ჩემპიონატმა  მცხეთაში გადაინაცვლა

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ხელბურთში გაგრძელდა მცხეთის სპორტდარბაზში, სადაც ქარიშხალამ 35-20 დაამარცხა მამული, ხოლო ყვარელმა 40-32 მოუგო პეგასს.

ამით ლიდერებმა, ქარიშხალამ და ყვარელმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს, ხოლო ფინალურ ოთხეულში გამსვლელი კიდევ 4 ადგილისთვის მძაფრი ბრძოლა იქნება სამტრედიას, ფოთის ოქროს ვერძს, მამულს, აჭარასა და პეგასს შორის.

ხვალ მცხეთაში კიდევ ორი მატჩია: პეგასი – ქარიშხალა და ყვარელი – მამული, ხოლო ზეგ, ლიდერები, ქარიშხალა და ყვარელი ერთმანეთში ითამაშებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 12 თებერვალი, მცხეთა

ქარიშხალა – მამული 35-20

ქარ: არაბაჯევი 1 – ა. ჩხაიძე 11, მ. ცინცაძე 8, ი. ჩხაიძე 5, ხმელაძე 4, ქ. ცინცაძე 3, კირვალიძე 2, რაზმაძე 1, დოღაძე, კვეკვესკირი, სოლოღაშვილი

მამ: გორჯოლაძე – ველიჯანაშვილი 11, ქობალია 4, ბერიკაშვილი 3, იაშვილი 2, ჩუხატურიანი, მირიანაშვილი, ბერიძე, ა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე

პეგასი – ყვარელი 32-40

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი, გაზდელიანი – საბაშვილი 9. ჩხაიძე 7, კორძაია 5, ტარტარაშვილი 5, პაპუაშვილი 2, სვანიძე 2, ქებაძე 1, ე. მაკარაშვილი 1, ნეფარიძე, ქ. მაკარაშვილი, ჩოგოვაძე  

ყვ: ამონაშვილი – ქიტესაშვილი 18, თეთრაშვილი 13, თავღორაშვილი 4, სურამლიშვილი 3, მ. ტეტოშვილი 2, სმოიანი, აფციაური, იოსებაშვილი, ქოჩორაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – თ. ბჟალავა

 12 თებ.
      სხვ  
  ქარიშხალა 8   8   0   0 229-185 16  
  ყვარელი 8   7   0   1 278-188 14  
  სამტრედია 7   4   0   3 131-127
8  
  ფოთი 7   3   1   3 138-122 7  
  მამული 8   3   0   5 178-191 6  
  აჭარა
7   2   1   4 152-143 5  
  პეგასი 8   2   0   6 182-216 4  
  წყალტუბო 7   0   0   7 106-222 0  

 

 

 

 

 

 

 

 

13 თებერვალი

14:00 პეგასი – ქარიშხალა

15:30 ყვარელი – მამული

14 თებერვალი

14:00 მამული – პეგასი

15:30 ქარიშხალა – ყვარელი

Leave a Reply