გოგონათა ჩემპიონატზე პირველი წრე დასრულდა
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, პირველი წრე დასრულდა. 13 გუნდი შეჯიბრებას გაზაფხულიდან განაახლებს, სეზონის ბოლოს კი ამ ასაკის საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ელის გეტებორგში, შვედეთი.
დღის პირველ მატჩში დაფიქსირდა ჩემპიონატის პირველი ფრე, რომელიც ითამაშეს თბილისის ქარიშხალამ და ფოთის ოქროს ვერძმა, 19-19. თელავმა დაამარცხა აჭარა 19-9. ამის შემდეგ კიდევ ერთი მატჩი დასრულდა ფრედ, ბათუმის შავი ზღვის გოგონებსა და თბილისის მამულს შორის, 21-21.
ბოლო თამაშს, ტყიბულსა და თბილისის პეგასს შორის, უნდა გაერკვია, ვინ დაასრულებდა პირველ წრეს მესამე ადგილზე. ტყიბულმა მოიგო, 23-19, რის შემდეგაც ლიდერთა სამეული უცვლელი დარჩა: სამტრედია, ყვარელი, ტყიბული.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05). გლდანი, 21-25 ნოემბერი
25 ნოემბერი
ფოთი – ქარიშხალა 19-19
აჭარა – თელავი 9-19
ბათუმი – მამული 21-21
ტყიბული – პეგასი 23-19
მსაჯები: ი. ჭკუასელი, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა
მეორე წრე: 2020 წელს
25 ნოემ. |
თ | მ | ფ | წ | სხვ | ქ | ||||||||||||||||
სამტრედია | 12 | 12 | 0 | 0 | 301-138 | 24 | ||||||||||||||||
ყვარელი | 12 | 11 | 0 | 1 | 294-168 | 22 | ||||||||||||||||
ტყიბული | 12 | 10 | 0 | 2 | 239-171 | 20 | ||||||||||||||||
მამული |
12 | 8 | 1 | 3 | 254-209 | 17 |
||||||||||||||||
პეგასი | 12 | 8 | 0 | 4 | 252-196 | 16 | ||||||||||||||||
ფოთი | 12 | 6 | 1 | 5 | 195-159 | 13 | ||||||||||||||||
BSG ბათუმი | 12 | 6 | 1 | 5 | 200-201 | 13 | ||||||||||||||||
ქარიშხალა | 12 | 5 | 1 | 6 | 225-223 | 11 | ||||||||||||||||
გორი | 12 | 4 | 0 | 8 | 193-245 | 8 | ||||||||||||||||
წყალტუბო | 12 | 3 | 0 | 9 | 160-235 | 6 | ||||||||||||||||
თელავი | 12 | 2 | 0 | 10 | 191-276 | 4 | ||||||||||||||||
აჭარა | 12 | 1 | 0 | 11 | 105-240 | 2 | ||||||||||||||||
ქუთაისი | 12 | 0 | 0 | 12 | 14-162 | 0 |