ბათუმი პირველია, ქუთაისი – მეორე
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 47-22 დაამარცხა სამტრედია და 18 ქულით ლიდერობს. ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება ქუთაისი, რომელმაც 38-29 მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს“.
მესამე-მეოთხე ადგილებზე, 14-14 ქულით არიან სტუ-იმედი და პეგასი. ამით, ფინალურ ოთხეულში გასვლის პრეტენდენტთა წრე გამოიკვეთა, რადგანაც მეხუთე ადგილზე მყოფ სამტრედიას 8 ქულა აქვს, თუმცა, ძირითადი ეტაპის დასრულებამდე ჯერ 11 ტურია.
მეორე წრე გაგრძელდება თბილისში, 17-18 თებერვალს და დასრულდება 11 მარტს. სულ რეგულარულ პირველობაზე გუნდები 21 ტურს ითამაშებენ, ამის შემდეგ კი 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალურ ოთხეულში განაგრძობს.
ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
კაცები, უმაღლესი ლიგა. 5 თებერვალი, ზესტაფონის სპორტის სასახლე
BSB ბათუმი – სამტრედია 47-22
ბათ: ვარშალომიძე – მიქავა 8, ტიელიძე 8, აბრამიშვილი 8, გიორგაძე 7, ლაპიაშვილი 5, გოგოლაძე 3, სიმონია 2, ცხადაია 2, მჟავანაძე 2, თურმანიძე 1, კახიძე 1
სამ: ფახურიძე, დუნდუა – ხელისუფალი 6, ძნელაძე 5, აფრიდონიძე 4, ადამია 2, ნადირაძე 2, ჟვანია 1, ხომერიკი 1, ქავზინაძე 1, ხონელიძე, თევზაძე, კიკაბიძე
წყალტუბო – ქუთაისი 29-38
წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ჯიმშელეიშვილი 9, მ. გველესიანი 8, ქაშიბაძე 5, ფანცხავა 4, ნ. ბაბუნაშვილი 2, მუკბანიანი 1, მეტონიძე, გოდოლაძე, კოვზირიძე, კაპანაძე
ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე – სურმავა 13, ჯუღელი 6, ზარნაძე 4, კობახიძე 4, აბულაძე 4, ლომიძე 3, იმნაძე 2, ფერაძე 1, რუსტამოვი 1
მსაჯები: ი. ჭუასელი – ნ. კევლიშვილი
გაგრძელდება 17 თებერვალს
5 თებ. |
თ | მ | ფ | წ | სხვ | ქ | |||||||||||||
BSB ბათუმი | 10 |
9 |
0 | 1 | 393-268 | 18 |
|||||||||||||
ქუთაისი | 10 |
8 |
0 | 2 | 418-316 | 16 |
|||||||||||||
იმედი სტუ | 10 | 7 | 0 | 3 | 318-264 | 14 | |||||||||||||
პეგასი | 10 | 7 | 0 | 3 | 329-303 | 14 | |||||||||||||
სამტრედია | 10 | 4 | 0 | 6 | 298-360 | 8 | |||||||||||||
გორი | 10 | 3 | 0 | 7 | 321-395 | 6 | |||||||||||||
სპორტუნი | 10 | 2 | 0 | 8 | 308-374 | 4 | |||||||||||||
წყალტუბო | 10 | 0 | 0 | 10 | 241-346 | 0 |