უძლიერესი 12 გამოვლინდა
ქალთა ჩემპიონთა ლიგაში დასრულდა პირველი რაუნდი და გამოვლინდა მეორე ჯგუფური ეტაპის 12 მონაწილე. 24 იანვრამდე შეჯიბრებაზე პაუზაა, 30 ნოემბრიდან კი იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.
6 ტური. მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-6/1801907
მონაწილე 16 გუნდიდან მეორე ეტაპზე ვერ გავიდნენ პოლონეთის ლიუბლინი, ხორვატიის პოდრავკა, გერმანიის ბიტიგჰაიმი და ჩეხეთის მოსტი. 6-6 მოგებით დაასრულეს პირველი რაუნდი ტურნირის ბოლო სამი წლის გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორმა და საფრანგეთის ბრესტმა. მეორე ეტაპზე ეს ორი გუნდი 4-4 მოგებითა და 8-8 ქულით გადავიდა.
მეორე რაუნდში შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი საიდანაც, 4-4 საუკეთესო გავა მეოთხედფინალში. იქამდე გუნდებს კიდევ 6-6 მატჩი აქვთ სათამაშო.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019–20, ქალები.
პირველი ჯგუფური ეტაპი, 6 ტური, 16-17 ნოემბერი
მეორე ეტაპზე გავიდა 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
A ჯგუფი: მეცი 10, კრიტიანსანდი 7, ფერენცვაროში 5 – პოდრავკა 2
კრისტიანსანდი (ნორ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 34-28
დალი 11, ლოკე 7 – ცაკალუ 7, გიორგიევსკა 4
მეცი (საფ) – ფერენცვაროში (უნგ) 24-24
ზაადი 8 – შაცლი 7, ჰაფრა, ლუკაჩი 5
B ჯგუფი: როსტოვი 9, ესბიერგი 8, CSM ბუკურეშტი 7, – ლიუბლინი 0
როსტოვი (რუს) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 23-22
ვიახირევა 5 – ნიაგუ 8, მარტინი, პინტეა 4
ესბიერგი (დან) – ლიუბლინი (პოლ) 35-22
ბრაისტოლი, დანიელსონი 6 – ახრუკი 5
C ჯგუფი: ბრესტ-ბრეტონი 12, ბუდუჩნოსტი 8, რამნიკუ ვალჩეა 2 – ბიტიგჰაიმი 2
რამნიკუ ვალჩეა (რუმ) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 23-26
გლიბკო, გონსალესი 5 – კოატანეა, პოპ-ლაზიჩი 5
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ბიტიგჰაიმი (გერ) 34-28
რადიჩევიჩი 8, ბრნოვიჩი 6 – ნაიძინავიჩუსი 6, ფისერი, ვიოლერი 5
D ჯგუფი: დიორი 12, სევეჰოფი 5, კრიმ მერკატორი 4 – ბანიკ მოსტი 3
დიორი (უნგ) – ბანიკ მოსტი (ჩეხ) 35-29
ნზემინკო 8, ოფტედალი 7, ბრატსეტი ბულატოვიჩი 6 – მანაკოვა 4
კრიმ მერკატორი (სლნ) – სევეჰოფი (შვდ) 26-28
ბარიჩი 9, ზულიჩი 6 – დანო, ლუნდბეკი 5
მეორე ჯგუფური ეტაპი: 2020 წლის 24 იანვრიდან
A ჯგ: მეცი 6 ქულა, კრისტიანსანდი 5, როსტოვი 5, ესბიერგი 4, ბუკურეშტი 3, ფერენცვაროში 1
B ჯგ: დიორი 8, ბრესტი 8, ბუდუჩნოსტი 4, კრიმი 2, სევეჰოფი 2, ვალჩეა 0