სამტრედიამ იმედი დაამარცხა  

ოლიმპიურ სასახლეში განახლდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. სპორტის უნივერსიტეტმა 35-20 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს, ხოლო სამტრედიამ 41-33 დაამარცხა ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონი და წინა ორი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი, იმედი-სტუ. 

მეორე მატჩის შედეგი თითქოს მოულოდნელობაა, მაგრამ იმედი წლეულს გადახალისებული შემადგენლობით გამოდის და სამტრედიამ შანსი გამოიყენა. მათ 17-16 მოიგეს პირველი ტაიმი, მეორე ტაიმის შუაში კი კარში ჩადგა ვეტერანი ალექსანდრე ხონელიძე. სამტრედიელებმა სხვაობა 5 ბურთამდე აიყვანეს, მას შემდეგ, რაც იმედმა სხვაობა სამამდე შეამცირა (33-36), ხონელიძემ მატჩის ბოლო 7 წუთში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა. საბოლოოდ სამტრედიამ 41-33 მოიგო და იმედს ქულებით დაეწია. პირველი მატჩი მოიგო სპორტუნმა და წყალტუბო ბოლო ადგილზე დატოვა: 35-20.

ხვალ ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ორი მატჩია: 16:00 სპორტუნი – სამტრედია, 18:00 იმედი-სტუ – წყალტუბო. მეორე ოთხეული – BSB  ბათუმი, ქუთაისი, პეგასი და გორი მეოთხე-მეხუთე ტურის მატჩებს 3-4 დეკემბერს გამართავს ქუთაისის სპორტის სასახლეში. პირველი წრე 18 დეკემბერს დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონი ტრადიციულად გამოვლინდება: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 26 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – წყალტუბო 35-20

სპ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი 1 – ჩაკვეტაძე 8, ჩიკვილაძე 7, ბულბულაშვილი 7, იმნაძე 6, ზურაბიანი 4, იობაშვილი 2, გოდელაშვილი, გულდედავა, დელიბაშვილი

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე – ჯიმშელეიშვილი 9, გ. გველესიანი 4, ხელაძე 4, მ. გველესიანი 1, ქაშიბაძე 1, კოვზირიძე 1, რ. ბაბუნაშვილი, ნ. ბაბუნაშვილი, მუკბანიანი, ფანცხავა

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი

იმედი-სტუ – სამტრედია 33-41

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – გავაშელიშვილი 10, ერისთავი 6, გოგალაძე 6,  დიდია 4, ჭელიძე 3, თიგიშვილი 2, დოლმაზაშვილი 1, კორსანტია 1, გრიშიკაშვილი, ცირდავა

სამ: ფახურიძე, ხონელიძე – ხელისუფალი 10, ძნელაძე 9, აფრიდონიძე 8, ჟვანია 5, ხომერიკი 5, ადამია 2, ნადირაძე 1, ქავზინაძე 1, მანაგაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

 26 ნოემ.
                სხვ          
  ქუთაისი 3 3 0 0 121-84 6    
  პეგასი 3     3     0     0     100-79     6      
  BSB ბათუმი 3 2 0 1 101-77 4    
  იმედი სტუ 4 2 0 2 100-96
4    
  სამტრედია 4 2 0 2 119-135 4    
  გორი 3     1     0     2     78-85     2      
  სპორტუნი 4 1 0 3 130-141 2    
  წყალტუბო 4 0 0 4 91-143 0    

 

 

 

 

 

 

 

 

27 ნოემბერი

16:00 სპორტუნი – სამტრედია

18:00 იმედი-სტუ – წყალტუბო

3 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – გორი, ქუთაისი – პეგასი

4 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – პეგასი, ქუთაისი – გორი

10 დეკემბერი, თბილისი

გორი – წყალტუბო, პეგასი – სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი – სამტრედია, პეგასი – წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – სპორტუნი, ქუთაისი – იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ, ქუთაისი – სპორტუნი

Leave a Reply