრედია 7   4   0   3 131-127
8  
  ფოთი 7   3   1   3 138-122 7  
  პეგასი 10   3   0   7 252-273 6  
  მამული 10   3   0   7 219-267 6  
  აჭარა
7   2   1   4 152-143 5  
  წყალტუბო 7   0   0   7 106-222 0  

Leave a Reply