ორჯონიკიძის მნიშვნელოვანი მოგება
უნგრეთის ჩემპიონატში მოთამაშე თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბმა, ოროშჰაზიმ სტუმრად 30-27 დაამარცხა დაბაში, 3 გოლი ქართველმა ხელბურთელმა გაიტანა.
ოროშჰაზი უნგრეთის ეროვნული ლიგის დებიუტანტია და უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის. ამ მოგების შემდეგ კლუბმა პირველად დააღწია თავი გასავარდნ ზონას და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.
სქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ამ სეზონში ჩემპიონატის 12 მატჩში ითამაშა და 45 გოლი გაიტანა. ოროშჰაზის სეზონის დასრულებამდე კიდევ 11 მატჩი აქვს სათამაშო. მომდევნოს კლუბი 15 თებერვალს გამართავს უნგრეთის ჩემპიონთან და ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტ ვესპრემთან.
ხელბურთი. უნგრეთი. ეროვნული ლიგა. (მოგება 2 ქულა, ფრე 1, წაგება 0).
1. სეგედი 30 ქულა (16 თამაში), 2. ვესპრემი 28 (14), 3. ტატაბანია 20 (14), 4. დიონდიოში 19 (15), 5. ფერენცვაროში 18 (15), 6. ბალატონფურედი 17 (15), 7. ჩურგოი 17 (15), 8. კომლოი 16 (15), 9. ედერი 12 (15), 10. დაბაში 11 (16), 11. მეზოკოვეშდი 9 (15), 12. ოროშჰაზი 7 (15) — 13. ბუდაკალასი 5 (15), 14. ვაჩი 1 (15)