ნაკრები თბილისშია და მზადებას იწყებს
ხელბურთის საკლუბო სეზონში პაუზაა. უცხოეთში მოთამაშე ქართველები საქართველოს ნაკრებში იწყებენ მზადებას იანვრის ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირებისთვის.
საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა წევრი უკვე თბილისშია. დღეს დაიწყო პირველი ხუთდღიანი შეკრება, რომელსაც ბექა ორჯონიკიძე და ფიზმომზადების მწვრთნელი, მარკო შეშუმი უძღვებიან, ვარჯიშები ხუთდღიანი იქნება, საახალწლო პაუზის შემდეგ კი ეროვნული ნაკრები, უკვე სრული შემადგენლობით, მთავარ მწვრთნელ ნიკოლა მაქსიმოვიჩთან და სპორტულ დირექტორ დრაგან ჯუკიჩთან ერთად დაიწყებს მზადების ბოლო ეტაპს.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე 10-12 იანვარს, იტალიის ქალაქ ბენევენტოში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, იტალია და კოსოვო. მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში ერთი გუნდი გადის. 16 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში უკვე ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩი გვაქვს ფინეთთან, 19 იანვარს კი საპასუხო მატჩია რიიჰიმიაკიში. ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული 2020 წლის ოქტომბერში დაიწყებს ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდს, სადაც ევროპის უძლიერესი 32 ნაკრები ფინალური ტურნირის 20 საგზურისთვის ითამაშებს.
სანამ შემოგთავაზებდეთ რეპორტაჟს სანაკრებო მზადების შესახებ, გაეცანით ქართველი ხელბურთელების საკლუბო მონაგარს სეზონის შუაში.
ქართველების კლუბებიდან ბოლოს, 22 დეკემბერს, ითამაშა ერეკლე არსენაშვილის ბრაგამ. კლუბს სეზონის ბოლოს ორი მატჩის ჰქონდა პორტუგალიის გრანდებთან, სპორტინგთან და პორტუსთან და ორჯერვე დამარცხდა, თუმცა, საჩემპიონო ექვსეულში გამსვლელ ადგილს სულ 3 ქულა აშორებს და სათამაშოც კიდევ 7 ტურია.
უნგრეთის ჩემიონატის ბოლო ტურის მატჩში თეიმურაზ ორჯონიკიძემ 6 გოლი გაუტანა უშუალო კონკურენტს, ბუდაკალასს, ოროშჰაზიმ 28-24 მოიგო, მეტოქეს დაეწია და პირადი მოგებით გაუსწრო კიდეც.
საფრანგეთში გიორგი ცხოვრებაძე ბოლო ორ ტურში ორჯერვე იყო მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში – კლუბმა შესვენების წინ ნანტთან 28-29 წააგო, პირველი წრის შემდეგ მეოთხე ადგილზეა, 2 ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ ნანტს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
რუმინეთში ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა თასის ნახევარფინალშია გასული და ჩემპიონატშიც ცხრილის ზედა ნაწილშია, შოთა თევზაძის რეშიცა კი ლიგაში დასარჩენად იბრძვის.
ყველაზე მყარი მდგომარეობა ქართველთა კლუბებს მაკედონიაში აქვთ, სადაც კაცების ჩემპიოინატს რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის მეტალურგი ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე ლექსო წითელიშვილის ოჰრიდია. ქალთა ტურნირზე 12 მატჩიდან 12 მოგებით მედეა ჩოხელის კუმანოვოა პირველ ადგილზე.
რუმინეთის ჩემპიონატი. კონსტანცა: 14 თამაში (7 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება) 23 ქულა, 5 ადგილი (14 გუნდში)
ირაკლი ჩიქოვანი: 14 თამაში/60 გოლი. EHF თასი: 4/16, რუმინეთის თასი: 3/6, ნახევარფინალშია
რეშიცა: 14 (+1, =1, -12) 4 ქულა, 14/14 ადგილი. შოთა თევზაძე: 6 თამაში ჩემპიონატში, 1 თასზე
მაკედონიის ჩემპიონატი. მეტალურგი: 14 თამაში (+12, =2, -0) 38 ქულა, 1/10 ადგილი
რევაზ ჭანტურია: 14 თამაში / 39 გოლი, EHF თასი: 2/6
ირაკლი კბილაშვილი: 12 თამაში / 23 გოლი, EHF თასი: 2/1
ოჰრიდი. 14 თამაში (+12, =1, -1) 37 ქულა, 2/10 ადგილი. ლექსო წითელიშვილი: 13 თამაში / 18 გოლი
ქალები. კუმანოვო 12 თამაში (+12, =0, -0) 36 ქულა, 1/13 ადგილი.
მედეა ჩოხელი: 11 თამაში / 47 გოლი; EHF თასი: 2/13; ბალკანეთს ლიგა: 2/11
პორტუგალიის ჩემპიონატი. ბრაგა 19 თამაში (+8, =2, -9) 37 ქულა, 9/14 ადგილი
ერეკლე არსენაშვილი: 19 თამაში / 42 გოლი
საფრანგეთის ჩემპიონატი. მონპელიე: 13 თამაში (+8, =2, -3) 18 ქულა, 4/14 ადგილი
გიორგი ცხოვრებაძე: 9 თამაში / 1 გოლი, ჩემპიონთა ლიგა: 4/-, საფრანგეთის თასი 1/5 (მერვედფინალშია)
უნგრეთის ჩემპიონატი. ოროშჰაზი 13 თამაში (+2, =1, -10) 5 ქულა, 12/14 ადგილი
თეიმურაზ ორჯონიკიძე: 10 თამაში / 41 გოლი, უნგრეთის თასზე: 2/7
გერმანიის ქალთა მესამე ლიგა. ობერ ეშბახი: 11 თამაში (+2, =1, -8) 5 ქულა 11/12 ადგილი
ქეთი კუნელაშვილი: 6 თამაში / 23 გოლი