ნორვეგია, ჰოლანდია და ესპანეთი ოთხეულში გავიდნენ
ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიაში, ნახევარფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა: რუსეთი – ჰოლანდია, ნორვეგია – ესპანეთი. თამაშები ზეგ გაიმართება. ფინალი კვირასაა. დღე დაიწყო იმით, რომ რუსეთმა 36-26 გაანადგურა ესპანეთი, მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ესპანელები მონტენეგროს იმედად დატოვა: შვედეთი მონტენეგროსთან ნებისმიერი ანგარიშით მოგების შემდეგ ესპანეთს ბურთების სხვაობით აჯობებდა და ნახევარფინალში გავიდოდა.
რუსეთი-ესპანეთი: https://www.youtube.com/watch?v=zECClE0VtdE
პირველ ჯგუფში ჰოლანდიამ 40-33 დაამარცხა კორეა. ამით ჰოლანდიამ სერბეთს გადაუწურა ნახევარფინალში მოხვედრის შანსი, თავად კი სერბების მიერ დანიის დამარცხების შემთხვევაში ფინალურ ოთხეულში გასვლა განაღდებული ექნებოდა.
ჰოლანდია-კორეა: https://www.youtube.com/watch?v=lIV-WdmhHOA
სერბეთი მართლაც უგებდა დანიას, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ, 26-26 დასრულდა. ამით სერბები მაინც დარჩნენ დანიაზე წინ, მაგრამ ჰოლანდიის ბედი გაურკვეველი გახდა: საკმარისი იყო, ნორვეგიასა და გერმანიას ფრედ ეთამაშათ, რომ ორივე გავიდოდა ნახევარფინალში. იაპონიამ 37-20 მოსრა რუმინეთი და მეორე ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩატოვა.
სერბეთი-დანია: https://www.youtube.com/watch?v=SeOU3bc2dYc
დარჩენილი იყო ორი გადამწყვეტი მატჩი, ნორვეგია-გერმანია და შვედეთი-მონტენეგრო. მონტენეგრომ შვედებს ნახევარფინალში გასვლის შანსი არ მისცა, 26-23 მოუგო და თავად გავიდა ჯგუფში მესამე ადგილზე.
ხოლო ნორვეგიასა და გერმანიის ფრეზე გარიგება, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ნორვეგიამ მეორის დასაწყისში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ბოლომდეც შეინარჩუნა 32-29, გერმანია კი პირადი წაგებით სერბეთსაც ჩამორჩა და მხოლოდ მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს.
ასე და ამგვარად პარასკევის ნახევარფინალები ასე დაკომპლექტდა: ნორვეგია-ესპანეთი, რუსეთი-ჰოლანდია. მატჩებს იხილავთ ტელეკომპანია სილკ სპორტზე.
10 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=4E8HfUrlyUY
თითქმის გაირკვა 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურთა ბედი. ოლიმპიადის პირდაპირი კვალიფიკაცია აქვთ მასპინძელ იაპონიას და კონტინენტურ ჩემპიონებს: საფრანგეთს, კორეას, ანგოლასა და ბრაზილიას. მეექვსე პირდაპირ საგზურს მიიღებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო მომდევნო 6 გუნდი გავა საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე, რომელიც 2020 წლის მარტში გაიმართება.
მეორე ეტაპის მონაწილეებიდან საკვალიფიკაციო შეჯიბრის საგზურები უკვე აქვთ ჰოლანდიასა და რუსეთს. შესაბამისად, 6 საგზური გაინაღდა მომდევნო ექვსმა გუნდმა: ნორვეგიამ, ესპანეთმა, სერბეთმა, მონტენეგრომ, შვედეთმა და გერმანიამ. 4 ნახევარფინალისტიდან ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი გახდება და პირდაპირ გავა ოლიმპიადაზე, საკვალიფიკაციო ტურნირის გამოთავისუფლებულ საგზურს კი მიიღებს დანია, ხოლო მე-12 ადგილზე გასულ რუმინეთს შესაძლოა ერგოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დისკვალიფიცირებული რუსეთის ადგილი.
ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020
კუმამოტო, იაპონია. მეორე ჯგუფური რაუნდი, 11 დეკემბერი
1 ჯგუფი——თ—მ–ფ—წ——ბ—–ქ
ნორვეგია——5—4—0—1–146-128–8
ჰოლანდია—-5—3—0—2–153-136–6
სერბეთი——5—2—1—2–139-151–5
გერმანია——5—2—1—2–135-136–5
დანია———-5—1—2—2–123-124–4
კორეა———-5—0—2—3–144-165–2
ჰოლანდია-კორეა 40-33
აბინგჰი 11, პოლმანი 7 – რიუ 9
სერბეთი-დანია 26-26
პოპ-ლაზიჩი 6, ლიშჩევიჩი 5, ტომაშევიჩი 18/44 – ს. იორგენსენი 7, ოსტერგორი 5
ნორვეგია-გერმანია 32-29
ნორ: ბრატსეტი 6, არნცენი 5 (9 პასი), ოფტედალი 5 (9 პასი), იაკობსენი 5, სულბერგი 14/41
გერ: ბიოლკი 6, შმელცერი 4, შტოლე 4, ლაუენროტი 4, მინევსკაია 4, ეკერლე 12/42
2 ჯგუფი——-თ—მ–ფ—წ——ბ——-ქ
რუსეთი——-5—5—0—0—161-117–10
ესპანეთი——5—3—1—1—145-137—7
მონტენეგრო–5—3—0—2—137-137—6
შვედეთი——5—2—1—2—141-132—5
იაპონია——–5—1—0—4—143-150—2
რუმინეთი—–5—0—0—5—102-156—0
ესპანეთი-რუსეთი 26-36
კაბრალი 6 – ფროლოვა 9, ვიახირევა 5, სედოიკინა 13/34
რუმინეთი-იაპონია 20-37
პერიანუ 4, უდრისციოიუ 4 – სასაკი 8, სუნამი 7, კამეტანი 12/31
მონტენეგრო-შვედეთი 23-26
მეჰმედოვიჩი 7, კლიკოვაცი 5, რადიჩევიჩი 5 – ბლომი 7
—
13 დეკემბერი, ნახევარფინალი
12:30 რუსეთი – ჰოლანდია, 16:30 ნორვეგია – ესპანეთი
ფინალი 5-6 ადგ. 09:30 სერბეთი – მონტენეგრო
ფინალი 7-8 ადგ. 06:30 გერმანია – შვედეთი
15 დეკემბერი: ფინალი 16:30, 3 ადგილისთვის 12:30
—
კლასიფიკაცია. 9-24 ადგილები. 9. დანია 10. იაპონია 11. კორეა 12. რუმინეთი 13. საფრანგეთი 14. უნგრეთი 15. ანგოლა 16. არგენტინა 17. ბრაზილია 18. სენეგალი 19. სლოვენია 20. დრ კონგო, 21. კუბა 22. ყაზახეთი 23. ჩინეთი 23. ავსტრალია
სტატისტიკა
ბომბარდირები: რიუ, კორ 69; სტანკო, სლნ 62; აბინგჰი, ჰოლ 56
პასები: რაიჩევიჩი, მნტ 47; ვიახირევა, რუს 46; სუნამი, იაპ 40
გოლი+პასი: რიუ, კორ 69+31; აბინგჰი, ჰოლ 56+26; ოფტედალი, ნორ 42+37
დაცვა. ბლოკი: სენი, რუს 15; ბრატსეტი, ნორ 13; ცვიიჩი, სრბ 11; დულფერი, ჰოლ 11
დაცვა. ჩაჭრა: ტომორი, უნგ 10; სტანკო, სლნ 9, მელეგორი, შვდ 9; კაბრალი, ესპ 9
მეკარეები: ტოფტი, დან 90/229=39%, სულბერგი, ნორ 97/255=38%;
ეკერლე, გერ 96/262=37%; საკო, სნგ 85/228=37%